პირველი სიყვარული

ამბობენ, რომ ადამიანს პირველი სიყვარული (თუნდაც ის უკანასკნელი არ იყოს) ცხოვრების ბოლომდე ყველაზე კარგად ახსოვს. იქნებ, იმიტომ, რომ ყველაფერი რაც პირველია, ჩვენთვის განსაკუთრებულ შეგრძნებებთან ასოცირდება?!

მე მაშინ 15 წლის ვიყავი და ყოველ კვირა ვიცვლიდი ”სიმპათიებს”, თუმცა სერიოზულ ურთიერთობაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მერე ის გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა.

სიმართლე გითხრათ, ყველაფერი არც მახსოვს… ანუ ის შეგრძნებები, რაც მაშინ მქონდა, თორემ ფაქტები  –  როგორ არა. რამდენიმე თვეში დავშორდით, კიდევ რამდენიმე თვე ”ვგლოვობდი” და მენატრებოდა, მერე გადამიარა.

შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ 2ჯერ თუ 3ჯერ ვცადეთ ურთიერთობის აღდგენა, ოღონდ სიყვარულზე ლაპარაკიც არ ყოფილა. შეიძლება ამის ბრალიცაა, რომ დამავიწყდა ის საოცრება, რასაც პირველი სიყვარულით გამოწვეული ემოცია ქვია.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ facebook-დან და სკაიპიდან წავუშლივარ. არ ვიცი, რატომ… შეიძლება, გაბრაზდა, როცა შეხვედრაზე უარი ვუთხარი ან იქნებ სულაც ახალი შეყვარებული ყავს და მისი მოთხოვნით?

დიდად აღარ დავინტერესებულვარ ამ საკითხით. მგონი, ასე უკეთესიცაა და ცოტა გვიანიც. ახლა მგონია, ჯობდა დაშორების შემდეგ საერთოდ აღარ შევხვედროდით ერთმანეთს. ასე უფრო ტკბილად და სუფთად გამახსენდებოდა ჩემი პირველი, ბავშვური სიყვარული…

თქვენც მომიყევით როგორ გახსენდებათ მსგავსი ისტორიები… ან იქნებ, დღემდე მის გვერდით ხართ? :)

Advertisements

18 thoughts on “პირველი სიყვარული

  1. ამ თემაზე ყველაზე დიდი უაზრობის მოყოლა შემიძლია, თუმცა ახლა მიხარია, რომ უაზრობის საზღვრებს არ გასცილებია არაფერი. საკუთარი გამოცდილებით და სხვების შემხედვარე დავრწმუნდი, რომ პირველი სიყვარული ყოველთვის განწურულია :(

  2. მიხარია, რომ არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული :)
    რადგან
    1.არ დავტანჯულვარ ვინმეს გამო
    2.გაბრაზების ნიადაგზე არ წამშლია სკაიპიდან ან ფბ–დან
    3.ყოველთვის კარგად და სიამოვნებით ვხვდები იმას, ვისთანაც “სასიყვარულო თამაში” მაკავშირებდა

  3. ირმ, არამგონია ეგ გემუქრებოდეს :ჵ
    ნათია, რავიცი აბა :) კარგი უფრო მეტია, ვიდრე ცუდი… ზოგადად )

  4. ninuca_abu says:

    me,jer kidev cota-cota mtkiva xolmeee,magram vumklavdebiii,ise ubralod naxvebs rac sheexeba,minda misi naxvaaa,tan dzalian dzalian,magram veridebiii da mirchevnia ar vnaxooo,tan isic tavs ikavebs,aravin vicit ra xdebaaa,ikneeb gavides dro da drom isev is adamiani momiyvanooos <3 (vaimeee,ra meshvelebaaaa ar vici,mara IMEDI XOM BOLOS KVDEBAAA:D)

  5. მე ახლა ვარ 15 წლის :დ
    პირველი სიყვარული 13 წლის ასაკში მეწვია. ძალიან ბედნიერი ვიყავი ერთი თვის მანძილზე და მერე დამადო სხვა გოგოსთან …
    დღემდე მაგას განვიცდი … :))

  6. ჩემი პირველი სიყვარული ისეთი თემაა, ერთი დიდი პოსტი უნდა დაიწეროს.
    დასასრული ჰქონდა გენიალური, დამშორდა, რატომ მაკოცეო …
    მერე გალოთდა … სულ ეს იყო :დ

  7. ან ნა, ვაიმე : ))))) მე ეგეთი ისტორიები ყოველთვის გამოგონილი მეგონა : ))))
    ეგოისტი, შენ ყველაფერი წინ გაქვს :დ ნუ, პრინციპში, მეც ^_^
    ნინუცა, შენ ჯერ კიდევ ინგლისურზე რომ დავდიოდით, მაშინ მესამედ თუ მეოტხედ გიყვარდა და რომელ ერთს მისტირი, ჰააა? )))

  8. მე ჯერ კიდევ I შეყვარებულის გვერდზე ვარ , ოღონდ მართლა :დ პირველი და განუმეორებელი : ))

  9. ninuca_abu says:

    gogo,is pirvelad myavda sheyvarebuliii 15 viyaviii,ogond bavshvuri suleloba iyooo,mere 17is rom viyavi ragac masetiiii da sul ragac 2tvis wiiin gavushvi “IS” namdviliiii19is rom viyavi,anu gamovida sul samiii,2 pirveli 2tve rom pikrooob rom giyvaaars da mere ubralod gbezrdeba tu rac kviaaa:D:D :D NAMDVILS RASAC DAVUDZAXEEEB DA MARTLA PIRVEEELS ES ARIS :))) eeeeeh :| :| :|

  10. სიყვარული ის თემაა, რომელიც ყველას ებანალურება მაგრამ მის გარეშე მაინც ვერავინ ვერ ძლებს მითუმეტეს ახლა, როცა “გაზაფხულზე ვიღაც უნდა გიყვარდეს”. პირველის არ ვიცი, მაგრამ მგონი ეხლა მერხევა მე : )) ჰაჰ…

    ისე, რომელი ჯობია – გიყვარდეს და სულ გაურკვევლობა იყოს ურთიერთობაში, თუ მარტო იყო? : )

    შემომიარეთ ბლოგზე და იქ გავაგრძელოთ (ვისაც სურვილი აქვს)

    პ.ს. მადლობ იასამნისფერისთვის :))

  11. jood,
    პირიქით, მადლობა შენ საინტერესო კომენტარისთვის ^_^
    კითხვას რაც შეეხება, სწორედ ახლა მიწევს მაგ არჩევანის გაკეთება და აუცილებლად დავწერ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ : ))

    ნინუცა,
    ვაიმე, რა ჩახლართულობაა : ))) ნებისმიერ ვარიანტში, ბედნიერებას გისურვებ :*

  12. ორი წელი მიყვარდა 14–დან 16 წლამდე, ისე რომ არც კი ვიცნობდი, ჩემს უკანა ბინაში ცხოვრობდა. ჰოდა ამ ორ წელში ნერვოზი გამიჩნდა, მაგრამ ცალმხრივი სიყვარულით ვერასდროს გამოცდი ნამდვილ გრძნობას, ამას მერე მივხვდი :)

  13. მეც ეგრე მგონია. საერთოდ, ალბათ, ცალმხრივად არასოდეს შემიყვარდება. რადგან ადამაინებში ყველაზე მეტად ისევ და ისევ სიყვარულს ვაფასებ და აბა, მე თუ არ ვეყვარები, როგორ უნდა მიყვარდეს? ყველა ვარიანტში, მალე გადამივლის :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s