fitness girl

უკვე დიდი ხანია, ფიტნეს ცენტრში სიარული მინდა.

იმიტომ არა, რომ გავხდე, უბრალოდ სხეული ცოტათი მოდუნებული მაქვს და გამკვრივება ჭირდება.

დღეს, როგორც იქნა, თავი მოვაბი და პირველად ვეწვიე “prime fitness”-ს. ნუ, ამაში იმანაც შემიწყო ხელი, რომ 10 მარტამდე სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისთვის ძალიან მაგარი ფასდაკლების აქცია აქვთ: ერთთვიანი, ყოველდღიური აბონიმენტი 1დან 6 საათამდე – სულ რაღაც 50 ლარად !!!

მართალია, ეს ყველაფერი გლდანის ფილიალში ხდება, თუმცა მეტროთი 20 წუთში მიდიხარ, ანუ გზაში საშუალოდ ნახევარი საათი მჭირდება. დარწმუნებული ვარ, ვაკის ფილიალში მისასვლელადაც მეტი თუ არა, არანაკლები დრო დამჭირდებოდა (იქიდან გამომდინარე, რომ ავტობუსით ვიმგზავრებდი).

მოკლედ, დღეს მე და ქეთი გავუდექით გზას სათანადოდ აღჭურვილები. სულ რაღაც 10 წუთიანი რეგისტრაციისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თავი ამოვყავით კეთილმოწყობილ დარბაზში, სადაც 2 სართულზე უამრავი ტრენაჟორი იდგა. ინსტრუქტორმა შორენამ თითქმის ყველა მათგანი მოგვატარა, თავს ნამდვილ ფიტნესგოგონებად ვგრძნობდით : ))))

დაახლოებით 2 საათს ვვარჯიშობდით. ამის შემდეგ შეგვეძლო საუნაშიც შევსულიყავით, თუმცა საჭირო ატრიბუტიკა არ გვქონდა.

ხო, მართლა, სანამ წავიდოდი fb-ზე ვიკითხე, ბოტასები პარკით წავიღო თუ ჩაცმული წავიდე-მეთქი. ნუ, გულის სიღრმეში კი ვხვდებოდი, რომ არც ისე ეთიკური იქნებოდა ქუჩებმოვლილი ფეხსაცმლით ტრენაჟორებზე და დარბაზში ვარჯიში, მაგრამ მაინც…

ჰოდა ახლა მათთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ შეუერთდეს ამ აქციას, დავწერ თუ რა დაჭირდებათ იქ მისვლის შემთხვევაში (რომ შემდეგ ჩემსავით დილეტანტური კითხვები არ დასვან : ))

1. სპორტულები ( რა თქმა უნდა, ყველამ იცით, მაგრამ ფორმალობისთვის :  ))

2. ბოტასები ან კეტები (მაგრამ, მგონი, ბოტასები ჯობს)

3. პატარა პირსახოცი ან მანჟეტი ოფლის მოსაწმენდად. (სურვილისამებრ – იქაც გაძლევენ)

4. შლოპანცები და საცურაო კოსტუმი (საშხაპეში, საუნაში, ჯაკუზში)

5. დიდი პირსახოცი ტანის შესამშრალებლად 4 პუნქტში აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგი მოხმარებისათვის : ))) (იგივე, რაც მესამეში)

6. წყალი პატარა ბოთლით ( მე და ქეთის გვეგონა, რომ არ შეიძლებოდა წყლის დალევა ვარჯიშისას, თუმცა ინსტრუქტორმა გვითხრა, პირიქით, აუცილებელია მცირე დოზების მიღებაო)

უშუალოდ რეგისტრაციის დროს კი დაგჭირდებათ სტუდბილეთი/მოსწავლის ბარათი, რომელზეც მითითებული იქნება თარიღი (ანუ, არ უნდა იყოს ვადაგასული), ასევე პირადობის მოწმობა, 50 ლარი და + საშვის 5 ლარი.

მგონი, არაფერი გამომრჩა. შემოგვიერთდით : ))

Advertisements

8 thoughts on “fitness girl

  1. პირსახოცებს თვითონ არ გაძლევენ? ვაკის ფილიალში პატარასაც და დიდსაც იძლევიან,მაგას რა ათრევს :პ იკითხე

  2. მართალი გითხრა, არ მიკითხავს და არც თვითონ უთქვამთ რამე. ისე, გუშინ კი ვიფიქრე, რო წსით, უნდა გაძლევდნენ, მართლა ძალიან ბევრი ”სათრევი” დამიგროვდა. მანქანით რომ მივდიოდე კიდევ ჰო, მაგრამ მეტროთი.. :შ

  3. დავდიოდი , მაგრამ ზამთარში მომიწია და დამეზარა ერთი თვის მერე სიარული :)))
    თავიდან დიდი აღფრთოვანებით დავიწყე და რომ არა ზამთრის ყინვები, და დამატებითი სიარულის თავიდან აცილების აუცილებლობა, გავაგრძელებდი :ს

  4. ხოდა, ნახე რა კარგი ამინდებია ^^ ნუ, დღეს იდეალური იყო <3

  5. ვაბშეტა მაგარი რამეა, ტონუსს გმატებს და გახალისებს… თავდაჯერებული ხდები სულ რომ არაფერი..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s