რამდენი მკითხველი ყავს ჩემს ბლოგს?

სულ თავიდან ბლოგის წერა რომ დავიწყე, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი კითხულობდა თუ არა მას ვინმე. მართალია, თითოეული კომენტარი (რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი იყო) ძალიან მიხაროდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მენახა, კიდევ რამდენი ადამიანი შემოდიოდა ჩემს ბლოგზე კომენტარების ავტორების გარდა.

მერე, ნელნელა მკითხველები რომ მომემატნენ და dashboard-ში დავიწყე ძრომიალი, site stats-აც გადავაწყდი და ასე დაიწყო გაუთავებელი შემოწმება, რომელ თვეში უფრო მეტი რეიტინგი მქონდა, რომელი პოსტი უფრო პოპულარული იყო, რა search term-ით მოხვდნენ ჩემთან და ა.შ.

ge დომენზე გადმობარგებულს, სამწუხაროდ, site stat-ებში სიცარიელე დამხვდა და უკვე თითქმის ერთი თვეა ასეა. მე კიდევ ვერ მივაღწიე დაქუსთან, რომელმაც ეს პრობლემა უნდა მომიგვაროს :( (თან, გამოგიტყდებით და ამ top.ge-ს მთვლელსაც ვერ გავუგე ვერაფერი).

ჰოდა, მოკლედ, სანამ მე ამ პრობლემას მოვაგავრებდე, იქნებ არ დაიზაროთ და კომენტარებში დაფიქსირდეთ? : )))

თან ასე უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის. მარტო უნიკალურ ვიზიტორებს კი არა, ნამდვილ მკითხველებს დავითვლი : ))

Advertisements

25 thoughts on “რამდენი მკითხველი ყავს ჩემს ბლოგს?

  1. ანა says:

    :ფიქს ფიქს: :))

    მომწონს შენი ბლოგი და ბევრ მკითხველებს ვუსურვებ!^^

  2. ძალიან ძალიან კარგი პოსტია. და ძალიან მაგარი ბლოგია. ძალიან მომეწონა

  3. ჰელოუ ევრიბადი : )))
    ამდენი კომენტარი არასოდეს მღირსებია, იამიი <3

  4. ნათ, შენი კომენტარი მგონი არც იყო საჭირო, ისედაც ვიცი, რომ მკითხულობ და დიდი მადლობა ამისთვის :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s