აღდგომა და ათეისტები on my mind

ჩემი შარშანდელი, სააღდგომო პოსტი ძველი ბლოგიდან :)

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა…

მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ ან რა უნდა დავწერო? უბრალოდ მინდა ჩემი შეშფოთება, აღშფოთება თუ რაც გინდათ ის დაარქვით, გაგიზიაროთ.

11-12 წლამდე, მგონი, არც მეგონა ვინმეს თუ არ წამდა ღმერთი. მერე მახსოვს, ჩემმა ორმა მეგობარმა გამომიცხადა “ათეისტები ვართო” (სხვათა შორის, ერთერთმა მათგანმა გუშინ ჩემს ბლოგს მოაგნო. ქეთ, სალამი!)… ამას წინათ იმ დროინდელი წერილები ვიპოვე, გაკვეთილზე მე და ჩემი სხვა დაქალი, რომ ვმსჯელობდით, რატომ არ სწამდათ მათ ღმერთის და ა.შ.
იმ ასაკში ეს მართლაც ბავშვური ახირება იყო, იმიტომ რომ, ორივეს მალე გადაუარა…
მთავარი შოკი კი წინ მელოდა. დაახლოებით 13-14 წლიდან დავიწყე ფორუმებზე “მოღვაწეობა” და აი, იქ ნამდვილად “განვნათლდი”. გავიგე რა იყო ათეიზმი, ძირითადად რა კითხვები უჩნდებოდათ ადამიანებს, რის საფუძველზეც უქრებოდათ რწმენა და ა.შ.
მახსოვს ერთხელ ცხარე კამათიც კი მომივიდა ერთერთ ბიჭთან. იმ დღის შემდეგ ვთქვი, რომ რელიგიაზე და ჩემს რწმენაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი, მითუმეტეს, არ ვიკამათებდი. გინდათ გითხრათ რატომ?
ნამდვილად არ მაქვს იმხელა რელიგიური განათლება, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო (ახლა თორმეტივე მოციქულის სახელსაც კი ვერ ჩამოგითვლით). ზოგი თვლის, რომ სწორედ ესაა თავი და თავი. ბევრისგან თუ არა, არაერთისგან გამიგია, რომ ღმერთის გაუნათლებელ ადამიანებს წამთ. რელიგია ხომ მეცნიერებას ებრძვისო…

მე არ მაქვს არცერთ მათ კითხვაზე პასუხი, არც ციტატები ვიცი ბიბლიიდან… მწამს ღმერთის, იმიტომ რომ ვგრძნობ და სულ ესაა. არ ვერევი არავის რწმენის საკითხში და არ ვანსხვავებ ადამიანს რელიგიის მიხედვით (ერთი ესაა, სექტანტები არ მევასებიან, მაგრამ არანაირი შეხება არ მაქვს და არც არაფერს ვერჩი… რომც მქონდეს, უბრალოდ, თავს ავარიდებდი).

შემიძლია, პატივი ვცე ყველა ადამიანს, ვინც ამას დაიმსახურებს ჩემგან, თუნდაც ათეისტი იყოს, მერე რა?

ახლა კი პოსტის კვანძს მივადექით… დღეს ერთერთ თინეიჯერულ ფორუმზე შევედი. თემა იყო გახსნილი წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით და იქ ამბავი დამხვდა, დედა შვილს რომ არ იყვანს და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს… იცით რამ გამაღიზიანა? ადამიანები, რომლებიც სხვა თემაში (მაგალითად “არაორდინალური ჩაცმულობა”) დგანან და წუწუნებენ, რომ მათ ქუჩაში დამცინავი მზერის და რეპლიკების ატანა უწევთ ვარდისფერი თმის ან გახვრეტილი ტუჩის გამო (ამას სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ, დამიჯერეთ, მართლა ბევრია ასე), თვითონ დაცინიან უფრო ძვირფასს სხვა ადამიანებისათვის.

იყავი ათეისტი, მაგრამ რატომ ახვევ თავს სხვას შენს მოსაზრებებს? მითუმეტეს, ცინიკური და ირონიული ტონით? და საერთოდაც, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად გაიაზრე და უბრალოდ სხვებს არ აყევი?

