10 საინტერესო ფაქტი ჩემ შესახებ

ბლოგოსფერიში ბოლო დროს პოპულარული თეგთამაშია ” X რამ ჩემზე”…

მე არავისაც არ დავუთაგივარ, მაგრამ მერე რა ?

მოკლედ, აი, ის 10 რამ, რაც თქვენ არ იცით და ასე ძალიან გაინტერესებთ:

  1. არ მიყვარს წიგნების დაბრუნება პატრონებისთვის, თუ ვიცი, რომ ეს წიგნი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მათთვის.
  2. მინდა მიყვარდეს ლუდი და სიგარეტი, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვიტან : (
  3. ხანდახან ვოცნებობ მარტოხელა დედობაზე.
  4. არ შემიძლია ცალმხრივი სიყვარული (არა მხოლოდ ბიჭის მიმართ, საერთოდ…).
  5. მინდა, ჩემს ცხოვრებაზე კარგი წიგნი დაიწეროს (მაგალითად, ავტობიოგრაფიული).
  6. …და ამ წიგნის მიხედვით ასევე კარგი ფილმი გადაიღონ : )
  7. თან მომწონს და თან მეშინია საკუთარი ხასიათის.
  8. არავინ მეზიზღება, მაგრამ ბევრი მაღიზიანებს.
  9. გულახდილი ვარ, იშვიათად ვიტყუბი, მაგრამ…
  10. …თქვენ კიდევ ბევრი რამე არ იცით ჩემზე ^_^
Advertisements

12 thoughts on “10 საინტერესო ფაქტი ჩემ შესახებ

  1. ხო, ანუ, ავტობიოგრაფია ვიგულისხმე, შენ თვითონ რომ წერ შენს თავზე. ”ბიო” სად წავიღე, არვიცი, პარდონ : )) ჩავამატებ ახლა :*

  2. ყველაზე კარგი წიგნი რატომღაც მგონია რომ ანნაზე დაიწერება :/ 1 წელია ვიცნობ და უკვე მრავალ ტომიანი წიგნის გამოცემა შეიძლება “დ

  3. დაუთაგიხარ კი, დაუთაგიხარ.. ^^
    BNG-ზე რომ დავაშეარე პირველად ეს პოსტი(http://dandellions.blogspot.com/2011/04/8.html), იქვე ეწერა ვის ვთაგავდი და მათ შორის, ერთ-ერთი, LILAC.GE-იყო..
    :*

    მმ, საინტერესოა.
    მარტოხელა დედობაზე ვოცნებობო? დედა უკვე ხაარ?

  4. უი, მართლა არ მინახავს, მადლობა :*
    დედა ჯერ არ ვარ : ) და ეხლა არც მინდა :)) ჯერ პატარა ვარ : ))

  5. ჩემ ცხოვრებაზე ფილმის გადაღებზე რამდენჯერ მიოცნებიააა, მიოცნებია რა ახლაც სიამოვნებით ვოცნებობ ხოლმე :D თან ის მისწორდება, მთავარ როლში მე რო ვიქნები :D

  6. “ხანდახან ვოცნებობ მარტოხელა დედობაზე.” >>> მეც მაწუხებს ზოგჯერ ეს საკითხი

  7. levan says:

    ავტობიოგრაფიული წიგნი დაიწეროს რას ნიშნავს???

  8. იმას, რომ დავწერო ავტობიოგრაფიული წიგნი. რა არის გაუგებარი? :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s