აბდაუბდა

სინამდვილეში, ალბათ, მსგავსი არაფერი არსებობს.

ყველაფერი მე გამოვიგონე, მე შევქმენი.

ჩემს უსაზღვრო ფანტაზიაში ავაშენე დიდი სიყვარული და იდეალური ურთიერთობა.

ღამით საკუთარ თავს და დღისით სხვებს ვარწმუნებდი, რომ ბედნიერი ვარ.

სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი უბრალოდ თავის მოტყუება იყო, მეტი არაფერი…

Advertisements

წიგნის ფესტივალი 2011

 

წიგნების ფესტივალზე პირველად შარშან, ფილარმონიის ივენთ ჰოლში ვიყავი და 3 წიგნი შევიძინე:

  • ერიკ-ემანუელ შმიტის ”ნოეს შვილი”, რომელიც ძალიან მომეწონა.
  • 2006-2007 წლის 15 საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგანაც 1 თუ 2 წავიკითხე და დიდად არ ავღფრთოვანდი.
  • ელფრიდე იელინეკის ”პიანისტი ქალი”, რომელიც ძალიან ძნელად იკითხებოდა და რამდენიმედღიანი ტანჯვის შემდეგ შევეშვი. ჩემს ცხოვრებაში არსებობენ წიგნები, რომელთაც მოგვიანებით ვუბრუნდები ხოლმე. ასე რომ, დროებით გვერდზე გადავდე.

ასევე, ვიყავი კარცერი-ლუქსის ერთერთი ”პატიმარი” და საჩუქრად მივიღე გურამ გეგეშიძის რომანი ”სტუმარი” – ჯერ არ წამიკითხავს :)

წიგნის ფესტივალი

ამ ყოველივეზე ძველ ბლოგში უფრო ვრცლად მეწერა, თუმცა რადგან მას პაროლი ადევს, აქაც გადმოვიტანე.

რაც შეეხება წლევანდელ შენაძენებს.

  • პირველ რიგში ვიზრუნე ბებოზე და ვუყიდე ბავშვობის მეგობრის, ნოდარ წულეისკირის წიგნი.
  • ჩემთვის შევიძინე დიბისი პიერის ”ვერნონ გენიოს ლითლი”,
  •  იუსტაინ გორდერის ”სოფის სამყარო”
  • ენ ბრაშერესის ”ოთხი გოგო და ერთი ჯინსი”, რომელზეცამ ვიცი, რომ ფილმია გადაღებული, თუმცა არ მინახავს. ამიტომ, გადავწყვიტე ჯერ წიგნი წავიკითხო და შემდეგ ვუყურო. შთაბეჭდილებებზე მოგვიანებით დავწერ.
  • ჰო, კიდევ, დედამ იყიდა 6 წიგნი მსოფლიოს მხატვართა სერიიდან, კიდევ წიგნი ტერენტი გრანელზე და ფსალმუნთა განმარტებები.

მახსოვს, წინა წელს ბლოგზე დავწერე, რომ, იმედია, მომავალ წელს უფრო მეტი წიგნის ყიდვას შევძლებ-მეთქი და ამიხდა.

ასე რომ, ახლა, ისღა დამრჩენია დავჯდე და ვიკითხო : ))

❤ something very Bumbastic ❤

ღამით, როდესაც არ გეძინება და ცოტათი სევდიანიც ხარ, სასიამოვნო ამბების გახსენება ყველაზე კარგი რამეა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი ლამაზი, იასამნისფერი ბლოგი გაქვს და შეგიძლია სასურველი ისტორიები მკითხველს გაუზიარო.

უცნაურია, იმის სურვილი, რომ ყველამ იცოდეს შენი გრძნობების შესახებ. ბევრჯერ მომისმენია რჩევა, სიყვარული დამალე და უფრო დიდხანს შეინარჩუნებო.

