Carpe Diem

განსაკუთრებულ პატივს ვცემ მიზანდასახულ ადამიანებს – ისინი თავიანთ ოცნებებს აუხდენელ ოცნებებად არ ტოვებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოვრებისაგან უფრო და უფრო მეტი მიიღონ.

ისინი არასოდეს ივიწყებენ თავიანთ სურვილებს და ყოველთვის აღწევენ საწადელს. თუ ვერ აღწევენ და ის მაინც იციან, რომ ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, დრო ტყუილად არ დაუკარგავთ და სანანებელი არ აქვთ: ”ადრე დავნებდიო…”

მათ ზუსტად იციან, რა უნდათ, რა შეუძლიათ… არიან რეალიზებული პიროვნებები, რომლებიც ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდებიან და იყინებიან.

იჭერენ ყოველ წამს და ტკბებიან სიცოცხლით, რომ მერე ”სიკვდილის სარეცელზე არ მიხვდნენ, თურმე არ უცხოვრიათ”.

მეც მინდა ასეთი ვიყო – გამბედავი, მამაცი, შეუპოვარი!!!

და ეს უკვე არის მიზანი, რომელსაც მე აუცილებლად მივაღწევ.

დავამარცხებ სიზარმაცეს, ძილისგუდობას – ვისწავლი და ვიმუშავებ ბევრს, რომ ყველაფერი მივიღო, რაც მინდა და ვიყო ძალიან, ძალიან წარმატებული!

და, იმედია, ბედნიერიც… :)

Advertisements

6 thoughts on “Carpe Diem

  1. ვაიმეეე ეს ფილმი როგორ მიყვარს <3 "ო, კაპიტანო.. ჩემო კაპიტანო! " სახელი აღარ მახსოვს :|

    მეც ზუსტად შენსავით წამომივლის ხოლმე, კარგად უნდა ვისწავლო, ვიმუშაო, ვიაქტიურო და საერთოდაც წარამტებული ადამიანი უნდა ვიყოთქო!
    მაგრამ, როგორც წესი დილით ლექციისთვის ადგომა ისევ მეზარება : )
    გამოგივა თამთ :*

  2. გამოგვივა, სალ :* აი, მე მაგალითად, 2 დღეა დილით თავს ძალას ვატან და ვდგები ^_^ შენი და მართალია: ადამიანს ყველაფერი შეუძლია : ))

  3. ასეთ შემართებით თუ იქნები, მართლა ყველაფერი გამოგივა ადამიანს. მტავარი არის განწყობა და მონდომება. პირადი გამოცდილებიდან ყველას გვექნება ერთი შემთხვევა მაინც როცა რაღაც შეუძლებელი გაგვიკეთებია და წარმატებისთვის მიგვიღწევია. ამიტომ წინ ჩვენი მიზნების განხორციელებისკენ : )

  4. ძალიან დიდი მადლობა, გოგოებო :)
    ჰო, მართლა, დამავიწყდა მეთქვა , სურათი და ფრაზა არის ფილმიდან ”dead poets society”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s