Bridget, TamTa, Carrie

 

წინა პოსტში კერიზე ვწერდი, ჰოდა ახლა, როცა კომპიუტერი ჩემი ძმის ოთახიდან ჩემს ოთახში  გადმოვიტანე და ფანჯარასთან დავდგი, ისევ ის გამახსენდა:

მართალია, ამ ფოტოზე კერი და ტექნიკა წინ არიან წასულები, თუმცა ჩემი მონიტორი ღირსეულად შეიძლება მივაკუთვნოთ sex and the city-ს პირველ სეზონს : ))

ისე კი, ეს ყველაფერი ამჟამად არაფერ შუაშია, უბრალოდ აღვნიშნე.

სულ სხვა თემაზე ვაპირებ საუბარს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბლოგერებისთვის, განსაკუთრებით კი პირადი ბლოგების ავტორებისთვის, ეს ძალიან ნაცნობი რამეა:

Diary <3

პირველი დღიურის წერა  11 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე და ჩანაწერებს ყოველდღე ვაკეთებდი. აი, მაგალითად, რა ხდებოდა 2003 წლის 5 ნოემბერს? ვნახოთ:

დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. ვაგროვებთ ათ ლარს, რომ ეთერი მასწავლებელს სუფრა გავუშალოთ დაბადების დღისთვის. 23-ში, გიორგობაზე, ხუთივე გიორგის უშლიან სუფრას. ჩვენ, გოგოებმა, მათზე და გამოჩენილ ”გიორგებზე” უნდა ვისაუბროთ.

სკოლაში ბოლო გაკვეთილები გაგვიცდა და მარიამთან წავედი. იქ გავსინჯე ”ჰოლივუდის ნამცხვარი”, კაი იყო, მაგრამ ცოტა არ მომეწონა.

მე და ქეთამ გამოვიგონეთ ენა kme ანუ ქეიემე ანუ ქეთა – კიწი, თამთა – მიმი, ელენე – ენუკა

ჰაჰა : ))) კარგი თარიღი ამირჩევია, არადა სულ არ მახსოვდა, რომ სიგარეტი პირველად 2003 წლის 5 ნოემბერს გავსინჯე და ამას ”ჰოლივუდის ნამცხვარს” ვეძახდი : )))))

smoke

კიდევ 1-2 წელი ვწერდი ასე, ყოველდღიურად… მერე უკვე სტილი შევიცვალე და როცა მართლა მქონდა რამე დასაწერი, მაშინ ვშლიდი ბლოკნოტს.

25 მაისი, 2006

მაგრად მეძინება და ცუდ ხასიათზე ვარ, ამიტომ გარეთ არ გავდივარ, სულ კლასში ვზივარ, შესვენებებზეც!

დღეს ალბათ ვერ ვნახავ პაწის, მაგრამ არაუშავს – გამოუძინებელი ვარ და, ალბათ, ცუდად გამოვიყურები.

ჩემი პაწი, ძაან საყვარელია!

წავედი ეხლა, გაკვეთილი იწყება

: ))))) ”პაწი” ერთი უფროსკლასელი ბიჭის კოდური სახელწოდებაა

: ))))) funny!


მერე უკვე ცალმხრივად კი არა, ორმხრივად შეყვარებული ჩანაწერები იწყება:

ვნისი, 2007


ინგლისურზე ცოტნემ დამირეკა და მითხრა ლევანთან მივდივარ დაჩაზე და კვირას ჩამოვალო. იმ ღამეს აღარ დაურეკავს და შაბათს, თორმეტზე დამირეკა. მერე ლევანს მივულოცე, მერე ცოტნე მელაპარაკა ისევ და მითხრა, მაგრად მომენატრე და ხვალ გნახავო

აუუ, რა სასაცილოა ეს ყველაფერი, იმას რომ ვწერ როდის დამირეკა და რა მითხრა : )) sweet, first love : ))

ჰო, ეხლაც მაქვს დღიური, თვეში ერთხელ თუ ჩავწერ ხოლმე რამეს… ცოტა ფურცელი დამრჩა და, ალბათ, მალე დავამთავრებ. მერე არა მგონია ახალი დავიწყო, ჯერჯერობით მაინც.

ისე, ზემოთ რაც დავწერე, მსგავსმა ჩანაწერებმა მაგრად გამახალისა, თუმცა ეს არ არის დღიურის ერთადერთი დადებითი თვისება.

ბოლო დღეებში ძველმა დღიურებმა სხვა სამსახურიც გამიწიეს: უბრალოდ გადავშალე და წავიკითხე, ერთ დროს როგორ ვდარდობდი რაღაცების ან ვიღაცების გამო, ახლა კი მხოლოდ მეღიმება ამ ყველაფერზე.

ასე რომ, ”ესეც გაივლის” და მხოლოდ ფურცლებზე დაწერილ ტკბილ მოგონებად დარჩება!!!

Advertisements

10 thoughts on “Bridget, TamTa, Carrie

  1. cruella says:

    ho mec ese vfiqrob mtavaria gaxsovdes yvelanairi dardi da tkivili warmavalia :) kargi postia, chemi dzveli dgiuri gamaxsenda vipove da imdeni vicine :))))))

  2. ჰოო, მართალი ხარ :* მოკლედ, კარგ ხასიათზე დადგომა თუ გინდა, ძველი დღიურები უნდა წაიკითხო. რაც უფრო პატარა ასაკშია დაწერილი, უფრო სასაცილოა ^_^

  3. კრუელა კი არა, კეთილი ფერია ხარ, რაა :* ბიბიდი ბაბიდი ბუუ ))

  4. რა კარგი და სასაცილო პოსტი გამოვიდა. :D
    ჰოლივუდის ნამცხვარი მართლა მაგარი იყო.. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა სიგარეტზე ყოფილიყო საუბარი.. :დ

  5. nuca says:

    chem kvela dgiurs didi xnis sicocxle ar ecera xolme rogorc ki vcerdi mashinve vxevdi da nagavshi :))))) megona vinme caikitxavda da ar mindoda :))

  6. მე ყოველდღიურ ჩანაწერებს რატომრაც არ ვაკეტებდი ^^ თავიდანვე იმს ვწერდი რისი დამახსოვრებაც მინდოდა

  7. მეც არ მახსოვდა : )) ან ნეტა საიდან მოვიტანე ეს ”ჰოლივუდის ნამცხვარი” )))
    ნუც, შენ ერთადერთი დღიური მგონი მე გაჩუქე და ვიცი, რო გაანადგურე : ))
    ნათ, მართალი ხარ ”დღეს 5 მივიღე” და ”დღეს დავამთქნარე” ტიპის ჩანაწერები მაგარი მოსაბეზრებელია :დ

  8. როგორ მიყვარს დღიურებიიი <3 ყოველტვის როცა მათ ვკითხულობ ბედნიერებით ვივსები ხოლმე. მერე ვხვდები როგორ გავიზარდე მის მერე და რამდენი რამ შეიცვალა. კარგია დღიური :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s