Too Lazy Lady

ვეკოს პოსტი: too busy lady :)

მეც მოგიყვებით ჩემს ორშაბათზე, რომელიც, ერთი შეხედვით ძალიან გადატვირთულია, მაგრამ მე მაინც სიცარიელის შეგრძნებას მიტოვებს.

რატომ? გეტყვით, ოღონდ ჯერ განრიგს გავეცნოთ:

11 საათზე პირველი ლექცია მეწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაგვიანება არ მინდა, 10საათზე მაინც უნდა ავდგე.

11,12,1,2 აუდიტორიიდან აუდიტორიაში და შემდეგ 2 საათიანი ”ფანჯარა”, რომელსაც, ვფიქრობდი, რომ პრაიმ ფიტნესში გავატარებდი, მაგრამ შეუძლებელია. გზა აქეთ-იქით 1 საათი, გახდა-ჩაცმა 10 წუთი მაინც და ვარჯიშის მერე გადავლებაც ხომ მინდა… მოკლედ, ვერ ვასწრებ და შესვენებას მეექვსე კორპუსის წინ, ბირჟაზე ან ”2 ლულაში” ვატარებ :)

5ზე ისევ ლექცია მაქვს, რომელიც 7მდე გრძელდება, მაგრამ მე 6-ზე მიწევს გამოსვლა და გაუ-სკენ მივსეირნობ. 7-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე იქ ვარ და მერე მოვდივარ სახლში.

საქმე კი იმაშია, რომ ეს ორშაბათის იდეალური ვარიანტია. სინამდვილეში, მე დილით გაღვიძება მეზარება, ამიტომ ვაცდენ მეტყველების კულტურას და პიარს. პირველზე, როგორც იქნა, წამოვიზლაზნები და კომპიუტერთან გადმოვეტყეპები. შიმშილი რომ შემაწუხებს, ვინმეს დავურეკავ (ძირითადად, ნუცას) და ჩავდივარ ”2 ლულაში” იმ იმედით, რომ 5-ზე მაინც შევალ საზღვარგარეთის მედიაზე, მაგრამ მერე მივდივარ მეექვსესთან და ვფიქრობ:

”ერთ საათში მაინც უნდა გამოვიდე და რა აზრი აქვს? ” – ამიტომ იმ ერთ საათს გარეთ უსაქმურობაში ვატარებ. აი, გაუ-ს ნამდვილად არ ვაცდენ. აქ, ალბათ, რამდენიმე მიზეზია :

  1. იქ ყოფნა მიყვარს
  2. სულ მახსოვს, რომ ფული მაქვს გადახდილი
  3. 5-ზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სერტიფიკატს მიიღებ და არა დიპლომს

მოკლედ, ასეა რა… არადა, ამ სემესტრში ისეთი საინტერესო საგნები მაქვს :( გული მწყდება, რომ ჩემი არეული რეჟიმის გამო დილით ვერ ვდგები…

არა, დღეს ნამდვილად ადრე დავიძინებ!!!

P.S: ისე  ჩემი CV დავაგზავნე რამდენიმე კომპანიაში და ბლოგის მისამართიც მითითებული მაქვს. ამ პოსტის მერე რამე შანსები მრჩება ნეტა?   :) :) :)

Advertisements

7 thoughts on “Too Lazy Lady

  1. nuca says:

    me kide yvelaze usakmuri adamiani gamovdivar :)))) orshabats 12 ze mimtavrdeba leqciebi da danarchenebshi maximum 3is naxevarze xoda mere vcancaleb :)))) shentan ertad or lulashi da kide sadgac sagdac :)) mara tamt shevirgot ra male ese agar viknebit mushaobas ro davickebt mogvenatreba usakmuroba :)))

  2. ნუცა, შენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ მუშაობას მალე დავიწყებ : (((( არსად არაა საჩემო ვაკანსიები ; (

  3. tamta says:

    აუ თამთ, რამდენი ვიცინე =)))) გოგო, მეც მასე ვარ. 11-დან 7-მდე ვარ ორშაბათს, ოღონდ სულ გადაბმულად და ჭამასაც ვერ ვასწრებ, ვკვდები ხოლმე შიმშილით და ბოლო ლექციაზე უკვე, ლექტორის მაგივრად სენდვიჩი ლაპარაკობს =))))))))

  4. გამიხარდა რომ აყევი ჩემს წამოწყებას : ))

    სივს რაც შეეხება, მეც მითითებული მქონდა ხოლმე, მაგრამ მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა ამომეღო :დ მიუხადავად იმისა, რომ ბლოგის ლინკი არ მეწერა და არც სახელი :დ

  5. არა მგონია, კარგი აზრი იყოს ბლოგის ბმულის ჩასმა სივიში, ნუ, თუ რაიმე სპეციალიზირებული ბლოგი არ გაქვს.მოკლედ, მე არ ჩავსვამდი :) გამახსენდა ჩემი სტუდენტობა, ახლა ვნანობ, კარგად მესწავლა ნეტავი და გაცვლით პროგრამით წავსულიყავი ლიტვაში ^_^

  6. მე 8–ის ნახევარზე მიწევს გაღვიძება და რომ იცოდე როგორ ვერ ვიტან “ფანჯარას” :@@ არასდროს ემთხვევა ჩემი მეგობრების “ფანჯარას” და მარტოს მიწევს პირველი კორპუსის უკან, სტადიონზე ჯდომა

  7. აუ, ეხლა ვხვდები, რა ცუდია “reply”- ფუნქცია რომ არ მაქვს ჩართული და ყველას ინდივიდუალურად ვერ გპასუხობთ :(
    ბოლოდან დავიწყებ:
    სიყვარულოვნა, მეექვსესკენ გამოიხედე ხოლმე, იქ ხშირად ვარ ხოლმე და იქნებ დაემთხვეს ჩვენი ფანჯრები : ))

    ნატა და ვეკო,
    ზუსტად დღეს დამირეკეს და დამიბარეს გასაუბრებაზე. ხვალ მივდივარ ^_^ მაგრამ, რავიცი… ცოტა ისეთი პირობებია… სტუდენტისათვის არახელსაყრელი :(

    თამთ, მოლაპარაკე სენდვიჩი მაგარია : ))) მეც ხშირად ვარ ეგრე, თან ხო იცი, ჭამა როგორ მიყვარს )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s