ჩემი სოცმედია : ))

მიყვარს ჩემი ბლოგი და ძალიან ბევრს ვფიქრობ მასზე : )) გული მწყდება, რომ ძველ პოსტებს ვმალავ. ისინიც ხომ ჩემი ბლოგერული მოღვაწეობის ნაწილები არიან, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი <3 მოკლედ, ერთ დღეს, ალბათ, ყველას გადმოვიტან აქ (იმედია, ეს ტექნიკურად შესაძლებელია).



დღეს პიარ სკოლაში დოდკას ბოლო ლექცია გვქონდა და ბევრი ახალი რამ ვისწავლე სოციალურ მედიასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, facebook-ზე შევქმენი ჩემი ბლოგის fan page <3 და თუ გვკითხულობთ, დაგვალაიქეთ კიდეც )) კიდევ დავრეგისტრირდი ტვიტერზე და გავაკეთე Gmail-ი.

უშუალოდ ბლოგს რაც შეეხება, ვიფიქრე, რომ სტატებს google analytics-ის საშუალებით მაინც გავაკონტროლებდი, მაგრამ არ გამომდის :( ერთადერთი გამოსავალი, თურმე სერვერის შეცვლაა და მე დიდი დილემის წინაშე ვდგავარ, რადგან ამ სერვერზე უფასოდ ვარ შეხიზნული და თვეში 7 ლარს ვზოგავ : ))

ნელნელა კიდევ გავერკვევი და დავხვეწავ ყველაფერს. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ასაკისა და გამოცდილების  მატებასთან ერთად უფრო კარგი ბლოგერი გავხდები, რაც ახლა უკვე ნამდვილად არის ჩემი სურვილი და მიზანი.

ასე რომ, თუ გაქვთ რაიმე შენიშვნები, რჩევები LiLaC.ge-სთან დაკავშირებით, ყურადღებით გისმენთ :)

Advertisements

4 thoughts on “ჩემი სოცმედია : ))

  1. ძველ პოსტებს მაშინ გადმოიტან, როცა შენთვის უკვე აზრი აღარ ექნება და როგორ გგონია, მერე ჩვენ დაგვაინტერესებს? (ნუ, ჩემზე არ ვამბობ, ისედაც ყველა წაკითხული მაქვს :დ )

  2. მე, მაგალითად, ბლოგი როცა მომწონს, აუცილებლად ვკითხულობ ხოლმე წლების წინანდელ არქივებს (თუ აქვს), აქედან გამომდინარე, ალბათ, ცემსასაც წაიკითხავენ, ვინც არ იცოდა იასამნისფერი ბლოგის შესახებ და თანაც, რატომ უნდა ”დაიკარგოს” 2 წლის ნაღვაწ-ნაჯაფარი? :D :D

  3. ფან ფეიჯი აქამდე არ გქონდა? :ო კი არა და რატომ არ გქონდა? ან ტვიტერზე რატომ არ იყავი? gmaili_ც კარგია, გამოგადგება.

    მოკლედ, იზრდები ამ სოციალურ მედიაში და ვითარდები რა <3

    წარმატებები

    • ჰუჰუ, მადლობა :* რატომ არ მქონდა და ზედმეტ მატრაბაზობად ვთვლიდი, მაგრამ გუშინ მივხვდი, რომ საჭირო და აუცილებელია ))
      ტვიტერს რაც შეეხება, კი ვიყავი, მაგრამ გუშინ ახალი user დავარეგისტრირე ა ძველი გავაუქმე. ისე, ტვიტერის აქტიური მომხმარებელი არც ახლა გავხდები, იმიტომ რომ მანდ ქართულის სტატუსებსი წერას აზრი არ აქვს და მსოფლიოსთვის კიდევ ჯერჯერობით არაფერი მაქვს სათქმელი : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s