შეიძლება ოდესმე მეც მივიდე ამ დასკვნამდე, მაგალითად, ცხენი თუ მოვიპარე მაშინ (ყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა-ს მოტივებზე), მაგრამ ახლა მინდა, რომ ჩაგაჭყიტოთ ჩემს გულში და მხოლოდ ბედნიერი წუთების გახსენებით გავბედნიერდე : )

ეს პოსტი შენზეა… შენზე და ჩემზე, ჩვენზე : )

მინდა ყოველთვის ყველაფერი გახსოვდეს…

2010 წლის 26 ივლისს ავედი კოჯორში. ამ დღეს დიდხანს ველოდი, რადგან იქაურობა ძალიან მენატრებოდა. საღამოს, ტრადიციულად, ცაცხვის ქვეშ შევიკრიბეთ. ორი უცნობი ბიჭი იყო. უფრო სწორად, ერთს შორიდან ვიცნობდი, მეორე კი პირველად ვნახე.

როგორც მახსოვს, სკამზე ადგილი აღარ იყო და გვერდით იყვნენ ჩაცუცქულები. უჯმამ (აი, შორიდან რომ ვიცნობდი მანამდე) მითხრა, ესეც შენი უნივერსტეტელიაო. დავუწყე გამოკითხვა, რა ერქვა, რომელ ფაკულტეტზე სწავლობდა. მოკლედ, ძალიან ბანალურად. მერე ყველამ მაფიოზობანა ვითამაშეთ, სადაც ნოდომ (ჩემმა ახალმა ნაცნობმა) გიორგი ამოიჩემა და ყოველ რიგებაზე მას ადებდა ხელს.

მომდევნო დღეებში ხან ვის იჩემებდა, ხან – ვის. (თურმე თამაშის სტილი ჰქონია ასეთი : ))) ერთხელ მეც გავხდი მისი მსხვერპლი : )

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მთელ ”პალიანკაზე” მარტო მე და გიორგი დავრჩით, გადავწყვიტეთ, ”მენეჯერი” გვეთამაშა. მაშინ პირველად მივწერე ნოდოს, რომ ამოსულიყო (ის ქვედა უბანში ქირაობდა სახლს). თამაშში ბიჭებმა დამჩაგრეს, ბოლოს მომბეზრდა მესამე ადგილზე ჩანჩალი და ჩემი სათამაშო ავლა-დიდება მას გადავულოცე.

იმ დღის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ მივწერეთ ერთმანეთს ტიპიური მოკლე ტექსტური შეტყობინებები, როგორებიცაა: ”სად ხართ?”, ”პალიანკაზე ამოდი”, ”გრძელი სახლის უკან ვართ”, ”ცენტრში გავდივართ” და ა.შ… მერე მისი ძმაკაცები ბაზალეთზე წავიდნენ, მაგრამ ის მაინც ამოდიოდა ხოლმე.

დაიწყო ”ჩაი პიწიეების” ეპოქა – ღამის 2-3 საათზე შემორჩენილი 4-5 ბავშვი (ძირითადად, მე, ნოდო, თაზო, ანუკი და ნინო) ჩემს კოტეჯში შევდიოდით, ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. ახლა რომ ვითვლი, ნოდო სულ სამჯერ იყო, რადგან დღემდე 21 კოვზი შაქარი აქვს ჩემი ვალი. თითო შემოსვლაზე კი 7-7 კოვზს იყრიდა : ))))

ჩვენი პირველი სურათი, გადაღებულია პიკნიკზე.

ბოლო ”ჩაი პიწიე” სწორედ ამ დღეს გვქონდა . უცნაური დღე იყო. მაშინ პირველად ვიგრძენი რაღაც, ძალიან უჩვეულო… ტყეში, პლედზე ვისხედით. მე მასზე ვიყავი მიყრდნობილი. ერთ მომენტში რაღაცნაირად შეიშმუშნა. ვიფიქრე, ვაწუხებ-მეთქი და გამოვიწიე. უცბად ზურგიდან მუცელზე ხელი მომხვია და მიმიკრა, იყავიო. ეს სხვას არავის დაუნახავს ან შეუმჩნევია. მხოლოდ მე დამიარა ტანში ჟრუანტელმა და ახლაც რომ მახსენდება, იმავეს ვგრძნობ…

მეორე დღეს ტაბახმელაში ჩავედი, კურსელებთან. რომ დაღამდა გადავწყვიტე კოჯორში დარჩენილი ბავშვები მომეკითხა და ნოდოს მივწერე, ერთობით უჩემოდ-მეთქი? მიპასუხა, რომ თვითონაც თბილისში წამოსულიყო. მერე დილამდე გავაგრძელეთ მესიჯობა – გუშინ ღამითაც მინდოდა მოწერა, მაგრამ, ალბათ, გეძინებოდა და აღარ გაგაღვიძეო.

