მოკლე ექსკურსი ჩემი ვარცხნილობების გარშემო

 

ეს თემა ჩემი მეგობრებისთვის უკვე სახუმაროდ იქცა, მაგრამ რა ვქნა – მიყვარს თმაზე ექსპერიმენტების ჩატარება.

სანამ ახალ გეგმებზე დავწერდე, მოდით, თვალი გადავავლოთ, რა გამოიარა ჩემმა თმამ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, ანუ პირველი შეღებვიდან დღემდე:

natural colour

აი, ასეთი თმა მაქვს ბუნებრივად: წაბლისფერი, სქელი და ხვეული.

შემდეგ შევიღებე სპილენძისფრად (ზუსტად არ ვიცი, რა ფერია, ამიტომ სპილენძად მოვნათლავ : ))

new colour

მეორედ ცოტა უფრო გავიღიავე, მაგრამ დიდი განსხვავება არ იყო.

hair

მესამედ შეღებვაზე, ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგი მივიღე. თან მაგ დროისთვის თმაც გამეზარდა და აი, ასეთი ოქროსფერი ”დალალები” მქონდა:

Gold

ცოტა ხანში, გადავწყვიტე, ყველაზე თამამი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: თმა შევიჭერი და წითლად შევიღებე მგონი, მომიხდა ^_^

readhead

ბოლოს, სულ მოკლედ შევიჭერი და მუქ წაბლისფრად გადავიღებე:

short

მოკლედ, ახლა ასე გამოვიყურები. მართალია, ფოტოზე კარგად არ ჩანს ფერი, მაგრამ არაუშავს, სულ მალე მაინც სხვანაირი ვიქნები ^_^

Advertisements

5 thoughts on “მოკლე ექსკურსი ჩემი ვარცხნილობების გარშემო

  1. ასე რადიკალური ცვლილებები არასოდეს მიცდია ჩემს თმაზე, თუმცა რამდენჯერმე კი შემირებავს.

  2. რა კარგია, რომ ექსპერიმენტების არ გეშინია. თმაზე ვერაფერს ვრისკავ, ჩოლკის შეჭრაც კი პრობლემად ვაქციე… ვათვალიერებ შენს ფოტოებს და ძალიან მომწონს შენი ვარცხნილობები თავის ფერებიანად :)

  3. გეთანხმები ^_^ თუმცა, სანამ მაგას დავიბრუნებდე რამდენიმე საფეხური უნდა გავიარო.
    გოგონებო, ნუ გეშინიათ ექსპერიმენტების, იცით რა სახალისოა? : ))
    ჩემს ბუნებრივ თმას რაც შეეხება, მართლა კარგი ფერი მქონდა, მზეზე განსაკუთრებით, მაგრამ 17 წელი ვატარე და ომბეზრდა. როცა მომენატრება, აუცილებლად დავიბრუნებ ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s