P.S: პოსტის ბოლოს, თუ ის გაუგებრადაა დაწერილი, მინდა მოკლედ დავაფიქსირო, რომ იგი მიზნად არ ისახავს რომელიმე აღმსარებლობის ან კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფას.

3 აპრილი, 2010 წელი

Advertisements

5 thoughts on “აღდგომა და ათეისტები on my mind

  1. nuca says:

    hm getanxmebi yvelafershi tamt :* arc me maqvs gaantleba iseti religiuri ro vinmes rame vumtkico magram tundac is rom kovel dila sagamos chemtvis locvebs vkitxulob da vgrdznob xolme ro gmerti chemtanaa sakmarisia mgoni imistvis rom gvtis rcmena mkondes.

  2. ნია says:

    გაუგებრად კი არა, არაჩვეულებრივადაა დაწერილი, კი ბატონო იყვნენ ათეისტები ვინ უშლით, მაგრამ პატივი სცენ სხვის აზრს, ნუ შეურაცხყოფენ იმას რაც ჩვენთვის მორწმუნეებისთვის წმინდათაწმინდაა. მე არაერთი უცხოელი მინახავს, საქართველოში ჩამოსული, გონზე რომ არ არიან მართლმადიდებლობა რას ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მასპინძელს სცემენ პატივს, ექსკურსიებზე ტაძრებში სანთლებსაც ანთებენ და თქვენ წარმოიდგინეთ, შარვლით შესვლასაც ერიდებიან, ეს ელემენტარული კულტურაა. თინეიჯერებს როგორ უნდა მოკითხო რამე, როცა ძალიან ბევრი განათლებული და ისეთი ადამიანი აზრი რომ მოეკითხება, მიიჩნევს რომ თურმე მირონს რომ ხარშავს ეკლესია, ეს სასაცილოა, წმინდა ნიკოლოზი რომ გამოეცხადათ სვეტიცხოველში და ეს ბერებმაც კი სასწაულად აღიარეს, ეს თურმე ბოდვა და ფსიქოზი ყოფილა და სხვა ათასი მარაზმი. განათლება არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად ათეისტი უნდა იყოს ადამიანი. იმედი მაქ თავი არ მოგაბეზრეთ, უბრალოდ მსგავს ფაქტებს მდგომარეობიდან გამოვყავარ და არ შემეძლო აზრი არ გამომეთქვა !

  3. პირიქით, მადლობა საინტერესო და ვრცელი კომენტარისთვის ორივეს : )
    სხვათა შორის, გუშინ ჩემმა მეგობარმა კარგი რამ უთხრა ასევე ჩვენს სხვა ორ მეგობარს, რომლებიც კაიფობდნენ ამ თემაზე. დავაკოპირებ პირდაპირ:

    chemi megobrebi rom ar iyot dagaignorebdit da albat ertsac magrad shevikurtxebodi… :D :D :D chemi azrit dzalian cudad iqcevit… tqventvis daitovet eg dzvirpasi da margaliti prazebi :D :D :D araa sachiro imis apishireba rom religia da qristianoba da agdgomis dgesaswauli pexebze gkidiat, iseve rogorc zedmeti morwmuneobis apishireba araa gamartlebuli :) shtabechdileba mrcheba rom ubralod cdilobt ertmanets toli ar daudot “tavxedobashi” :D :D

    tqven rom davushvat ramazanis marxvasac iseve msxrad igdebtet rogorc agdgomas chavtvlidi rom zogadad religias da nebismier msgavs ragacas igdebt masxrad, magram vinaidan mxolod qristianobit iparglebit maqvs upleba vipiqro rom mxolod qartul modas xart ayolilebi da “vai protestantebis” siashi werixart :D

  4. sssss says:

    Yochag dzaan mgaria mec myavs klasshi dzaan bevri ateisti da gmerts gmoben nervebi meshleba da mec vpasuxob magram dzaan damajereblad laparakoben magram mainc ver mjobian imitom rom gmerti malaparakebs da mudam vilaparakeb misi saxelit

    • მადლობა კომენტარისთვის :) ჩემი რჩევა – მოეშვი მაგ თემაზე კამათს. ყველას თავისი რწმენა აქვს და არაა საჭირო სხვებს მოვახვიოთ თავს :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s