დაჩაგრული და უმუშევარი სტუდენტი

 

გუშინ დაწერილი პოსტის მერე იცით რა გავაკეთე? – დღეს 3 საათამდე მეძინა !!!

ჩემს თავზე ძალიან გავბრაზდი და დავსაჯე: ამ კვირის ბოლომდე facebook გავაუქმე, რომ რეჟიმში ჩავდგე.

კიდევ რაღაცის თქმა მინდა თქვენთვის: მთელი დღე გული მიგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, ამიტომ ტელეფონთან განსაკუთრებული ყურადღებით ვიყავი.

მართლაც, გაუ-ში, ლექციაზე ჯდომის დროს, გაისმა ზარი. მირეკავდნენ ერთერთი კინოთეატრიდან, სადაც რამდენიმე თვის წინ (მგონი, დეკემბერში) გავაგზავნე CV. ხვალ დამიბარეს გასაუბრებაზე და, რა თქმა უნდა, მივალ, მაგრამ უკვე რაც მითხრეს, იმის გათვალისწინებით, ალბათ, ვერ მოვახერხებ ამ ადგილზე მუშაობას.

ეჰ, არადა, რა კარგი იქნებოდა კინოსეანსებზე უფასოდ დასწრება ^_^ რა ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუდენტური სამსახურების სერიოზული დეფიციტია :(  თან ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ უნივერსტეტში არეული ცხრილი მაქვს. არ ჯობია, რომ დილით ადრე იწყებოდეს და შუადღისთვის ყველაფერი მოთავებული მქონდეს?

მოკლედ, ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ. ხვალ დაწვრილებით მოგიყვებით გასაუბრების შედეგების შესახებ. ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ ვაკანსია არის ”ბილეთების კონტროლიორი” და სამუშაო გრაფიკია – 3 დღე, 11-დან 11-მდე. მერე 1 დღე ისვენებ.

თქვენ რას მირჩევთ?

Too Lazy Lady

ვეკოს პოსტი: too busy lady :)

მეც მოგიყვებით ჩემს ორშაბათზე, რომელიც, ერთი შეხედვით ძალიან გადატვირთულია, მაგრამ მე მაინც სიცარიელის შეგრძნებას მიტოვებს.

რატომ? გეტყვით, ოღონდ ჯერ განრიგს გავეცნოთ:

11 საათზე პირველი ლექცია მეწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაგვიანება არ მინდა, 10საათზე მაინც უნდა ავდგე.

11,12,1,2 აუდიტორიიდან აუდიტორიაში და შემდეგ 2 საათიანი ”ფანჯარა”, რომელსაც, ვფიქრობდი, რომ პრაიმ ფიტნესში გავატარებდი, მაგრამ შეუძლებელია. გზა აქეთ-იქით 1 საათი, გახდა-ჩაცმა 10 წუთი მაინც და ვარჯიშის მერე გადავლებაც ხომ მინდა… მოკლედ, ვერ ვასწრებ და შესვენებას მეექვსე კორპუსის წინ, ბირჟაზე ან ”2 ლულაში” ვატარებ :)

5ზე ისევ ლექცია მაქვს, რომელიც 7მდე გრძელდება, მაგრამ მე 6-ზე მიწევს გამოსვლა და გაუ-სკენ მივსეირნობ. 7-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე იქ ვარ და მერე მოვდივარ სახლში.

საქმე კი იმაშია, რომ ეს ორშაბათის იდეალური ვარიანტია. სინამდვილეში, მე დილით გაღვიძება მეზარება, ამიტომ ვაცდენ მეტყველების კულტურას და პიარს. პირველზე, როგორც იქნა, წამოვიზლაზნები და კომპიუტერთან გადმოვეტყეპები. შიმშილი რომ შემაწუხებს, ვინმეს დავურეკავ (ძირითადად, ნუცას) და ჩავდივარ ”2 ლულაში” იმ იმედით, რომ 5-ზე მაინც შევალ საზღვარგარეთის მედიაზე, მაგრამ მერე მივდივარ მეექვსესთან და ვფიქრობ:

”ერთ საათში მაინც უნდა გამოვიდე და რა აზრი აქვს? ” – ამიტომ იმ ერთ საათს გარეთ უსაქმურობაში ვატარებ. აი, გაუ-ს ნამდვილად არ ვაცდენ. აქ, ალბათ, რამდენიმე მიზეზია :

  1. იქ ყოფნა მიყვარს
  2. სულ მახსოვს, რომ ფული მაქვს გადახდილი
  3. 5-ზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სერტიფიკატს მიიღებ და არა დიპლომს

მოკლედ, ასეა რა… არადა, ამ სემესტრში ისეთი საინტერესო საგნები მაქვს :( გული მწყდება, რომ ჩემი არეული რეჟიმის გამო დილით ვერ ვდგები…

არა, დღეს ნამდვილად ადრე დავიძინებ!!!

