ერთი მოვკლათ თუ სამი?

წარმოიდგინეთ, რომ ხართ მაღაროში და მართავთ რკინის უზარმაზარ ურიკას, რომელიც ლიანდაგებზე მოძრაობს. მიდიხართ ასე, მიუყვებით ლიანდაგს, რომელსიც სადღაც ორად იყოფა. როცა მიუახლოვდებით გზაგასაყარს, ხედავთ რომ აღებული გეზით ურიკა აუცილებლად დაეჯახება 3 კაცს, რომლებიც თქვენგან ზურგით დგანან და არანაირი შანსი არ გაქვთ, რომ საფრთხის შესახებ გააფრთხილოთ, არც დამუხრუჭება შეგიძლიათ –  ერთადერთი გამოსავალი მეორე ლიანდაგზე გადასვლაა, სადაც ასევე დგას კაცი, ოღონდ ერთი. მაშ ასე, როგორ მოიქცევით?” – გვკითხა დღეს ლექტორმა და ატყდა ერთი ამბავი, თუმცა საბოლოოდ უმრავლესობა შეთანხმდა, რომ სამი კაცის მოკვლას ერთი კაცის მოკვლა ჯობს…

მე არ ვეთანხმები მათ, ეს ლექციაზეც აღვნიშნე, თუმცა ბოლომდე დასაბუთების საშუალება არ მომეცა და ამიტომ მინდა, აქ განვავრცო. ოღონდ არა იმიტომ, რომ მოწოდებით მკვლელი ვარ და რაც მეტი მსხვერპლი მეყოლება, მით უფრო კმაყოფილი ვიქნები…

”ერთი კაცის მოკვლა ცოდვაა, უფრო მეტის კი უკვე სტატისტიკაო” არ ვიცი ვინ თქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვეთანხმები. რა თქმა უნდა, როცა არჩევანი ”ცუდსა” და ”უარესს” შორის უნდა გააკეთო, ირჩევ ”ცუდს”, თუმცა როგორ შეიძლება გადაწყვიტო, რომ მოკლა ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მარტო აღმოჩნდა ლიანდაგზე? ვინ იცის, იქნებ ის ერთი კაცი იმ სამს ერთად აღებულს ჯობს? ან იქნებ, არც, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მთავარი, ჩემთვის ისაა, რომ ეს კაცი თავიდანვე სიცოცხლის ლიანდაგზე დადგა, ხოლო ის სამნი კი -სიკვდილისაზე, რომელზეც მე თავიდანვე, უნებლიედ შევაყენე მკვლელი ურიკა და როგორ უნდა მომიბრუნდეს ხელი მის გადართვაზე? როგორ უნდა მოვკლა ადამიანი ”პრაქტიკულობით” და არითმეტიკული გამოანგარიშებით?

შეიძლება ეს ჩემს გაუბედაობაზე მეტყველებს, რომ მე ასე თუ ისე თავიდან ვიცილებ პასუხისმგებლობას და ”უბედური შემთხვევის” მიზეზით სამ კაცს ვწირავ, თუმცა ასე მირჩევნია, ვიდრე ერთი მოვკლა და შეგნებულად…

სხვათა შორის, ამ ხალხმა, რომლებმაც ლიანდაგზე მდგომ ერთ კაცს სასიკვდილო განაჩენი ”გამოუტანეს” მეორე სიტუაციაში, რომელიც, ჩემი აზრით, ანალოგიური იყო, სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

დგახართ მაღაროში და უყურებთ, როგორ მიდის რკინის უზარმაზარი ურიკა ლიანდაგზე ზურგშექცევით მდგომი 3 კაცისაკენ. ურიკის შეჩერება მხოლოდ მის ბორბლებში მძიმე საგნის ჩაგდებითაა შესაძლებელი. თქვენ კი გვერდით ზორბა კაცი გიდგათ – ერთი ხელის კვრა და თქვენ 3 ადამიანის სიცოცხლეს იხსნით ერთის ფასად” – აქ (თითქმის) ყველამ გამოაცხადა, რომ ასე ვერ მოიქცეოდნენ. ჰოდა, გეკითხებით, რა დააშავა იმ საწყალმა კაცმა, რომელიც ძალაუნებურად სწორ ლიანდაგზე დადგა???

Advertisements

10 thoughts on “ერთი მოვკლათ თუ სამი?

  1. cruella says:

    au adamianis uflebebis filosofiis leqciaze zustad am sakitxs ganvixilavdit da leqtorma ramdenime leqciis mere am sakitxze saboloo pasuxs gaigebto :)))) da shegatyobineb konstitucia ris uflebas adzlevs eset dros adamians :D

  2. აუ, ისე ეხლა აღვშფოთდი, ესააა პირდაპირი ხელშეწყობა, ფსიქოლოგიურად მომზადება მკვლელობის ჩადენისაკენ, – ჩვენ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის უფლებაც კი არ გვაქვს არათუ სხვისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისა.

  3. ზუსტად არ მახსოვს, რა კონტექსტში დასვა ეს კითხვა. ალბათ, ჟურნალისტიკასთან ავლებდა პარალელს ))
    ნათია, კონსტიტუციურად არ ვიცი, მაგრამ მორალურად არა მგონია ამ კითხვაზე ჭეშმარიტი და სწორი პასუხი არსებობდეს ))

  4. cruella says:

    getanxmebi. konstituciuradac dzneli satqmelia inidividi mtavar girebulebad miichneva da imitom. mokled gadaoba iyo 2 saati amas ganvixilavdit dges shemovedi da aqac es damxvda :)))))

  5. cruella says:

    individis sicocxle isetive girebulebaa rogorc 3is an meti adamianis ertad magram gardauvali archevanis shemtxvevashi ra aris gamartlebuli eg kidev sakitxavia ese advilad pasuxis gacema dzalian dznelia. mokled kai dasafiqrebeli sakitxia da postic momewona :D

  6. მადლობა )) მოკლედ, ჯობს იმის იმედზე ვიყოთ, რომ არასოდეს მოვხვდებით ესეთ სიტუაციაში )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s