chaos in my life

აპრილი იწურება. მომავალი თვიდან ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადავდივარ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გაუ-ში აღარ ვივლი. 30 აპრილს დიპლომებს გადმოგვცემენ და მორჩა.

დარწმუნებული ვარ, მომენატრება ხოლმე, მაგრამ ახლა მაინც მიხარია -საღამოებს მეგობრების წრეში გავატარებ, აღარ მექნება საფიქრალი, რომ პრეზენტაცია მაქვს წინ და ა.შ.

მაისიდან ვაპირებ:

  • აერობიკაზე და ავტოსკოლაში სიარულს
  • თმის წაბლისფრად შეღებვას
  • ისევ და ისევ, სამსახურის ძებნას

აპრილის ბოლო კვირა

სააღდგომო არდადეგების შემდეგ, რომელიც სამშაბათს მთავრდება, რამდენიმე კოლოკვიუმი უნდა მოვიშორო. მათ შორის, ნორვეგიულისაც – არადა, ამ სემესტრში ნორვეგიულის ლექციაზე ერთხელაც არ ვყოფილვარ.

ბოლოსკენ მოვიტოვე, ჩემი პირადი ცხოვრების ყველაზე პირადი ნაწილი – ნოდო… 2 კვირა არაა, რაც შევრიგდით, მაგრამ ისევ არასტაბილური ურთიერთობა გვაქვს. ჰოდა, ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება მალე გავერკვე ამ გაუგებრობაში. ყოველ საღამოს ვფიქრობ, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივა და დილით მაინც მის სანახავად გავრბივარ.

მოკლედ, აპრილის ბოლო დღეები ლაგებაში უნდა გავატარო – საკუთარი ოთახიდან დაწყებული ურთიერთობებით დამთავრებული (მიზნებისა და გეგმების გავლით : )

Advertisements

5 thoughts on “chaos in my life

  1. მიყვარს ქოსის მოწესრიგება, მაგრამ ისი მშვენიერია, როცა ქაოსში პოულობ ბედნიერებას :დ

  2. mar says:

    “ყოველ საღამოს ვფიქრობ, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივა და დილით მაინც მის სანახავად გავრბივარ.” i know what u mean )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s