P.S: ისე  ჩემი CV დავაგზავნე რამდენიმე კომპანიაში და ბლოგის მისამართიც მითითებული მაქვს. ამ პოსტის მერე რამე შანსები მრჩება ნეტა?   :) :) :)

Bridget, TamTa, Carrie

 

წინა პოსტში კერიზე ვწერდი, ჰოდა ახლა, როცა კომპიუტერი ჩემი ძმის ოთახიდან ჩემს ოთახში  გადმოვიტანე და ფანჯარასთან დავდგი, ისევ ის გამახსენდა:

მართალია, ამ ფოტოზე კერი და ტექნიკა წინ არიან წასულები, თუმცა ჩემი მონიტორი ღირსეულად შეიძლება მივაკუთვნოთ sex and the city-ს პირველ სეზონს : ))

ისე კი, ეს ყველაფერი ამჟამად არაფერ შუაშია, უბრალოდ აღვნიშნე.

სულ სხვა თემაზე ვაპირებ საუბარს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბლოგერებისთვის, განსაკუთრებით კი პირადი ბლოგების ავტორებისთვის, ეს ძალიან ნაცნობი რამეა:

Diary <3

პირველი დღიურის წერა  11 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე და ჩანაწერებს ყოველდღე ვაკეთებდი. აი, მაგალითად, რა ხდებოდა 2003 წლის 5 ნოემბერს? ვნახოთ:

დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. ვაგროვებთ ათ ლარს, რომ ეთერი მასწავლებელს სუფრა გავუშალოთ დაბადების დღისთვის. 23-ში, გიორგობაზე, ხუთივე გიორგის უშლიან სუფრას. ჩვენ, გოგოებმა, მათზე და გამოჩენილ ”გიორგებზე” უნდა ვისაუბროთ.

სკოლაში ბოლო გაკვეთილები გაგვიცდა და მარიამთან წავედი. იქ გავსინჯე ”ჰოლივუდის ნამცხვარი”, კაი იყო, მაგრამ ცოტა არ მომეწონა.

მე და ქეთამ გამოვიგონეთ ენა kme ანუ ქეიემე ანუ ქეთა – კიწი, თამთა – მიმი, ელენე – ენუკა

ჰაჰა : ))) კარგი თარიღი ამირჩევია, არადა სულ არ მახსოვდა, რომ სიგარეტი პირველად 2003 წლის 5 ნოემბერს გავსინჯე და ამას ”ჰოლივუდის ნამცხვარს” ვეძახდი : )))))

smoke

კიდევ 1-2 წელი ვწერდი ასე, ყოველდღიურად… მერე უკვე სტილი შევიცვალე და როცა მართლა მქონდა რამე დასაწერი, მაშინ ვშლიდი ბლოკნოტს.

25 მაისი, 2006

მაგრად მეძინება და ცუდ ხასიათზე ვარ, ამიტომ გარეთ არ გავდივარ, სულ კლასში ვზივარ, შესვენებებზეც!

დღეს ალბათ ვერ ვნახავ პაწის, მაგრამ არაუშავს – გამოუძინებელი ვარ და, ალბათ, ცუდად გამოვიყურები.

ჩემი პაწი, ძაან საყვარელია!

წავედი ეხლა, გაკვეთილი იწყება

: ))))) ”პაწი” ერთი უფროსკლასელი ბიჭის კოდური სახელწოდებაა

: ))))) funny!


მერე უკვე ცალმხრივად კი არა, ორმხრივად შეყვარებული ჩანაწერები იწყება:

ვნისი, 2007


ინგლისურზე ცოტნემ დამირეკა და მითხრა ლევანთან მივდივარ დაჩაზე და კვირას ჩამოვალო. იმ ღამეს აღარ დაურეკავს და შაბათს, თორმეტზე დამირეკა. მერე ლევანს მივულოცე, მერე ცოტნე მელაპარაკა ისევ და მითხრა, მაგრად მომენატრე და ხვალ გნახავო

აუუ, რა სასაცილოა ეს ყველაფერი, იმას რომ ვწერ როდის დამირეკა და რა მითხრა : )) sweet, first love : ))

ჰო, ეხლაც მაქვს დღიური, თვეში ერთხელ თუ ჩავწერ ხოლმე რამეს… ცოტა ფურცელი დამრჩა და, ალბათ, მალე დავამთავრებ. მერე არა მგონია ახალი დავიწყო, ჯერჯერობით მაინც.