გამთენიისას თვითონ ჩაეძინა : )

მესამე დღეს კოჯორში ასულს ანუკი და ნუციკო გაცისკროვნებულები დამხვდნენ და ექსპერტთა დასკვნაც დაიდო:

”ნოდოს მოწონხარ!”

არგუმენტი: ”სანამ მე ტაბახმელაში ვიყავი, ”პალიანკაზე” ერთხელაც არ გამოჩენილა.” გოგონები ყოფილან ქვედა უბანში ჩასულები და მხოლოდ შორიდან მისალმებია, მერე თბილისშიც წავიდა…

მოგვიანებით გამომიტყდა, რაღაც პერიოდის მერე უკვე მართლა შენ გამო ამოვდიოდი ხოლმეო <3

მანამდე კიდევ ერთი დღე იყო, 10 აგვისტო. მეორე დილას ქობულეთში მიდიოდა და საღამოს თბილისიდან ამოგვისეირნა, ოღონდ მარტომ არა… ერთი ბიჭი ახლდა, რომელიც ადრე მომწონდა და … რაღაცნაირად დავიძაბე. ვფიქრობდი, რომ იმ დღეს ნოდო ყველაფერს გაიგებდა ჩვენ შესახებ და ჩემ მიმართ შეიცვლებოდა :S:S

რომ წავიდნენ, გზიდანვე დამიმესიჯა… ამოვისუნთქე!!!

ეხლა თქვენც ამოგასუნთქებთ, თორემ ძალიან დიდი პოსტი გამოვიდა, არადა წინ კიდევ იმდენი ისტორიაა : ))

დროებით :* რაღაც ამაღლებულ განწყობაზე ვიძინებ <3

რა თქმა უნდა,

To Be Continued… ❤❤❤

facebook, კბილები, გამოცდები და სხვა

უკვე ზუსტად 1 კვირაა, რაც facebook გავაუქმე. მომენტებში მაგრად მინდება აღდგენა, განწყობის შესაბამისი სტატუსების და mood-ების დაყენება, მეგობრების სიახლეების გაცნობა, გამარტივბული კონტაქტი ყველასთან…

მაგრამ, როგორც კი email-ის გრაფაში ჩემს username-ს ჩავწერ და Tab-ით პაროლისაკენ გადავრთავ, მაშინვე ვჩერდები და საკუთარ ნებისყოფას ვუხმობ.

სასიამოვნო აღმოჩენაა, რომ თურმე მეც მქონია ეს უკანასკნელი :)

ასე რომ, ჩემს დაბრუნებამდე კიდევ 1 კვირა რჩება…

ზოგი ვერ ხვდება, რა აზრი აქვს fb-ს გაუქმებას, როდესაც მისი აღდგენა ზუსტად იმავე ოპერაციითა შესაძლებელი, როგორიცაა ყოველდღიური login. აი, განსხვავება – გაუქმებულ facebook-ში არავინ გიტოვებს კომენტარებს, გილაიქებს ფოტოებს, გიგზავნის მეგობრობის თხოვნას… და შენც არ გკლავს ინტერესი, ვინმემ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხომ არ გააკეთა.

აბა, გაუქმებული რომ არ მქონოდა და ისე დამეთქვა ეს 2 კვირა, გული როგორ გამიძლებდა ხანდახან მაინც არ შემეჭყიტა ?! (სავარაუდოდ, chat-ში offline-ზე მყოფს -სხვებს რომ გონებოდათ, გმირულად ასრულებს დანაპირებსო : )))))

მოკლედ, ასე გაცილებით მარტივია…

ეს პოსტი ანონიმ facebook-ომანის აღიარებას რომ არ დაემსგავსოს

(-გამარჯობა, მე თამთა მქვია და facebook-ით დაავადებული ვარ!

