Love, Sex, Relations…

იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაშიც და ბლოგზეც საკმაოდ გულახდილი ვარ,  ბევრ თემაზე ლაპარაკისგან/წერისგან მაინც ხშირად ვიკავებ თავს. დღეიდან გადავწყვიტე ”დუმილი დავარღვიო”  : )))

არ ვიცი ეს პოსტები ვინმეს გულზე მოხვდება თუ არა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ არავის გავანაწყენებ, უბრალოდ მინდა ჩემთვის ძალიან აქტუალურ საკითზე გესაუბროთ: ეს არის სასიყვარულო ურთიერთობები.

ალბათ, ჩემს ასაკში ჯერ კიდევ ბევრი დეტალი არ არის გამომჟღავნებული, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე მაქვს რაღაც გამოცდილება დაგროვილი და დასკვნების გაკეთებაც შემიძლია.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერ ვიტან ”თეორიულ” მასალას პრაქტიკული მაგალითების გარეშე, ჰოდა თითოეულ სიტუაციასთან, რომელსაც განვიხილავ, კონკრეტულ შემთხვევებსაც მოგიყვებით ჩემი ან ჩემი მეგობრების/ნაცნობების ცხოვრებიდან.

რა თქმა უნდა, არ მაქვს ამბიცია, რომ ამ კითხვას პასუხს ან ახლა ან ოდესმე გავცემ. საერთოდაც, არა მგონია სიყვარულს რაიმე კონკრეტული განმარტება ჰქონდეს.  ზოგისთვის ის ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, ზოგისთვის

” აპოთეოზი სულიერი მშვენებისა და ესთეტიური ტკბობისა”, ზოგისთვის კი შავ-თეთრი, ტიტლიკანა გოგო-ბიჭი : ))

მგონი, იმხელა შესავალი გამომივიდა, აზრი აღარ აქვს ახალი ისტორიის დაწყებას, არადა პირველ სიყვარულზე ვაპირებდი საუბარს.

მანამდე მომწერეთ, რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის მსგავსი თემები და საერთოდ, თუ თქვენი ისტორიის გაზიარებაც მოგინდათ, ჩემი მეილია > tamta_53@yahoo.com :)

Advertisements

5 thoughts on “Love, Sex, Relations…

  1. უშველებელი პოსტის წასაკიტხად მოვემზადე და ხელში პრაქტიკულად არაფერი შემრჩა :დ

    წერე ^^ მე მაინც წავიკიტხავ და რა აზრი აქვს <3

  2. სად მეჩქარებოდა და დაბადების დღეზე : ))) ახლა კი შეგიძლიათ მოკალათდეთ კომპიუტერებთან დაა … ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s