გოგონა გარეუბნიდან – product placement

ბოლო რამდენიმე კვირაა თამუნამ და ანჩომ პიარის კურსებზე დაიწყეს სიარული. (ვინ არიან თამუნა და ანჩო ? – ”გოგონა გარეუბნიდან”)

პირველად ეს კურსები ”PR სკოლის” სახელით მოიხსენიეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯიპაში ჩაუბარებიათ.

წინა კვირას მათმა ლექტორმა, რომელიც სტუდენტებთან ზედმეტად ოფიციალური მეჩვენება (?), ისეთი დავალების შესრულება შესთავაზა, სადაც product placement იქნებოდა გამოყენებული.

რა არის product placement? – თუნდაც ის, რასაც ”ჯიპა” აკეთებს ამ სერიალში, ანუ არაპირდაპირი რეკლამა: და თუ თქვენ გადაწყვეტთ, გაიაროთ პიარის კურსი, ამავდროულად უყურებთ ”გოგონას გარეუბნიდან”, პირველი თავში აუცილებლად ”ჯიპა” მოგივათ.

მე, უბრალოდ, ერთი რამე მიკვირს: ჩვენთან (ვგულისხმობ გაუ-ს pr სკოლას) ლექტორსა და სტუდენტებს შორის ასეთი დაძაბული გარემო ნამდვილად არაა. დარწმუნებული ვარ, დაგვიანების შემთხვევაში, არც ერთი ლექტორი არ მეტყვის, რომ ”ახლა ახსნა-განმარტებების დრო არ არის” და არ აინტერესებს, რა შემემთხვა.

იხილეთ 8 აპრილის სერია.

ახლა შეიძლება თქვათ, რომ რადგან შენ პოსტი დაწერე, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათმა რეკლამამ იმოქმედა, მაგრამ მე ეს პოსტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ თავად ვსწავლობ pr სკოლაში და ვიცი, რა სიტუაციაცაა იქ.

ასე რომ, თუ თქვენ გინდათ გყავდეთ მეგობრული და პროფესიონალი ლექტორები, მოდით გაუ-ში : ))

Advertisements

6 thoughts on “გოგონა გარეუბნიდან – product placement

  1. araferic, modit GIPA-shi :) ar vici, es serialis scenaris bralia :) GIPA-shi sauketeso leqtorebi arian da arc aseti ,,oficialuri” damokidebulebaa iq :) ise, oficialuri mgoni, saertodac ar aris levan xurcia :D

  2. აქ თვითონ ლევანის გმირია ასეთი ტიპაჟი და ჯიპას სხვა ლექტორები არაფერშუაშიააა

  3. ჰოდა, ცუდია, ჩემი აზრით, ეგეთ ტიპაჟად რომ გამოიყვანეს :))
    ისე, ჯიპას არაფერს ვერჩი, კაცო. ეგ კი არა, შეთვალიერებულიც მაქვს სამაგისტრატუროდ : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s