What happened to Anneliese?!

note: გადავწყვიტე, დროდადრო პოსტები ძველი ბლოგიდან დავდო. ბევრ თქვენგანს არ აქვს წაკითხული და იმედი მაქვს, დაგაინტერესებთ :)


1952 წლის 21 სექტემბერს დაიბადა ანელის მიშელი… გოგონა, რომელსაც უფრო მეტად ემილი როუზის სახელით იცნობენ.

ფილმი “The Exorcism of Emily Rose” დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომლის შესახებაც დღემდე (პოსტი დაწერილია 2010 წლის 8 ივლისს) ყურმოკვრით თუ ვიცოდი, მაგრამ facebook-ზე მეგობრის დადებულ ლინკს მივყევი და ეს ფილმი გადმოვიწერე. მთელი დღე მქონდა განწყობა, რომ რაღაც “უჟასისათვის” უნდა მეყურებინა: ოთახში შუქი ჩავაქრე… და რამდენიმე ეპიზოდზე შევკრთი. უფრო მეტ horror-ს ველოდი.

სამაგიეროდ, ამ ისტორიამ დამაინტერესა, google მივქექ-მოვქექე და დოკუმენტურ ფილმს მივაგენი, სადაც ანელისის დედა და მღვდელი, რომელიც მის ეგზორციზმში უშუალო მონაწილეობას იღებდა, გვიყვებიან ამ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ისტორიას. რაც ყველაზე შემზარავია, არსებობს აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის სასულიერო პირისა და ბოროტი სულების დიალოგი. ძალიან მძიმე მოსასმენია ის ხრიალი, რომელსაც შეპყრობილი გოგონა გამოსცემს.

მაგალითად, დიალოგი კაენთან, რომელიც ამბობს, რომ მან საკუთარი ძმა მოკლა… წარმოიდგინეთ, ამ ყოველივეს საკუთარი ყურით უსმენ… რაღაც არაამქვეყნიური ხმებია. და, რაც ყველაზე მძიმეა: ყოველი განდევნის შემდეგ ისმის გოგონას ამოოხვრა, ის თითქოს წამიერ შვებას გრძნობს, შემდეგ კი ისინი ბრუნდებიან და ამბობენ: “ჩვენ გვინდა წასვლა, მაგრამ არ გვაქვს ამის უფლება”…

ვიცი, ბევრი სკეპტიკურად შეხედავს ამ ამბავს, მეცნიერულ და სამედიცინო მიზეზებს დაასახელებს ან უბრალოდ იტყვის, რომ ყველაფერი ეკლესიამ გამოიგონა, ხალხში რწმენის გასაღვივებლად. ამ შემთხვევაში კი პასუხი მხოლოდ ერთია (მხატვრულ ფილმში მღვდელი უებნება ადვოკატს): მნიშვნელობა არ აქვს, გჯერა თუ არა ბოროტი სულების (ეშმაკის), ისინი მაინც არსებობენ…

რა თქმა უნდა, ჩემი პოსტი ვერ შეგიქმნით სრულ წარმოდგენას, ამიტომ გირჩევთ უყუროთ ზემოთ აღნიშნულ ფილმს youtube-ზე: პირველი ნაწილი,მეორე ნაწილი, მესამე ნაწილიმეოთხე ნაწილიმეხუთე ნაწილი

P.S:თითო ნაწილი მაქსიმუმ 10 წუთი გრძელდება, ანუ ფილმი ჯამში ერთი საათიც არ გამოდის.

Advertisements

4 thoughts on “What happened to Anneliese?!

  1. რას ლაპარაკობ, ორიგინალს რომ ვუყურო ალბათ შიშისგან მოვკვდები, ემილი როუზი დიდხანს იყო ჩემი კოშმარი :( ძალიან მძიმე ისტორიაა :(

    • მე ის ღამე მართლა არ მეძინა, ისე იმოქმედა : )
      სხვათა შორის, კიდევ ერთი ფილმია ”რექვიემი”, რომელიც ამ ისტორიაზეა გადაღებული, მაგრამ უფრო ცხოვრებისეულია.

  2. აუაუაუ, უფრო ვრცელი სტატია ერთ–ერთ ბლოგზე წავიკიტხე და მერე გაჭედილი მქონდა ეგზორციზმზე. ფილმებს ვუყურეყველას რაც არის გადაღებული ვკითხულობდი და რავი :/

  3. ჰო, მახსოვს მაგ ბლოგერმა მეც დამიტოვა კომენტარი ამ პოსტზე და მერე ვნახე მისი სტატიაც. მერე ღამის 3 საათზე ვცდილობდი, უკვე მძინებოდა : )))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s