გაზაფხულზე…

დაიწყო თებერვალი და ახლა სულ რაღაც 28 დღე მაშორებს ჩემს საყვარელ გაზაფხულთან. ვიცი, მარტიც ცივი და წვიმიანი იქნება, მაგრამ ჰაერში მაინც ვიგრძნობ ქალაქის შემოგარენიდან მოსული დაკვირტული ხეების სუნს.

არა, ეს მე არ ვარ… არ მჩვევია ასეთი მხატვრული შედარებები და ღრუბლებში ფრენა, იმის მიუხედავად, რომ ამ ყოველივეს (და უფრო მეტსაც) ნამდვილად შევიგრძნობ.

უბრალოდ ჩავიცმევ ჩემს ყვავილებიან კეტებს, თხელ ჟაკეტს და ძალიან, ძალიან დიდ დროს გავატარებ გარეთ. ვივლი ყველგან, სადაც თავს კარგად ვიგრძნობ და იმათთან ერთად, ვის გვერდით ყოფნაც გამიხარდება.

დილა აღარ დაიწყება შუადღის 3 საათზე და ფანჯრიდან გახედვისასაც აღარ გამაჟრჟოლებს ნაცრისფერი ცის დანახვაზე. როცა იწვიმებს, გავშლი ჩემს იასამნისფერ, წარმოსახვით ქოლგას და სახლში არ შევიყუჟები.

ასე მგონია, გაზაფხულთან ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებ, მერე კი ოდესმე ისევ მოვა დეკემბერი – ჩემი თვე, რომელიც ერთადერთი რამაა, რაც ზამთარში მიყვარს :)

Advertisements

2 thoughts on “გაზაფხულზე…

    • ჰოდა, მალე მოვიდეს მარტი. მერე აპრილიც უფრო მოახლოვდება : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s