day #4, letter #4 – to my brother

თაზო,

დღეს ჩვენი ბავშვობის ვიდეოებს ვუყურე. გამახსენდა, როგორი საყვარელი იყავი, მაგრამ მტირალა : )) იქ კიდევ ბევრი ისეთი რაღაც არ იყო, რაც მახსოვს: მაგალითად, ”ჯუნგლების წიგნი” რომ დამთავრდებოდა და მაგიდაზე მგელივით შემომჯდარი ყმუილით რომ მიხმობდი, მე კიდევ ოთხით მოვრბოდი : )) კიდევ ”აძინ დომას” გავლენით ფარჩაკ მახეებს რომ ვაგებდით სახლში და ვოცნებობდით, ქურდები შემპარულიყვნენ… ფეხებზე რომ მიღუტუნებდი და ამას  შტორმს ეძახდი… ძილის წინ რომ ზღაპრებს მაყოლინებდი და მერე შენც რომ დაიწყე მოგონება სამ მეფეზე… ჩემთან და ქეთისთან ერთად რომ გინდოდა თამაში და სპეციალურად შენთვის ”პიკო და ჩიკოში” ძაღლის პერსონაჟჳ ”ლიკო” რომ დავამატეთ : ))) 5 ან 10 თეთრიანს რომ ვიპოვიდი და გეუბნებოდი, განძი მაქვს მეთქი, რომლის სანაცვლოდაც ნებისმიერ სურვილს მისრულებდი და მერე ამ განძს ხალიჩის ქვეშ მალავდი

: )) ”კაზინო” რომ გახსენი სოფელში და ფულის მაგივრად თხილი რომ იყო ”გადასახადი”. რეპჯგუფი რომ შევქმენით: ”ჰეი, ჯეი, შენ ჩემი ძმა ხარ!!!”

ეხლა იმდენი საერთო აღარ გვაქვს თითქოს, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ ვიხსენებთ ძველ დროს და ასეთ მომენტებში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სულ რომ არაფერი, შენ გვერდით იმდენს ვიცინი, უეჭველი დიდხანს ვიცოცხლებ (თუ მართალია ის, რომ სიცილი ცხოვრებას ახანგრძლივებს). ჰოდა თუ ასე იქნება, მინდა რომ შენც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, ბედნიერი და წარმატებული.

Advertisements

6 thoughts on “day #4, letter #4 – to my brother

  1. გამეღიმა :) თითქოს შევიგრძენი, რა სახალისო რაღაცეებს აკეთებდით ერთად :)

    რა მაგარია, რომ გყავს sibling :)

  2. ქეთ, თან შენც რომ იყავი ამ ყველაფრის მომსწრე და მონაწილე ?! :*:*
    13th, მართლა ძალიან მაგარია, ისეთი მაგარია, რომ კიდევ ერთ sibling-ზე არ ვიტყოდი უარს (უფრო მეტად, დაზე <3)
    ნათ, ჩემზე წლინახევრით პატარაა ანუ თითქმის ტოლები ვართ : ))

    • ნადმვილად, ამიტომაც ვლოცავ ფოტოაპარატის და მსგავსი რაღაცეების გამომგონებლებთ ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s