ორ გოგონას, რომელთაც …

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა 2 გოგონას, ოღონდ არა იმიტომ, რომ დღეს 8 მარტია…

უბრალოდ, მადლიერების ნიშნად :)

სანდრას … რომელიც ჩემი კურსელია და მთელი ერთი წელი ინგლისურის აუდიტორიაში ჩემს წინა მერხზე იჯდა. ჩვენ, მგონი, არასოდეს გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს, მხოლოდ ვესალმებოდით და მერე, ლექციებზე მე ხშირად ვუყურებდი ხოლმე მის ნაწნავს და ვფიქრობდი, რომ ამ ჩუმ, მორიდებულ გოგონას ძალიან ლამაზი სახელი ქვია.

ეს იყო პირველ კურსზე. ამ რამდენიმე კვირის წინ კი, მე მისგან ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელი მესიჯი მივიღე. უბრალოდ რამდენიმე სიტყვა, რომელიც იცი, რომ გულწრფელადაა ნათქვამი და არასოდეს, არასოდეს დაგავიწყდება!

ნატას… რომელიც პიარ სკოლის ჯგუფელი და ”ანონიმი” ბლოგერია (თუმცა მე ის მაინც ვიპოვე :  ))). მახსოვს, პირველი ლექციის შემდეგ სახლისკენ ფეხით წამოვედი, ის რამდენიმე ნაბიჯით მისწრებდა. რომ დამინახა, გაჩერდა და დამელოდა. ატენის შესახვევამდე ერთად ჩამოვედით, ცოტა ხანს ვისაუბრეთ და ჩვენ ჩვენი გზით წავედით. რამდეიმე დღის შემდეგ ნატასგანაც მივიღე სასიამოვნო მესიჯი, შეუმჩნევია Radiohead რომ მიყვარს და მათი ალბომების კრებული მაჩუქა <3

ჩემგან კი ეს პოსტი მათ – არა მოვალეობის მოხდის მიზნით და არც იმიტომ, რომ თავს დავალებულად ვგრძნობ… უბრალოდ, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად : )

Advertisements

6 thoughts on “ორ გოგონას, რომელთაც …

  1. როგორ სასიამოვნოდ გამაოცე თამთ, რა მაგარია პოსტს რომ კითხულობ და უცებ შენზეა : ) სანდრას მეც ხშირად ვაკვირდებოდი, საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ისეთ განსხვავებული და რაღაცნაირად, საყვარელი გოგოა, რომ შეუმჩნეველი არ რჩება : )

  2. რაღაც სასიამოვნო იყო..
    p.s. დაკვრივებიხარ სანდრას რა ლამაზი ხელის თითები აქვს.. და ულამაზესად ხატავს.

    მგონი სწორად მივხვდი, მეეჭვება ჩვენ კურსზე 2 სანდრა იყოს თან ეგეთი მშვიდი: )

    • არა, თითებზე ნამდვილად არ დავკვირვებივარ და არც ის ვიცოდი თუ ხატავდა : ) სანდრა სულაძეზე ვწერ მე :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s