ჩემი შეცდომა

ჩემი 19 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, ალბათ, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს, მაგრამ ყოველ მათგანს საჭიროდ ვთვლიდი და არასოდეს მინანია.

დროდადრო ჩემი მშობლები, მეგობრები და სხვა ადამიანები ცდილობდნენ რჩევებით თუ უხეში ჩარევებით მიეთითებინათ, თუ როგორ იქნებოდა უკეთესი… მე მაინც (თითქმის) ყოველთვის ბოლომდე ჩემს აზრზე ვრჩებოდი და ეს ხან ამართლებდა, ხან არა…

რამდენიმე დღის წინ მშობლებთან ერთად ვიჯექი. ისინი ტელევიზორს უყურებდნენ, მე კი ეკრანს უაზროდ მივშტერებოდი და ვფიქრობდი… მერე ღრმად ამოვიოხრე. დედამ მაშინვე მკითხა, რა გაწუხებსო (დარწმუნებული ვარ, ეგონა, პირად ცხოვრებაში მქონდა პრობლემები). საქმე კი იმაში იყო, რომ ჩემს პროფესიულ არჩევანზე ვფიქრობდი…

ჯერ კიდევ 2 წლის წინ მეგონა, რომ:

ჟურნალისტობა ჩემი მოწოდება იყო…

თსუ-ში უმაგრესი სტუდენტობა მექნებოდა…

და მერე ამ ყველაფერს ხაზი გადაესვა.

თუმცა, რადგან წერა შეცდომებზე დავიწყე, რომლებიც არასოდეს მინანია, ამ პოსტსაც ოპტიმისტურად დავასრულებ და ჩამოვწერ იმ მიზეზებს თუ რატომ არ ვნანობ თსუ-ში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩაბარებას :

1) აბიტურიენტობის პერიოდშიც კი დედა მეუბნებოდა, იქნებ სხვა პროფესიაზე გეფიქრა? – რომ დამეჯერებინა და არც ის სხვა პროფესია მომწონებოდა, ალბათ, დედას დავადანაშაულებდი.

2) მეორე მიზეზი კი ისაა, რომ სწორედ აქ ნამდვილად გავიცანი ადამიანები, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანნი არიან და თუნდაც მათი რიცხვი ოდესმე შემცირდეს ან სულაც განულდეს…

მე მაინც არ ვინანებ!

იმიტომ რომ ნებისმიერი შეცდომა* და შემდგომში მათი გაანალიზება  გვზრდის და უფრო ადამიანურებს გვხდის.

———————————————–

* – შეცდომაში , რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებაზე მოახდენენ უარყოფით გავლენას.

Advertisements

8 thoughts on “ჩემი შეცდომა

  1. lasha says:

    sinanuli tan cudi grdznoba da tan kargi ase rom unda gamocado da yvelam unda gamocados kargia propesiaa shentvis swori archevania mtamta :*

  2. ნუცა, მე არ მითქვამს რომ სულ შეცდომებში უნდა იცხოვრო. ამ პოსტის შინაარსი ალბათ უფრო ისაა, რომ საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო..
    ლაშა, ვერ მივხვდი, რა არის სწორი არჩევანი?

    • ალბათ, მეც… მაგრამ სამოსს ოდესმე მაინც ვაგდებთ, ან კარადის ყველაზე ბნელ კუნჭულში ვინახავთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s