ჩემი სტუდენტური გამოცდილება

ჩემი ძმა აბიტურიენტია და ამ დღეებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია უნდა გაიაროს. არ ვიცი, სხვა აბიტურიენტები კითხულობენ თუ არა ჩემს ბლოგს, მაგრამ მინდა, რომ ჩემი გამოცდილება გავუზიარო, სანამ მომავალ სასწავლებელს აირჩევდნენ.

ჩემი ორივე ბებია თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში სწავლობდა და ბავშვობიდან ჩამინერგეს მისი სიყვარული, თან ტერიტორიული სიახლოვის გამო, პირველი კორპუსის ეზოშიც ხშირად მასეირნებდნენ და, მოკლედ, პატარაობიდანვე მიზნად მექცა იქ ჩაბარება.

ჟურნალისტობაც ბავშვობაში გადავწყვიტე. ახლა კი ვხვდები, თუ ქართულის თემებს კარგად წერ და ლექსებსაც ახლაფორთებ ხოლმე, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჟურნალისტი უნდა გამოხვიდე. თუმცა, რატომ გავუსწროთ მოვლენებს?

2 წლის წინ მე ყური არ ვუგდე არავის რჩევას და დავიწყე დიდი ხნის ოცნების განხორციელება… წარმატებით! მართალია, პირველ კორპუსში რემონტი დამხვდა, მაგრამ გული არ გავიტეხე  და  მისი ეზო  საფუძვლიანად ავითვისე.

კარგით, ვაღიარებ – უკანასკნელი წლინახევრის განმავლობაში  არ ვიდექი მოწოდების სიმაღლეზე, ჟურნალისტობაზეც გული ავიცრუე და უკვდავი ფრაზა ”ამ სემესტრიდან სწავლას ვიწყებ” ცარიელ ფრაზადვე დავტოვე, მაგრამ ყველაფერსაც მე ნუ დამაბრალებთ.

უნივერსტეტს ნამდვილად აღარაფერი აქვს საერთო იმ ”ცოდნის ტაძართან” ბებიაჩემს რომ ახსოვს (სხვათა შორის, ყოველ დილით მაბარებს ”მოკითხვას” პირველი კორპუსის კედლებთან და მთხოვს, მისი სახელი ვახსენო ხოლმე : ))

ჩემს მეგობრებს და კურსელებს არაერთხელ დაუწერიათ ამ თემაზე (მათ შორის, განსაკუთრებულ რეკომენდაციას ლაშა ქავთარაძეს გავუწევ : )), ამიტომ აღარ დავწვრილმანდები და აღარ ჩამოვთვლი იმ პრობლემებს, რაც უნივერსტეტშია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დღეს, ერთერთ ლექციაზე, რომელსაც დაახლოებით 30 სტუდენტი ვესწრებოდით მაქსიმუმ 12 კვადარტულიან ”აუდიტორიაში”, სიმწრისგან თავში ხელი შემოვირტყი, ოღონდ მართლა…

ჰოდა, ძვირფასო აბიტურიენტებო, სანამ თქვენც ჩემს დღეში აღმოჩნდებით, კარგად დაფიქრდით… იქნებ ეს ის შემთხვევაა, როცა უნივერსტეტზე მეტად სხვის შეცდომებზე სწავლა ღირს?!…

Advertisements

5 thoughts on “ჩემი სტუდენტური გამოცდილება

  1. ეგრე ვირტყამდი ზუსტად ოთხი წელი ხელებს. უნივერსიტეტი იყო პირველი ოცნება, რომელიც ამიხდა და ნეტავი არ ამხდომოდა :) :)

  2. ცოტა ხნის წინ, მეც ვწყევლიდი იმ დღეს, როცა მაღლივში პირველად შევდგი ფეხი, მაგრამ ახლა რაღაც უკეთესად მეჩვენება ყველაფერი… არ ვიცი შევეჩვიე, თუ მართლა რამე გამოსწორდა..

    • იცი რა არის? მართალია, აქ გაცნობილი ბავშვები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ და რამდენიმე ლექტორი ნამდვილად ღირდა თსუ-ში ჩაბარებად, მაგრამ თვითონ სისტემა იმდენად მოუწესრიგებელია და ადმინისტრაციაც ისე ზერელედ ეკიდება სტუდენტების პრობლემებს, რომ ყველაფრის სურვილი დაგეკარგება ადამიანს..

  3. და სტუდენტებიც ფეხზე დგანან ხოლმე, მიკროფონი არ მუშაობს. და მეტი არაფერი შემიმჩნევია ჯერჯერობით. მაგრამ მე მაინც მიყვარს <3

  4. ალბათ, მეც მიყვარსსავით, მაგრამ, ვისურვებდი, უკეთესობისკენ შეცვლილიყო :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s