მე – მკითხველი

პატარა რომ ვიყავი ძალიან ბევრს ვკითხულობდი. მემგონი, ერთადერთი ბავშვი ვიყავი მთელ სკოლაში, ვისაც ბიბლიოთეკიდან წიგნები გამოქონდა. ბევრით ვერა, მაგრამ 1-2 წლით კი ვუსწრებდი ჩემს ასაკს. მოკლედ, ასე რომ გამეგრძელებინა, დღეს ბევრად უფრო მეტი წიგნი მექნებოდა წაკითხული, მაგრამ სადღაც 14 წლიდან ნელნელა მოვუკელი კითხვას და კომპიუტერთან გადავინაცვლე.

მანამდე თუ კვირაში ერთ წიგნს მაინც ვკითხულობდი, ახლა უკვე კვირები ისე გადიოდა, შეიძლებოდა არც არაფერი გადამეშალა. ბოლო დროს თითქოს ისევ დავუბრუნდი წიგნებს და ძალიან მიხარია. არ ვიცი შევძლებ თუ არა ისევ იმავე ტემპებით გავაგრძელო კითხვა, მაგრამ ეს არაა მთავარი. უბრალოდ ეს ისევ მსიამოვნებს, ისევ ვხდები იმ ისტორიების მონაწილე, რომლებიც ფურცლებზე წერია.

გუშინ დავამთავრე ”მარტოობის ასი წელიწადი”.. დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში დავბორიალობდი მაკონდოს ქუჩებსა და ბუენდიების სახლში მათ აჩრდილებს შორის… მარცხენა ხელის ცერა თითით პირველი გვერდი მქონდა მონიშნული და ყოველ წამს ვშლიდი: ” ეს რომელი არკადიოა? აურელიანო მეორე? აა, არა, ეს უფროსი ყოფილა…”.

კითხვის პროცესში ვიღებდი რაღაც შთაბეჭდილებებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ის წიგნია, რომლის გადაფურცვლაც არაერთხელ მომინდება და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოვაჩენ.

ისე, პატარა რომ ვიყავი, მამამ მირჩია ყველა წაკითხული წიგნის სახელი და ავტორი ჩამენიშნა. მქონდა კიდეც ბლოკნოტი, სადაც ნანახ ფილმებთან ერთად ამათაც ვიწერდი. მერე ფილმების სათვალავი ამერია. იმდენი წიგნი კი ნამდვილად აღარ წამიკითხავს, რომ ვერ დამემახსოვრებინა.

ახლა გადავწყვიტე, სულ თავიდან მოყოლებული ყველა მათგანი გავიხსენო და თავიდან ჩამოვწერო.

ნეტავ რამდენი იქნება ?

Advertisements

12 thoughts on “მე – მკითხველი

  1. cruella says:

    შენმა პოსტმა საბოლოოდ მიბიძგა, რომ არდადეგები წიგნების საკითხავად მაქსიმალურად გამოვიყენო :D

  2. : ” ეს რომელი არკადიოა? აურელიანო მეორე? აა, არა, ეს უფროსი ყოფილა…” რა ნაცნობი სიტუაციაა :D აი სწორედ მაგ არეულობის ბრალი იყო რომ ვერ ჩავამთავრე ეგ წიგნი :|
    აი წაკითხული წიგნების ჩანიშვნა კარგი იდეაა მაგრამ მეეჭვება ყველას გახსენება შევძლო, ახლა რასაც წავიკითხავ მაგის ჩანიშვნას კი ვეცდები :) ისე კი მთავარია შინაარსი გახსოვდეს თორე რაოდენობას რა აზრი აქვს :))
    მიხარია რომ შენც გიყვარს კითხვა <3

  3. keti says:

    თაამთ.. :*:*:* მე ვარ იმ დროის თანამონაწილე და მომსწრეც,როცა შენ ძააააალიან ბევრს კითხულობდი და ზუსტად ვიცი,რამხელა სიამოვნებას იღებდი ამით…მოოომწონს და მიხარია,რომ ისევ ჩაგითრია… :*:*:*:
    p.s. ისე,მეც მინდა… :(( და აუცილებად გამოვიყენებ არდადაგებს კითხვისთვის :*:*:*

  4. სალომე, სხვათა შორის, მე ორჯერ ვცადე ამ წიგნის წაკითხვა, მაგრამ მესამე- მეოთხე გვერდამდე ძლივს მივდიოდი ხოლმე, ამ ჯერზე კიდევ ისე ჩამითრია, რომ რამდენჯერმე დამათენდა კითხვაში : ))
    ქეთი და ნათია, მიხარია, რომ გიბიძგეთ წიგნებისკენ :ბიძგბიძგ: :*:*:*

    • გუშინ ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ ცოტა ძნელია, იმიტომ რომ რაც კი მოთხრობები ან პატარა ნოველები მაქვს წაკიტხული ყველა რომ ჩამოვწერო ძალიან ბევრი გამოვა. ნუ, მოკლედ შევეშვი ამ ამბავს : ))

  5. თოლია says:

    მათხოვე რამე კარგი წიგნი.. ეხლა მხატვრებზე ვკითხულობ რანცხა რუნცხებს.. ხოდა სანამ შენ მნახავ მანამდე დავამთავრებ ალბათ )))
    ხოდა შემირჩიე რამე.. თუნდაც მარტოობის ასი წელი.. :

  6. კარგი :* ”მარტოობის ასი წელი” დევს მარტოდმარტო და ელოდება ახალ მკითხველს : ))

  7. ანა says:

    მარტოობის ასი წელი ზალიან მომწონს ,მართალია სახელები მეც გვარიანად მაბნევდა მაგრამ წაკითხვად ღირდა .,,ათას ერთი ღამე ” თუ გაქვს წაკითხული ღრმა ბავშვობაში იქაც ასეთი ჩახლართული სიტუაციაა დაახლოებით .
    მე კიდე წაკითხული მოთხრობის სათაურებს ვერ ვიმახსოვრებ ,არადა ვიცი ხალხი ვინც მარტო სათაურს და პირველ და ბოლო გვერდს კითხულობს :):) ისე კი მთვარი არა წაკითხული წიგნების რაოდენობა არამედ მათი გაგების ხარისხია :)

    • ”ათას ერთი ღამე” ზერელედ მაქვს წაკითხული და ისიც, ღრმა ბავშვობაში : ))

      ჰო, კარგია, თუ წიგნს წაიკითხავ და იქიდან რამე დაგრჩება, მარტო რაოდენობაზე არ უნდა იყო ორიენტირებული, მაგრამ ისეც არ უნდა იყოს, რომ ერთი წიგნი წაიკითხო და მერე ქვეყანა შეაწუხო : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s