10 რამ, რაც მინდა/უნდა მქონდეს…

ინტერნეტსივრცესა და მოდურ ჟურნალებში დროდადრო გვაცნობენ, თუ რა არის ის 5, 10 ან 50  რამ, რაც გოგოს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიხელმძღვანელია მსგავსი სტატიების მიხედვით, თუმცა დღეს გადავწყვიტე თავად მოვიფიქრო 10 must have ნივთი და უახლოეს მომავალში შევიძინო კიდეც.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დათბა და ნელნელა ასეთი ამინდები დასტაბილურდება, საგაზაფხულო გარდერობზე ვიზრუნებ და ჩემთვის ყველაზე მთავარით, თხელი მოსაცმელით დავიწყებ:

1.

ჩემი აზრით, მსგავსი სტილის პიჯაკი იდეალურია გაზაფხულის გრილი საღამოებისათვის. თან ერთნაირად უხდება ჯინსსაც და კაბასაც : )

2.

skinny ჯინსი საგაზაფხულო პრინტებით. მე, პირადად, ძალიან მომწონს და სიამოვნებით შევიძენდი : ))

3.


მოკლე კაბა და ყვავილებიანი ქსოვილი <3 ბევრი მაქვს, თუმცა ამ სტილში არა და ძალიან მომწონს ^_^ ისე, დღეს ”მანგოში” ვიყავი და აშკარად მოდაშია ”კაბები მაღალ წელზე ჩატანებული მაისურის ეფექტით ” : )))

4.

ე.წ. კომბინიზონები. ეს გოგო კი ძალზედ გაშიშვლებულა, მაგრამ ამ ჯინსის კომბინიზონის ქვეშ მაისურს თუ ჩაიცმევთ, ნამდვილად სეზონის შესაფერისი იქნება და არ გაიყინებით. ქვედატანის სიგრძეც თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

5.

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ყვავილებიანი რაღაც-რუღაცები ძალიან მომწონს <3  ასე რომ, არც მსგავს ბალეტკებზე ვიტყოდი უარს : ))
6.

შედარებით სერიოზული სიტუაციებისა და ცუდი ამინდებისათვის ერთი წყვილი ოქსფორდებიც ”გვეგდოს”, რას გვიშლის ? : ))

7.

კორსეტის ტიპის მაისური ამ სეზონზე ჩემი აკვიატებაა <3 მართალია, მე ბრეტელების გარეშე უფრო მომწონს, თუმცა ესეც ლამაზია : ))

8.

გრძელმკლავიანი გრაფიკული მაისური – მე ყვავილების თემას ვერ გავცდი : ))

9.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი – ჩანთა. აუცილებლად, საგაზაფხულო ფერებში : ))

და რა იყოს მეათე ???

ჰმ, ვერაფერი მოვიფიქრე… იქნებ ეს ველი თქვენ შეავსოთ: რას დაამატებდით? : ))

Advertisements

16 thoughts on “10 რამ, რაც მინდა/უნდა მქონდეს…

  1. ნეტავ როდის უნდა დავიწყო ამ თემაზე ფიქრი? არადა აშკარად ბევრი რამე მაქვს საყიდელი…

  2. სათვალე სად გინახავს ჩემზე. : )))
    ისე, მარი, მე კი ვფიქრობ, მაგრამ ვინ მაფინანსებს? : ))))

  3. ეს ბოლო ჩანთა ჩემ ვიშ ლისტშიც გდია აგერ უკვე რამდენი ხანია :დ თუ გამოიწერ ერთი ჩემთვისაც დაამატე : )) ოღონდ მართლა

  4. მართალია – ქამარი : )) საერთოდ, არ ვიყენებ, თუმცა აუცილებელია და შევიტან სიაში ))
    კაი, ვეკო, თუ დავაპირე, გეტყვი ))

  5. 3.5.8… თითქმის ასეთი მაქვს სამივე.
    მშვენიერი გემოვნება გაქვს.
    მაგ ჩანთაზე არც მე ვიტყოდი უარს. ^^

  6. ამ ჩანთამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, შეგვიძლია ძალიან დიდი პარტია გამოვიწეროთ : )))))

  7. ისე, ამ ბლოგს ძალიან მოუხდებოდა..
    სტილი და ფერი თითქმის იგივეა..
    თუ სადმე შემხვდა, აუცილებლად ვიყიდი.. ^^

    • პრინციპში, ჩანთაც აქსესუარია… თან, ქამარი მართლა არ გამაჩნია და უნდა ვიყიდო აუცილებლად :) გავხდი და მძვრება ყველაფერი : ((

    • პაწაწუნა შემოსავალიც შემოსავალია. აბა მე რაღა ვთქვა? :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s