ისე, ზემოთ რაც დავწერე, მსგავსმა ჩანაწერებმა მაგრად გამახალისა, თუმცა ეს არ არის დღიურის ერთადერთი დადებითი თვისება.

ბოლო დღეებში ძველმა დღიურებმა სხვა სამსახურიც გამიწიეს: უბრალოდ გადავშალე და წავიკითხე, ერთ დროს როგორ ვდარდობდი რაღაცების ან ვიღაცების გამო, ახლა კი მხოლოდ მეღიმება ამ ყველაფერზე.

ასე რომ, ”ესეც გაივლის” და მხოლოდ ფურცლებზე დაწერილ ტკბილ მოგონებად დარჩება!!!

ჩემი Mr. Big

 

გუშინ პოსტს ვწერდი ”sex and the city”-ის კერიზე  და მის იდეალურ მამაკაცზე, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა იდეალური.  ვწერდი და ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად იყო, მაგრამ რატომღაც არ გამოვაქვეყნე, draft-ებში გავუშვი…

ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ რამეზე მომიწია დაფიქრება, ვიდრე აქამდე. იცით, გადავწყვიტე, გული გადამეყოლებინა და ახალი ურთიერთობა წამომეწყო: მსუბუქი, ზედმეტი ვალდებულებების და ოფიციალური წოდებების გარეშე. ბოლო მომენტში დავიხიე უკან და მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მჭირდებოდა. არ ვიცი ის ბიჭი საერთოდ თუ კითხულობს ჩემს ბლოგს, მაგრამ პირადადაც ავუხსენი, რომ გავაანალიზე:

მე ეს არ მინდა…

იმიტომ, რომ ჩემი Mr. Big სულ სხვაა და  აი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისეთივე ხანმოკლე  და უაზრო იქნებოდა, როგორც კერის ცხოვრებაში მისი სხვა “სიყვარულები”.

რა თქმა უნდა, მე ჯერ არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი ფილმივით happy end-ით დასრულდება, თუმცა ხომ შემიძლია იმედი მქონდეს ?

და უბრალოდ ვიყო იმის გვერდით, ვინც მიყვარს

და უბრალოდ ვიყოთ ბედნიერები, მე და შენ!

”ჩემი” ლექსი

 

ვერ ვიტყვი, რომ პოეზიის განსაკუთრებული მოყვარული ვარ, თუმცა ხანდახან ლექსების კითხვის ხასიათზე ვდგები…

ერთი პატარა, რუსული ლექსია ”სამყაროთ შორის”… ავტორი, ალბათ, ცნობილია, მაგრამ მე არ ვიცნობ. მხოლოდ ეს ლექსი ვიცი და მიყვარს, იმიტომ რომ, ზუსტად ისაა, რასაც ცხოვრებაში ვეძებ და ვგრძნობ…

არ ვიცი, თქვენც გაიგებთ თუ არა ისე, როგორც მე მესმის, მაგრამ იქნებ მაინც წაიკითხოთ : )

 

სამყაროთ შორის


სამყაროთ შორის, მნათობებში ერთ ვარსკვლავს ვხედავ,

მხოლოდ მას ვუხმობ დაჟინებით, ველტვი მის ციმციმს …

არა მიტომ, რომ მყვარებოდეს ის სხვებზე მეტად,

არამედ მიტომ, რომ მე სხვებთან გაძლება მიჭირს.


და თუკი გულზე შემომაწვა ეჭვები მწველი,

მე მარტოოდენ მისგან ხსნა და შვება ვიმადლე.

არა მიტომ, რომ მე იმისგან სინათლეს ველი,

არამედ, რადგან არ მჭირდება მასთან სინათლე.

ინოკენტი ანენსკი

(ვისი თარგმანია – არ ვიცი)

10 რამ, რაც მინდა/უნდა მქონდეს…

ინტერნეტსივრცესა და მოდურ ჟურნალებში დროდადრო გვაცნობენ, თუ რა არის ის 5, 10 ან 50  რამ, რაც გოგოს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიხელმძღვანელია მსგავსი სტატიების მიხედვით, თუმცა დღეს გადავწყვიტე თავად მოვიფიქრო 10 must have ნივთი და უახლოეს მომავალში შევიძინო კიდეც.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დათბა და ნელნელა ასეთი ამინდები დასტაბილურდება, საგაზაფხულო გარდერობზე ვიზრუნებ და ჩემთვის ყველაზე მთავარით, თხელი მოსაცმელით დავიწყებ:

1.

