ჩემი ფიტნესცხოვრება : )))

უკვე 2 კვირა გავიდა, რაც გლდანის პრაიმ-ფიტნესში დავიწყე სიარული. თავიდან, როგორც მჩვევია, დიდი ხალისით, თუმცა მერე უნივერსტეტში სწავლა დაიწყო და კვირაში 2ჯერ ძლივს ვახერხებ ხოლმე მისვლას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მარტო სიარული მაგრად მეზარება, არადა ჩემი და ქეთის განრიგი ყოველთვის არ ემთხვევა  და ასეთ დღეებშიც არ დავდივარ ხოლმე :(

ხოდა მივხვდი, რომ თუ ჩემნაირი ზარმაცი ადამიანი ხარ, არ გყავს საკუთარი მანქანა და გლდანიდან ძაალიან, ძალიან შორს ცხოვრობ, იქ ყოველდღე მეტროთი სიარული ძალიან მოუხერხებელია…

ჩემს აბონიმენტს 4 აპრილს გასდის ვადა. ვეცდები დარჩენილი 2 კვირა მაქსიმალურად გამოვიყენო, რომ მთლად წყალში გადაყრილიც არ გამოვიდეს ის ფული, მაგრამ შემდეგ თვეში თუ გადავწყვიტე ფიტნესცხოვრების გაგრძელება, აუცილებლად ვაკეში გადმოვინაცვლებ (თან, აქაც აქვთ რაღაც აქციები და  + აუზი) .

ისე, ეფექტს რაც შეეხება, სულ 5-6ჯერ ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობ შედეგს: ფეხის კუნთები ოდნავ უფრო გამიმაგრდა და მუცლის პრესიც შეეჩვია დატვირთვას <3

ასევე ვესტუმრე ორთქლის საუნასაც და ძალიან სასიამოვნო იყო. მართალია, თურქეთშიც  ვიყავი მსგავს საუნაში, მაგრამ მაშინ დიდად არ მომეწონა. ალბათ, იმიტომ, რომ ისედაც მცხელოდა ხოლმე და ერთი სული მქონდა გრილ წყალში ჩავმხტარიყავი.

მოკლედ, ჩემი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე თავს უფლებას მივცემ, თქვენ კი – რჩევას : )) :  გასახდომად და ფორმაში ჩასადგომად თავს უაზრო დიეტებით ნუ დაიტანჯავთ .

მიაშურეთ ფიტნესცენტრებს და იყავით თავდაჯერებულები, ხალისიანები და ლამაზები!!! :)

Advertisements

8 thoughts on “ჩემი ფიტნესცხოვრება : )))

  1. თუ შეძლებ არ გაანებო. შედეგი ყოველთვის ცოტა ხნის მერე მოდის და თან ისე, რომ არ ელი და ვერ ატყობ. მე სამი თვეა უკვე ვვარჯიშობ და პირვლეი ორი თვე თითქმის ვერ ვამჩნევდი შედეგს და მერე ერთ თვეში ეგრევე დამეტყო ვარჯიში :)

  2. არც ვაპირებ დანებებას. პირიქით, ცურვაც კი მინდა, რომ დავამატო. ფიზიკურ შედეგს რომ თავი დავანებოთ, არაჩვეულებრივი გასართობია : )) ერთადერთი რაც ეხლა ხელს მიშლის, ადგილმდებარეობაა, მაგრამ მაგას ეშველება :) მადლობა რჩევისტვის, წარმატებები :*

  3. ვარჯიშის არც დრო მაქვს და არც – ნერვები.

    ეხლა გამოზაფხულდა და ბუნებრივად ცოტა საჭმელი მინდება, მუცელიც თავისით დგება ნორმაში

    ჯერ-ჯერობით მყოფნის და როცა დამჭირდება დანარჩენებსაც დავამატებ

    • ჰო, რომ ვთქვა ჩემთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს-მეთქი, არა, მაგრამ არც ზედმეტია : )))
      ისე, ვეკო, შენ ჩემს ბლოგზე 333-ე კომენტარი დატოვე, დადადადააამ! : ))

  4. არადა, გლდანის ფილიალში ისეთი მაგარი აქციებია <3 მაგრამ, ადგილმდებარეობას ეგ აქციებიც ვერ შველის, ძალიან მოუხერხებელია ჩემგან სასიარულოდ :(

  5. ჰო, ასევე ჩემთვისაც :( ისე, ვაკეში თუ გადაწყვეტ, ერთად ვიაროთ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s