exploring…

დღეს უკვე გაზაფხულის პირველი დილა გათენდება <3

ყოველთვის განსაკუთრებით ველოდები გაზაფხულს. მარტო იმიტომ არა, რომ კარგი ამინდი გამოვა, უფრო იმიტომ, რომ ყოველთვის ახალი ცხოვრების დაწყებას ვცდილობ. ახლა კი განსაკუთრებით…

როცა ჩემი ბლოგისთვის სათაურს ვიფიქრებდი, თავში ბევრი ვარიანტი მომივიდა, ბოლოს კი ერთზე შევჩერდი (რომელსაც მალე იხილავთ) – exploring!!!

ეს სიტყვა ერთი ძალიან კარგი ფილმიდან შემიყვარდა, გეცნობათ?

ჰოდა, ხვალიდან ჩემი ბედნიერებისაკენ მიმავალ ახალ ბილიკს დავადგები, რომელიც, იმედი მაქვს, ერთხელ და სამუდამოდ გამიყვანს მთავარ გზაზე :)

21 იანვარს დაწერილი to do list-დან ბევრი არაფერი შემისრულებია:

სწავლა-კარიერა


ვიწყებ პიარის კურსებზე სიარულს.  +

შეიძლება დავიწყო ნახევარგანაკვეთზე მუშაობა. – (ვერ)

უნდა გავიხსენო და გავაუმჯობესო ჩემი ინგლისური. -(არ)

გარეგნობა-ჯანმრთელობა


შევიღებო თმა და შევიცვალო ვარცხნილობა. +

მივიდე კოსმეტოლოგთან. +

გამოვიკვლიო ჩემი ხალი, რომელიც მაწუხებს :შ -, მაგრამ ზეგ მივდივარ…

გარდერობი მოვამზადო საგაზაფხულოდ (forever21) + და გრძელდება

მარტის ბოლოს კი მინდა, რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო…


Advertisements

პირველი სიყვარული

ამბობენ, რომ ადამიანს პირველი სიყვარული (თუნდაც ის უკანასკნელი არ იყოს) ცხოვრების ბოლომდე ყველაზე კარგად ახსოვს. იქნებ, იმიტომ, რომ ყველაფერი რაც პირველია, ჩვენთვის განსაკუთრებულ შეგრძნებებთან ასოცირდება?!

მე მაშინ 15 წლის ვიყავი და ყოველ კვირა ვიცვლიდი ”სიმპათიებს”, თუმცა სერიოზულ ურთიერთობაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მერე ის გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა.

სიმართლე გითხრათ, ყველაფერი არც მახსოვს… ანუ ის შეგრძნებები, რაც მაშინ მქონდა, თორემ ფაქტები  –  როგორ არა. რამდენიმე თვეში დავშორდით, კიდევ რამდენიმე თვე ”ვგლოვობდი” და მენატრებოდა, მერე გადამიარა.

შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ 2ჯერ თუ 3ჯერ ვცადეთ ურთიერთობის აღდგენა, ოღონდ სიყვარულზე ლაპარაკიც არ ყოფილა. შეიძლება ამის ბრალიცაა, რომ დამავიწყდა ის საოცრება, რასაც პირველი სიყვარულით გამოწვეული ემოცია ქვია.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ facebook-დან და სკაიპიდან წავუშლივარ. არ ვიცი, რატომ… შეიძლება, გაბრაზდა, როცა შეხვედრაზე უარი ვუთხარი ან იქნებ სულაც ახალი შეყვარებული ყავს და მისი მოთხოვნით?

დიდად აღარ დავინტერესებულვარ ამ საკითხით. მგონი, ასე უკეთესიცაა და ცოტა გვიანიც. ახლა მგონია, ჯობდა დაშორების შემდეგ საერთოდ აღარ შევხვედროდით ერთმანეთს. ასე უფრო ტკბილად და სუფთად გამახსენდებოდა ჩემი პირველი, ბავშვური სიყვარული…

თქვენც მომიყევით როგორ გახსენდებათ მსგავსი ისტორიები… ან იქნებ, დღემდე მის გვერდით ხართ? :)

Love, Sex, Relations…

იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაშიც და ბლოგზეც საკმაოდ გულახდილი ვარ,  ბევრ თემაზე ლაპარაკისგან/წერისგან მაინც ხშირად ვიკავებ თავს. დღეიდან გადავწყვიტე ”დუმილი დავარღვიო”  : )))

არ ვიცი ეს პოსტები ვინმეს გულზე მოხვდება თუ არა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ არავის გავანაწყენებ, უბრალოდ მინდა ჩემთვის ძალიან აქტუალურ საკითზე გესაუბროთ: ეს არის სასიყვარულო ურთიერთობები.

