ბიჭი, რომელსაც ყოველთვის უნდა ვყვარებოდი (?)

არიან ადამიანები, რომლებიც ”მეორეხარისხოვან”, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში.

იყო (და არის) ერთი ძალიან კარგი ბიჭი, რომელსაც ვუყვარდი, თანაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. უნდა ვაღიარო, მე მაგდენ ხანს არასოდეს არავინ მყვარებია. იმიტომ არა, რომ არ შემიძლია, უბრალოდ ესე მოხდა.

დღეს რომ ვიხსენებ, მე არც ერთი სხვა თაყვანისმცემლისგან არ მიგრძნია ასეთი სიყვარული და პატივისცემა, თუმცა ეს არ იყო ჩემთვის ” საკმარისი” და ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობდით.

ხანდახან, როდესაც მას თითქოს იმედი მიეცემოდა და გადაუხვევდა ხოლმე ”მეგობრული გზიდან”, მე პირდაპირ და მკაცრად  ვეუბნებოდი, რომ სხვა ურთიერთობა ჩვენ შორის გამორიცხული იყო და ბლაბლაბლა…

მერე სხვა გოგო გაიცნო და იქ დამთავრდა ჩვენი მეგობრობაც. თავიდან ძალიან ვბრაზობდი, როგორ მატყუებდა, მეგობრობას მეფიცებოდა და როგორც კი ვიღაც შეუყვარდა, საერთოდ დამივიწყა-მეთქი. მერე კი მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ეგოისტობით მომდიოდა.

ალბათ, მივეჩვიე იმ აზრს, რომ მას სულ უნდა ვყვარებოდი, მე კი ეს მცოდნოდა და გამუდმებით შემეხსენებინა მისთვის, რომ იმედი არ უნდა ჰქონოდა.

ნუთუ ეს სიამოვნებას მანიჭებდა? თქვენც გქონიათ მსგავსი განცდა თუ მხოლოდ მე ვარ ასეთი ცუდი?

თუმცა, ძალიან ცუდიც არ ვარ, იმიტომ რომ, მალევე მოვეგე გონს და თავიდან ამოვიგდე ისეთი ფიქრები, როგორებიცაა ”მივწერ და თავს შევახსენებ”, ”დარწმუნებული ვარ, ინიციატივა რომ გამოვიჩინო, მე დამიბრუნდება” … ვაიმე, ვაიმე :|

არაუშავს! მთავარია, რომ ახლა მას გვერდით საყვარელი ადამიანი და პატარა შვილი ჰყავს და, დარწმუნებული ვარ, ბედნიერია. იმსახურებს… იმიტომ, რომ ერთერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია : )

Advertisements

10 thoughts on “ბიჭი, რომელსაც ყოველთვის უნდა ვყვარებოდი (?)

  1. მარტო შენ არა. ყველა ქალი ეგეთია. უბრალოდ მიეჩვიე და ეგ იყო ^^ და რომ დაენებებინა იმ გოგოსთვის თავი სულ ცოტა ხანში შენ ისევ მეგობრობას შესტავაზებდი და ფაქტირუად მომავალს დაუნგრევდი.
    საბედნიეროდ შენ მალე მიხვდი, რომ არასწორი იყო შენი ფიქრები და ზოგი მაგას ვერც ხვდება. ასე, რომა რ ხარ ცუდი, უბრალოდ ქალი ხარ <3

  2. ჩვეულებრივი შემთხვევაა, არაფერი გასაკვირი. ალბათ უმრავლესობა შენსავით იფიქრებდა, მაგრამ მე მაინც არასოდეს მინდა ისეთ ვინმეს ვუყვარდე, რომელთანაც სხვა ურთიერთობა არასოდეს მექნება.

    • სინამდვილეში, არც მე მინდა… მხოლოდ ერთი ადამიანი მინდა, ორმხრივი გრძნობებისათვის )))))))))

  3. ჩემი აზრით, იგი სულაც არ იყო “მეორეხარისხოვანი”. ადამიანი, რომელზე ფიქრიც, შესაძლებლია თვეები გაგყვა, ადამიანი, რომელიც შენში უზოდოდ კარგ ემოციებს აღძრავდა და საბოლოოდ ადამიანი, რომელიც “დედოფლად” გაგრძნობინებდა თავს, არ შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს.
    ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმე. დანამდვილებით ვიცი, რას გრძნობდი მაშინ, როდესაც სხვა გოგონა შეუყვარდა. რადაგანც ზუსტად ასე ვიყავი, ზუუუუსტად.

  4. ”მეორეხარისხოვანი” ვუწოდე, რადგან ის უბრალოდ ”ფონად” გასდევდა ჩემს ცხოვრებას რამდენიმე წლის მანძილზე… ახლა, დიდი ხნის მერე კი ვიფიქრე, რომ თუ შევიყვარებდი, ბედნიერი ვიქნებოდი მის გვერდით, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა და არც ვნანობ.

    დარწმუნებული ვარ, არც ის : ))))))))

  5. კი, მაგრამ თუ ამბობ, რომ ერთად ყოფნის შემთხვევაში ბედნიერები იქნებოდით და ბოლოს ამატებ, რომ არ ნანობ გადაწყვეტილებას, ცოტა ურთიერთგამომრიცხავი არ გამოდის?
    მართლა მაინტერესებს. ))

    • მე ვამბობ, რომ ბედნიერი ვიქნებოდი თუ შემიყვარდებოდა. მაგრამ ხომ შემეძლო, მარტო იმიტომ, რომ მას ასე ვუყვარდი ვყოფილიყავი მის გვერდით? ხოდა, მაგას არ ვნანობ, რა : ))

  6. აჰმ… როოოოგორ მესმის ეს… : ))) კი მეც მქონია ანალოგიური შემთხვევა 6 წლის წინ მგონი… და დღემდე ვეგოისტობ, არადა თითქმის კონტაქტიც აღარ გვაქ , მაგრამ – როგორ გაბედა და ისევ ჩემზე არ ურტყამს კედელს თავს – ისევ მაწუხებს ხოლმე : ))) არადა მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი და დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება მეყვარება და მის გარდა არავინ არ მინდა არც თავისი სყვარულით და არც არაფრით.. უბრალოდ ეს ქალური ეგოიზმია.. მგონი : )))

    • ნამდვილად ეგოიზმია და სხვა არაფერი, თუმცა ახლა მართლა გამინელდა ეგ უკანასკნელიც. გამინელდა კი არა, საერთოდ გამიქრა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ”კაი ტიპი” გამოვჩნდე, მართლა ესეა :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s