appartments

ბავშვობიდან ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც საკუთარი სახლი მექნებოდა – ჩემი გემოვნებით მოწყობილი არა მხოლოდ საძინებელი, სამზარეულოც, აბაზანაც და მისაღები ოთახიც.

ახლა ისე გამიმძაფრდა მარტო ცხოვრების სურვილი, რომ ეს ოცნება უფრო შორეული მომავლისთვის გადავდე, რადგან ბინის ყიდვა და გარემონტება/მოწყობა სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. დარწმუნებული ვარ, ოდესმე ნამდვილად მექნება საკუთარი სახლი, სადაც ან მარტო ვიცხოვრებ ან ჩემს ოჯახთან ერთად, მაგრამ მანამდე სხვა გეგმები მაქვს.

ორ და სამ თვეში არ მოხერხდება, მაგრამ ძალიან მინდა, სანამ სტუდენტი ვარ, მოვახერხო და ცალკე გადავიდე საცხოვრებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გამოთვლებით, ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 600-700 ლარი მაინც უნდა იყოს, გადავწყვიტე მეგობრები ”შევიამხანაგო”. ერთი მსურველი უკვე არის – ირმა : ))))

დაახლოებით დავთვალეთ ჩვენი ხარჯები და დავასკვენით, რომ თუ გავიჭირვებთ, 300-300 ლარიანი ხელფასიდან უკვე შევძლებთ ბინის ქირაობას. ვისაც ვუთხარით, სასაცილოდაც არავის ეყო, მაგრამ რა არის ამაში დაუჯერებელი?

ჩვენ უკვე აქტიურად ვეძებთ სამსახურს და აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს. მერე გვექნება ჩვენი პატარა, მყუდრო ბინა – მეგობრების თავშესაფარი, სადაც ვიცხოვრებთ მანამ, სანამ უფრო მეტს არ მივაღწევთ და უფრო არ გავფართოვდებით : )))

არც თქვენ გჯერათ? – აი, ნახეთ, ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტს იმ სახლიდან, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ვიქირავებ ^_^

Advertisements

17 thoughts on “appartments

  1. <3 მეც მჯერა : )) შეიძლება, 300 ლარით მართლა არ გამოვიდეს, მაგრამ იმდენს ვიშოვი, რამდენიც საჭირო იქნება ^_^

    • ხო, აი, ნოდო, ნუცამ იცის რაზე გვაქვს გათვლა : )) ჩვენთან დარჩენის მსურველები ღამეში 10 ლარს გადაიხდიან და ასე გავქაჩავთ, რა : ))

  2. ანა says:

    მჯერა, მჯერა!:)) წარმატებები თქვენ :)

    პ.ს. გამახსენდა, 8 კლასში მე და ჩემმა დაქალმა ფულის შეგროვება დავიწყეთ, რომ სკოლის დამთვრების მერე ბინა გვექირავა და ერთად გვეცხოვრა :))
    5 ლარამდე ავედით ^^

  3. ახლა დავფიქრდი და მე და ჩემს მეგობრებს უკვე შეგვიძლია ასე გადასვლა : ) მაგრამ, ერთი კვირა ვიცხოვრეთ სიონში ერთად და ჩავხოცეთ ერთმანეთი, სად მაქვს მაგათი ნერვები :):) იდეა ძალიან მაგარია და ხორცს თუ შეასხავ მმმმმ ძალიან გამიხარდება : )

  4. ჩვენც ვიცხოვრეთ რამდენიმე დღე ერთად აბასთუმანში, მაგრამ არ ჩაგვიხოცავს ^_^
    იმედია, შევასხამ. მადლობა :*

  5. ძალიან მონდომებული და აქტიური ადმაიანი ჩანხარ :) ყოველშემთხვევაში პოსტებიდან იგრძNბა რომ მზიანდასახული ხარ და საინტერეო ცხოვრებით ცხოვრობ. სულ მინდოდა მარტო ცხოვრება და ეხლაც ძალიან მინდა. გარდა ამისა ვიცი რომ არ გამიჭირდება რადგან მიჩვეული ვარ დამოუკიდებლობას და რომც გამიჭირდეს, პირიქით მომწონს მსგავსი შეჩვევისა და სიძნელეების გადალახვის პროცესი. ძალიან გამიხარდება მე პირადად როცა გავიგებ რომ ცალკე ცხოვრობ,რ ადგან ამითი ემც იმედი მომეცემა და საკუთარ შესაძებლობებში დიდ ეჭვებს აღარ შევიტან. წარმატებებს გისურვებ და თუ სხვებს სასაცილოდ არ ყოფნის ეს მათი პრობლემაა დამიჯერე : )

    • ძალიან დიდი მადლობა, სასიამოვნო კომენტარია : ) თან ეხლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ამ მიზანს მივაღწიო – მერე შენც მოგეცემა იმედი <3 დარწმუნებული ვარ, შენც ყველაფერს შეძლებ : )

  6. mar says:

    me ra shuashi var da me vapireb zafxulshi binis qiraobas cota xnit, da tanamcxovrebebs (roommatebs) vedzeb, hoda tu ramea damikavshirdit )

  7. რა, საინტერესოა ^_^ არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება, ჯერაც არავითარი პერსპექტივა არ ჩანს, მაგრამ თუ რამეა, აუცილბლად დაგიკავშირდები (მეილზე: ) მადლობა!

  8. mar says:

    ui im emailze ar damikavshirde tu ramea am emailze damikavshirdi ) arc me mak didi perspektiva ubralod dasawyisistvis erti tvit vfikrobdi zafxulshi da eg ufro moxdenadia mgoni ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s