ალბათ, ჩემს ასაკში ჯერ კიდევ ბევრი დეტალი არ არის გამომჟღავნებული, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე მაქვს რაღაც გამოცდილება დაგროვილი და დასკვნების გაკეთებაც შემიძლია.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერ ვიტან ”თეორიულ” მასალას პრაქტიკული მაგალითების გარეშე, ჰოდა თითოეულ სიტუაციასთან, რომელსაც განვიხილავ, კონკრეტულ შემთხვევებსაც მოგიყვებით ჩემი ან ჩემი მეგობრების/ნაცნობების ცხოვრებიდან.

რა თქმა უნდა, არ მაქვს ამბიცია, რომ ამ კითხვას პასუხს ან ახლა ან ოდესმე გავცემ. საერთოდაც, არა მგონია სიყვარულს რაიმე კონკრეტული განმარტება ჰქონდეს.  ზოგისთვის ის ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, ზოგისთვის

” აპოთეოზი სულიერი მშვენებისა და ესთეტიური ტკბობისა”, ზოგისთვის კი შავ-თეთრი, ტიტლიკანა გოგო-ბიჭი : ))

მგონი, იმხელა შესავალი გამომივიდა, აზრი აღარ აქვს ახალი ისტორიის დაწყებას, არადა პირველ სიყვარულზე ვაპირებდი საუბარს.

მანამდე მომწერეთ, რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის მსგავსი თემები და საერთოდ, თუ თქვენი ისტორიის გაზიარებაც მოგინდათ, ჩემი მეილია > tamta_53@yahoo.com :)

90-იანები, პროფილი და შოუბიზნესი

რა თქმა უნდა, შემეძლო ეს პოსტი მთლიანად მაია ასათიანის არაადექვატურობისთვის მიმეძღვნა, მაგრამ დღევანდელმა ”პროფილმა” გაცილებით სასიამოვნო თემები წამომიტივტივა.

მე 90-იანების შვილი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ მას ბნელ, შავ დროდ იხსენებენ, მე მაინც მაქვს ბავშვობის წლების ნოსტალგია, თანაც იმდენად დიდი, რომ აჩიკო მეფარიძის გამოჩენაზეც კი კეთილგანწყობილი ღიმილი არ მომშორებია სახიდან. (სხვათა შორის, ჩემი დაქალის დღიურში ოდესღაც სიამაყით ჩამიწერია მისი სახელი და გვარი საყვარელი მომღერლის გასწვრივ

: )))

ყველაზე მეტად გიგა მიქაბერიძის დანახვა გამიხარდა. დღემდე საერთოდ არ გამხსენებია ეს მომღერალი, არადა მომწონდა მისი სიმღერები, თვითონაც რაღაცნაირი იყო, სიმპათიური )) ეხლა ცოტა დაბერებულ-გასუქებულ-გაჭაღარავებულა, მაგრამ ეგ არაფერი :)

”ემი” – ეს ჯგუფი არასოდეს მყვარებია, პირიქით, ყოველთვის მაღიზიანებდნენ, მაგრამ დღეს სიამოვნებით ავყევი მათ სიმღერას: ”მთვარე დამელოდებაა, შენს ლოდინში გზა აბნეული…”

არ უხსენებიათ, მაგრამ ”მეა ლომანია” გამახსენდა, უფრო მანამდე კი ”ამბობენ”. ორივეს ერთგული მაყურებელი ვიყავი, ცოტა მოგვიანებით ”მაესტროც” გამოჩნდა.

ასე იყო თუ ისე, მაშინ რაღაც ხდებოდა…

თითქოს ეხლაც ფაფხურობენ რაღაცას, მაგრამ წინ მაინც ვერ მიდიან.

რატომ?

მე მგონია, რომ მაშინ, 90-იან წლებში ეს უგემოვნოდ ჩაცმული (ყველა არა, მაგრამ მაიკო ყარყარაშვილის კლიპი რომ აჩვენეს, მის კოსტუმებზე გულს შემომეყარა), თვალებმილულული, სცენაზე უმოძრაოდ მდგომი (კაი, ხო, ლელა, შენ არ გგულისხმობ) და ფონოგრამაზე მომღერალი ადამიანები მაინც რაღაც სიახლედ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ იყო ყოველ მეორე კვირას კლიპების პრეზენტაციები, სპორტის სასახლეში კონცერტზე შესვლის მსურველთა უზარმაზარი რიგები (მახსოვს, ერთხელ დედამ მე და ჩემი დაქალი ქეთი წაგვიყვანა კონცერტზე და ვერ შევედით, იმიტომ რომ ბილეთები აღარ იყო).

