გულ(ახდილ)ი VS. გონება

ბოლო დღეებში ძალიან ბევრს ვფიქრობ… არა, უფრო სწორად, ზოგადად ძალიან ბევრს ვფიქრობ და მერე რაღაცებს ვიფიქრებ ხოლმე. ერთი შეხედვით, განსაკუთრებულს არაფერს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს.

ჰოდა, ვერ ვიტყვი მთელი ცხოვრება წინასწარ მაქვს-მეთქი დაგეგმილი, მაგრამ გონებაში რაღაც მონახაზივით ჩამომიყალიბდა იმის შესახებ, რა მინდა, როგორ მინდა…

ეს გონებაში. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ორგანო, გული, თითქმის ყოველთვის მის წინააღმდეგ იბრძვის. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გული და გონება ერთმანეთს ვერ იტანენ:

სიმართლე გითხრათ, ხანდახან მომწონს ეს (თანაც, თითქმის ყოველთვის <3-ის მხარეს ვარ), მაგრამ ხანდახან საკუთარ თავზე ძალიან ვბრაზდები :(

ძალიან ზოგადი ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, პირდაპირ ვიტყვი. საქმე ნოდოს ეხება. ყველამ იცის და არც მე ვმალავ, რომ ნოდო ძალიან მიყვარს. მალე 5 თვე გახდება, რაც ერთად ვართ და ვაპირებთ რომ სულ ერთად ვიყოთ (ვაპირებთ – გვინდა).

მაგრამ, აი რაშია საქმე: ძალიან, ძაალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ და ამის გამო, ხშირად გვეძაბება ურთიერთობა.

მე მაინც რაღაცის იმედი მაქვს… რომ უფრო დამთმობები და მომთმენები გავხდებით, რომ უფრო მეტს ვიფიქრებთ ერთმანეთზე, რომ, ალბათ, უფრო შეგვიყვარდება ერთმანეთი…

და რომ ჩემს გონებას კიდევ ერთხელ არ მოუწევს ჩემი გულისთვის ამის შეხსენება:

მიყვარხარ, ბუმბ :*

Advertisements

6 thoughts on “გულ(ახდილ)ი VS. გონება

  1. ხო.. ცუდია. მესმის რასაც ამბობ, მეც ყოვეთვის გულის მხარეს ვიყავი ხოლმე და ვფიქრობდი რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, მეც შევიცვლებოდი და “ისიც”..
    მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, ადამიანები არ იცვლებიან…
    ისეთი უნდა შეიყვარო, როგორიც არის და არ ეცადო მის გამოსწორებას!
    ბედნიერებას გისურვებთ!

  2. მადლობა :* გამოსწორებას არც ვცდილობ, მე პატარა და ელემენტარულ დათმობებზე ვლაპარაკობ. მოკლედ, დრო გვიჩნებეს რას და როგორ შევძლებთ : )

  3. აუ, ჩემი და გული როგორ ვრ იტანენ ერთმანეთს შენ ეგ უნდა ნახო :| მაგრამ ყოველთვის გულს ვუჯერებ ხოლმე, არა და ვიცი რომ არასწორად ვიქცევი.

    თუმცა, ამ შემთხვევაში ნოდო სხვა თემაა ^^ მგონი აქ უფრო გულს უნდა მიენდო და რაღაც მომენთში გონებასაც.

  4. მგონი, ეგრეც ვიქცევი, მაგრამ ხანდახან ვერ ვხვდები, რომელია სწორი და რომელი არასწორი …

  5. favorit gulebs miendet!:) chvens saukunes isedac yopnis “yovlismomcveli” gonebis diqtatura:(

    P.s. “adamiani adamianistvis , adamianad!…” gaxsovdes da icxovre siyvarulit :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s