დაჩაგრული და უმუშევარი სტუდენტი

 

გუშინ დაწერილი პოსტის მერე იცით რა გავაკეთე? – დღეს 3 საათამდე მეძინა !!!

ჩემს თავზე ძალიან გავბრაზდი და დავსაჯე: ამ კვირის ბოლომდე facebook გავაუქმე, რომ რეჟიმში ჩავდგე.

კიდევ რაღაცის თქმა მინდა თქვენთვის: მთელი დღე გული მიგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, ამიტომ ტელეფონთან განსაკუთრებული ყურადღებით ვიყავი.

მართლაც, გაუ-ში, ლექციაზე ჯდომის დროს, გაისმა ზარი. მირეკავდნენ ერთერთი კინოთეატრიდან, სადაც რამდენიმე თვის წინ (მგონი, დეკემბერში) გავაგზავნე CV. ხვალ დამიბარეს გასაუბრებაზე და, რა თქმა უნდა, მივალ, მაგრამ უკვე რაც მითხრეს, იმის გათვალისწინებით, ალბათ, ვერ მოვახერხებ ამ ადგილზე მუშაობას.

ეჰ, არადა, რა კარგი იქნებოდა კინოსეანსებზე უფასოდ დასწრება ^_^ რა ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუდენტური სამსახურების სერიოზული დეფიციტია :(  თან ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ უნივერსტეტში არეული ცხრილი მაქვს. არ ჯობია, რომ დილით ადრე იწყებოდეს და შუადღისთვის ყველაფერი მოთავებული მქონდეს?

მოკლედ, ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ. ხვალ დაწვრილებით მოგიყვებით გასაუბრების შედეგების შესახებ. ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ ვაკანსია არის ”ბილეთების კონტროლიორი” და სამუშაო გრაფიკია – 3 დღე, 11-დან 11-მდე. მერე 1 დღე ისვენებ.

თქვენ რას მირჩევთ?

Advertisements

10 thoughts on “დაჩაგრული და უმუშევარი სტუდენტი

    • არა, გადავიფიქრე )) ჩავედი დღეს და უარი ვუთხარი. ისეთი სამსახური, რომ იყოს, მერე რამე პერსპექტივას მაძლევდეს, კიდევ ჰო, მაგრამ დღეში მთელ 12 საათს ბილეთების კონტროლიორობას რომ შეალევ, წინ ვერ წახვალ და სწავლაც უკან მოგრჩება. მოკლედ, მანდ, ალბათ, იმათ უნდა იმუშაონ, ვინც არ ან აღარ სწავლობს და სანამ უკეთეს სამსახურს იპოვის, საკუთარი შემოსავალი ექნება ჯიბის ფულად.

  1. თავისუფალი დრო რომ გქონდეს გეტყოდი მიაწექი-თქო, არაფრის კეთებას ჯობია, მაგრამ ამ ეტაპზე სწავლა უფრო მნიშვნელოვანია, მე რაც გითხარი იმას მიწექი :) :)

    • გოგო, ეგ ტარტუს ტესტები ამ სემესტრში უკვე ყოფილა და გამომეპარა ^_^ სამომავლოდ, დავისახავ ეხლა : )) :*

  2. ვაიმე როგორ მესმის შენი! მეც უკვე დავიწყე სამუშაოს ძებნა, მიუხედავად იმისა რომ საშინელი ცხრილი მაქვს… რა ვუყო, გავაცდენ ხოლმე ზოგ ლექციას და ნახევარ განაკვეთზე მაინც ვიმუშავებ…
    წარმატებები!

  3. აჰა, ზუსტად ნახევარგანაკვეთიან სამუშაოს ვეძებ მეც… აბა, წარმატებები ჩვენ, ორივეს :) :*

  4. მართლა ჭირს ახალგაზრდობისთვის სამუშაოს მოძებნა,არადა მართლა ძალიან მონდომებული თაობა ხართ!
    წარმატებებს გისურვებ!

    • ძალიან დიდი მადლობა :)
      თუმცა, ხანდახან ვფიქრობ, რომ მონდომება მაკლია და უფრო აქტიურად რომ ვეძებდე, აუცილებლად ვიპოვიდი… არვიცი :(

  5. გუშინ დამირეკეს ლიბერთიდან, არ ვიცი დავადო თუ არა სტაჟირებას.

    ოთხშაბათს უნდა მივიდე გასაუბრებაზე და მერე გადავწყვიტავ :ს

    არადა , საკუთარი ფული ისეთი გემრიელია <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s