მოკლედ, 90-იანი წლებიდან დავიწყე და საქართველოში შოუბიზნესის განვითარების პრობლემაზე გადავედი, მაგრამ არაუშავს :))

მართალია, ცალმხარზე ხალათჩამოგდებული მაიკო ყოველ 2 სიტყვაში მადლობას იხდიდა, რომ ეს ბნელი წლები დასრულდა და ახლა ჩვენ უკვე გვაქვს გაზი, წყალი, შუქი და ერთზე მეტი სატელევიზიო არხი, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობა იყო და მე ის ტკბილად მაგონდება <3

facebook-მა რა ჰმქნა დააა…

ჩამოვედი აბასთუმანიდან :)

შაბათ-კვირის მაგივრად 4 დღით დავრჩი და ძაალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ამაზე მერე ^_^

ეხლა მოგიყვებით რა ხდებოდა პარასკევს საღამოს ”2side”-ში.

თურმე ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თიბისი ბანკმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ქართული ბლოგოსფეროს საუკეთესო პოსტების მოძიება და წიგნად გამოშვება განიზრახეს. მერე ჩატარდა კონკურსი და რაღაც სამნიშნა რაოდენობის პოსტედან დარჩა ორნიშნა და სამიანზე დაწყებული რაოდენობის (36?37?..)

მე ამ ყოველივეს ”შორიდან” ვუცქერდი. მაშინ ჯერ კიდევ ძველ ბლოგზე ვმოღვაწეობდი და საგულდაგულოდ ვმალავდი მის მისამართს.

ჰოდა ხუთშაბათს საღამოს fb-ზე (რომელმაც რა აღარ ჰქმნა!) დოდკას მესიჯი დამხვდა და წიგნის პრეზენტაციაზე მიმიპატიჟა. მართალია, მე კონკურსის მონაწილე არ ვყოფილვარ, მაგრამ დოდკას მოუპოვებია 10 არამონაწილის შეყვანის უფლება და დიდი მადლობა მას <3

ათის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი, ძირითადად ბარბისთან (<3)  ერთად. სხვა ბლოგერებიც ვნახე, ზოგს მანამდეც ვიცნობდი, ზოგიც იმ დღეს გავიცანი.

შესასვლელში ზურიუსთან ერთად სურათიც გადავიღე :))

საღამომ კარგად ჩაიარა. არც ისე აქტიურად და არც ისე მოსაწყენად (ჩემთვის).

კიდევ იყო რამდენიმე ”ეპიზოდი”, რომელზეც მინდოდა დაწერა, თუმცა გადავიფიქრე ^_^

ახლა მთავარი ისაა, რომჩემს ფიქრებს ბლოკს არ ვადებ და ბლოგსაც ვაშეარებ (ვაშაარებ, ვაარაშებ, ვააშარებ… : )))))))))

weekend in Abastumani

ხვალ დილით აბასთუმანში მივდივარ და 2შაბათს ჩამოვალ, ამიტომ ეს 2 დღე ბლოგზე ახალ პოსტს ვერ დავწერ. თანაც, ცოტათი მომბეზრდა ეს დანომრილი წერილები (ადრესატები მაინც არ/ვერ კითხულობენ) …

ახლა ჩალაგება უნდა დავიწყო, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა წავიღო. ნუ, ბევრი თბილი ტანსაცმელი და ჰიგიენის ნივთები :)

საათნახევარი მაქვს იმისთვის, რომ ძალიან ბევრი რაღაც მოვასწრო. მერე გაუში მივდივარ, გაუდან კი 2side-ში.

ჰოდა, ასე, გემშვიდობებით სულ რაღაც 3 დღით, თუმცა, იმედია, რამდენიმე თქვენგანს დღეს საღამოსაც ვიხილავ ^_^

day # 6, letter # 6 – to MY stranger

Dear stranger,

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ვიღაც მაკლდა, ვიღაც არ იყო ჩემს ცხოვრებაში… ახლაც ასეა – ხანდახან ისე მარტო ვგრძნობ თავს :( და ასეთ მომენტებში ძალიან მინდა ვინმე very special მყავდეს გვერდით.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება: მეგობარი, უბრალო ნაცნობი, საყვარელი ადამიანი…

ჰოდა, ამ წერილს სწორედ შენ გწერ – ჯერ კიდევ უცნობს, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად დაიკავებს ამ ადგილს და შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც საშინლად მთრგუნავს.

მე მოთმინებით ველოდები შენს გამოჩენას და ყოველ ადამიანში გეძებ სამწუხაროდ, ჯერ ვერ შეგვხდი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და ოდესმე ვიპოვი ჩემს soul mate-ს (ალბათ, ეს ყველაზე შესაფერისი ტერმინია იმის ასახსნელად, ვისაც მე ვეძებ).

შეხვედრამდე,

თამთა