ჩემი აზრით, მსგავსი სტილის პიჯაკი იდეალურია გაზაფხულის გრილი საღამოებისათვის. თან ერთნაირად უხდება ჯინსსაც და კაბასაც : )

2.

skinny ჯინსი საგაზაფხულო პრინტებით. მე, პირადად, ძალიან მომწონს და სიამოვნებით შევიძენდი : ))

3.


მოკლე კაბა და ყვავილებიანი ქსოვილი <3 ბევრი მაქვს, თუმცა ამ სტილში არა და ძალიან მომწონს ^_^ ისე, დღეს ”მანგოში” ვიყავი და აშკარად მოდაშია ”კაბები მაღალ წელზე ჩატანებული მაისურის ეფექტით ” : )))

4.

ე.წ. კომბინიზონები. ეს გოგო კი ძალზედ გაშიშვლებულა, მაგრამ ამ ჯინსის კომბინიზონის ქვეშ მაისურს თუ ჩაიცმევთ, ნამდვილად სეზონის შესაფერისი იქნება და არ გაიყინებით. ქვედატანის სიგრძეც თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

5.

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ყვავილებიანი რაღაც-რუღაცები ძალიან მომწონს <3  ასე რომ, არც მსგავს ბალეტკებზე ვიტყოდი უარს : ))
6.

შედარებით სერიოზული სიტუაციებისა და ცუდი ამინდებისათვის ერთი წყვილი ოქსფორდებიც ”გვეგდოს”, რას გვიშლის ? : ))

7.

კორსეტის ტიპის მაისური ამ სეზონზე ჩემი აკვიატებაა <3 მართალია, მე ბრეტელების გარეშე უფრო მომწონს, თუმცა ესეც ლამაზია : ))

8.

გრძელმკლავიანი გრაფიკული მაისური – მე ყვავილების თემას ვერ გავცდი : ))

9.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი – ჩანთა. აუცილებლად, საგაზაფხულო ფერებში : ))

და რა იყოს მეათე ???

ჰმ, ვერაფერი მოვიფიქრე… იქნებ ეს ველი თქვენ შეავსოთ: რას დაამატებდით? : ))

ჩემი ფიტნესცხოვრება : )))

უკვე 2 კვირა გავიდა, რაც გლდანის პრაიმ-ფიტნესში დავიწყე სიარული. თავიდან, როგორც მჩვევია, დიდი ხალისით, თუმცა მერე უნივერსტეტში სწავლა დაიწყო და კვირაში 2ჯერ ძლივს ვახერხებ ხოლმე მისვლას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მარტო სიარული მაგრად მეზარება, არადა ჩემი და ქეთის განრიგი ყოველთვის არ ემთხვევა  და ასეთ დღეებშიც არ დავდივარ ხოლმე :(

ხოდა მივხვდი, რომ თუ ჩემნაირი ზარმაცი ადამიანი ხარ, არ გყავს საკუთარი მანქანა და გლდანიდან ძაალიან, ძალიან შორს ცხოვრობ, იქ ყოველდღე მეტროთი სიარული ძალიან მოუხერხებელია…

ჩემს აბონიმენტს 4 აპრილს გასდის ვადა. ვეცდები დარჩენილი 2 კვირა მაქსიმალურად გამოვიყენო, რომ მთლად წყალში გადაყრილიც არ გამოვიდეს ის ფული, მაგრამ შემდეგ თვეში თუ გადავწყვიტე ფიტნესცხოვრების გაგრძელება, აუცილებლად ვაკეში გადმოვინაცვლებ (თან, აქაც აქვთ რაღაც აქციები და  + აუზი) .

ისე, ეფექტს რაც შეეხება, სულ 5-6ჯერ ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობ შედეგს: ფეხის კუნთები ოდნავ უფრო გამიმაგრდა და მუცლის პრესიც შეეჩვია დატვირთვას <3

ასევე ვესტუმრე ორთქლის საუნასაც და ძალიან სასიამოვნო იყო. მართალია, თურქეთშიც  ვიყავი მსგავს საუნაში, მაგრამ მაშინ დიდად არ მომეწონა. ალბათ, იმიტომ, რომ ისედაც მცხელოდა ხოლმე და ერთი სული მქონდა გრილ წყალში ჩავმხტარიყავი.

მოკლედ, ჩემი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე თავს უფლებას მივცემ, თქვენ კი – რჩევას : )) :  გასახდომად და ფორმაში ჩასადგომად თავს უაზრო დიეტებით ნუ დაიტანჯავთ .

მიაშურეთ ფიტნესცენტრებს და იყავით თავდაჯერებულები, ხალისიანები და ლამაზები!!! :)