”ჩემი” ლექსი

 

ვერ ვიტყვი, რომ პოეზიის განსაკუთრებული მოყვარული ვარ, თუმცა ხანდახან ლექსების კითხვის ხასიათზე ვდგები…

ერთი პატარა, რუსული ლექსია ”სამყაროთ შორის”… ავტორი, ალბათ, ცნობილია, მაგრამ მე არ ვიცნობ. მხოლოდ ეს ლექსი ვიცი და მიყვარს, იმიტომ რომ, ზუსტად ისაა, რასაც ცხოვრებაში ვეძებ და ვგრძნობ…

არ ვიცი, თქვენც გაიგებთ თუ არა ისე, როგორც მე მესმის, მაგრამ იქნებ მაინც წაიკითხოთ : )

 

სამყაროთ შორის


სამყაროთ შორის, მნათობებში ერთ ვარსკვლავს ვხედავ,

მხოლოდ მას ვუხმობ დაჟინებით, ველტვი მის ციმციმს …

არა მიტომ, რომ მყვარებოდეს ის სხვებზე მეტად,

არამედ მიტომ, რომ მე სხვებთან გაძლება მიჭირს.


და თუკი გულზე შემომაწვა ეჭვები მწველი,

მე მარტოოდენ მისგან ხსნა და შვება ვიმადლე.

არა მიტომ, რომ მე იმისგან სინათლეს ველი,

არამედ, რადგან არ მჭირდება მასთან სინათლე.

ინოკენტი ანენსკი

(ვისი თარგმანია – არ ვიცი)

Advertisements

5 thoughts on “”ჩემი” ლექსი

  1. ძალიან მეცნო შინაარსი, თუმცა ვერ ვიხსენებ სად მაქვს წაკითხული, რადგან რუსული პოეზია საერთოდ რა არის არ ვიცი მე..
    ისე, კარგია, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა თარგმნა.. ^^

  2. წაიკითხე რუსულადაც? მე მომწონს თარგმანი, მგონი, ორიგინალზე მეტადაც კი :$

  3. შინაარსი მეცნო ძალიან, და ამიტომ მგონია, რომ ორიგინალიც მაქვს წაკითხული.. არ ვიცი..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s