90-იანები, პროფილი და შოუბიზნესი

რა თქმა უნდა, შემეძლო ეს პოსტი მთლიანად მაია ასათიანის არაადექვატურობისთვის მიმეძღვნა, მაგრამ დღევანდელმა ”პროფილმა” გაცილებით სასიამოვნო თემები წამომიტივტივა.

მე 90-იანების შვილი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ მას ბნელ, შავ დროდ იხსენებენ, მე მაინც მაქვს ბავშვობის წლების ნოსტალგია, თანაც იმდენად დიდი, რომ აჩიკო მეფარიძის გამოჩენაზეც კი კეთილგანწყობილი ღიმილი არ მომშორებია სახიდან. (სხვათა შორის, ჩემი დაქალის დღიურში ოდესღაც სიამაყით ჩამიწერია მისი სახელი და გვარი საყვარელი მომღერლის გასწვრივ

: )))

ყველაზე მეტად გიგა მიქაბერიძის დანახვა გამიხარდა. დღემდე საერთოდ არ გამხსენებია ეს მომღერალი, არადა მომწონდა მისი სიმღერები, თვითონაც რაღაცნაირი იყო, სიმპათიური )) ეხლა ცოტა დაბერებულ-გასუქებულ-გაჭაღარავებულა, მაგრამ ეგ არაფერი :)

”ემი” – ეს ჯგუფი არასოდეს მყვარებია, პირიქით, ყოველთვის მაღიზიანებდნენ, მაგრამ დღეს სიამოვნებით ავყევი მათ სიმღერას: ”მთვარე დამელოდებაა, შენს ლოდინში გზა აბნეული…”

არ უხსენებიათ, მაგრამ ”მეა ლომანია” გამახსენდა, უფრო მანამდე კი ”ამბობენ”. ორივეს ერთგული მაყურებელი ვიყავი, ცოტა მოგვიანებით ”მაესტროც” გამოჩნდა.

ასე იყო თუ ისე, მაშინ რაღაც ხდებოდა…

თითქოს ეხლაც ფაფხურობენ რაღაცას, მაგრამ წინ მაინც ვერ მიდიან.

რატომ?

მე მგონია, რომ მაშინ, 90-იან წლებში ეს უგემოვნოდ ჩაცმული (ყველა არა, მაგრამ მაიკო ყარყარაშვილის კლიპი რომ აჩვენეს, მის კოსტუმებზე გულს შემომეყარა), თვალებმილულული, სცენაზე უმოძრაოდ მდგომი (კაი, ხო, ლელა, შენ არ გგულისხმობ) და ფონოგრამაზე მომღერალი ადამიანები მაინც რაღაც სიახლედ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ იყო ყოველ მეორე კვირას კლიპების პრეზენტაციები, სპორტის სასახლეში კონცერტზე შესვლის მსურველთა უზარმაზარი რიგები (მახსოვს, ერთხელ დედამ მე და ჩემი დაქალი ქეთი წაგვიყვანა კონცერტზე და ვერ შევედით, იმიტომ რომ ბილეთები აღარ იყო).

მოკლედ, 90-იანი წლებიდან დავიწყე და საქართველოში შოუბიზნესის განვითარების პრობლემაზე გადავედი, მაგრამ არაუშავს :))

მართალია, ცალმხარზე ხალათჩამოგდებული მაიკო ყოველ 2 სიტყვაში მადლობას იხდიდა, რომ ეს ბნელი წლები დასრულდა და ახლა ჩვენ უკვე გვაქვს გაზი, წყალი, შუქი და ერთზე მეტი სატელევიზიო არხი, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობა იყო და მე ის ტკბილად მაგონდება <3

Advertisements

5 thoughts on “90-იანები, პროფილი და შოუბიზნესი

  1. გუშინ პროფილის რაღაც მონაკვეთს მოვკარი თვალი, ხალათს რომ იხდიდა იქიდან მეფარიძემდე და რა იყო, ის რანაირად ცეკვავდა :დ მაიაზე ვამბობ :დ
    ვაიმე, 3 წლის სიცოცხლე მომემატა სკამთან მაიას მინი-სტრიპტიზის ხილვით :დ

  2. მაია რეგვენია, მაგრამ გადაცემა ასე თ ისე მაინც კარგი იყო. შენი ტქმისა არ იყოს ემის მშვენივრად ავყევი და მეფარიძეს “ო რა კაია”–ც ლამის ვიმღერე :დ
    მაგრამ გადაცემას იმიტომ ვუყურებდი, რომ გიგა მენახა <3 როგორიც არის ისეთიც მომწონს <3

  3. მე ჩავწერე შენს დღიურში, რომ ჩემი საყვარელი მომღერალი იყო ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s