– გაამარჯობა, თამთა!) ჩემს სხვა ამბებსაც მოგიყვებით – უფრო წვრილ-წვრილებს… რადგან ის, მთავარი ამბავი, რომლის გარშემოც რეალურად ვბრუნავ ძალიან, ძალიან პირადი და ინტიმურია…პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. ამ თემას ჩემი ძმის გამო ვეხები. წელს ის აბიტურიენტია და დღეს ერთი საგანი (ქართული ენა და ლიტერატურა) წარმატებით ”გადააგორა”. ძალიან მინდა, რომ დანარჩენი შვიდიც და ეროვნულებიც ასევე ჩააბაროს :)

კიდევ, თუ გახსოვთ ვწერდი, რომ მაისში ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას ვიწყებდი – პირველი პუნქტი კბილები იყო. სწორედ დღეს ვიყავი სტომატოლოგთან, ამიღეს ყალიბი და ერთ კვირაში ახალ, უცხო სხეულთან ერთად დავიწყებ ცხოვრებას.

მართალია, სურათზე გამოსახულ ბრეკეტებს მხოლოდ შემოდგომიდან ვიდგამ და მანამდე რკინის ფირფიტის ტარება მომიწევს, მაგრამ არაუშავს:

მორჩა, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი…

ვისთვისაც მქონდა – ვუთხარი და ყველაზე მთავარს რამდენიმე დღეში ვეტყვი :)

მაჩუქეთ : ))))

 

ამ პოსტის იდეა ცოტა მზაკვრულია, მაგრამ რადგან ჩემს დაბადების დღემდე ჯერ კიდევ ნახევარი წელიწადია, არა მგონია უნამუსობაში ჩამეთვალოს : ))

არც ის მგონია, ვინმე ახლა აპირებდეს რამის ჩუქებას. ამიტომ, მოდი, ეს პოსტი პატარა wish list-ად ჩავთვალოთ (პატარად იმიტომ, რომ გაცილებით ძვირადღირებული სურვილებიც მაქვს : )))

presents

მიყვარს საჩუქრები… ან ვის არ უყვარს?!

ისიც მართალია, რომ ამბობენ, თუ გულითაა ნაჩუქარი, ყველაფერი გაგიხარდებაო, თუმცა არსებობს ისეთი რამეები, რაც უფრო გაგიხარდება : )

როდესაც დაბადების დღეზე მივდივარ, იუბილარს აუცილებლად ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა ან ჭირდება. მერე მისი პასუხის მიხედვით ვარჩევ საჩუქარს. მოკლედ, ამ საქმეში პრაქტიკულობა მიყვარს!

არ მაჩუქოთ საყურეები, მძივები, ბეჭდები… მოკლედ, სამკაული!

ბოლო ერთი წელია, მივხვდი, რომ ისედაც საკმარისად დამიგროვდა. თანაც, თითქმის არასდროს ვიყენებ. სხვებზე ძალიანაც მომწონს, მაგრამ მე მეზედმეტება.

ისე… ერთმა ბიჭმა ამასთან დაკავშირებით კარგი გამოსავალი იპოვა. პოეტური ორდენის ”სამკაულის” ლექსების კრებული მაჩუქა შემდეგი წარწერით: ”ბეჭედი თუუ… მაინც გოგოა და, სამკაული… ჰოდა, ”სამკაული” : ))

მაჩუქეთ თავის მოვლისა და სილამაზის საშუალებები:

  • ტანის ლოსიონები
  • დუშგელები
  • პომადები
  • ტუშები
  • სუნამოები (ყვავილების გრილი სურნელით)
  • თვალის ფანქრები
  • ტონალური კრემები
  • რუმიანები
  • თმის ნიღბები
  • სილამაზის სალონის აბონიმენტი
  • სასაჩუქრე ვაუჩერი

და, მოკლედ, რაც გაგიხარდებათ ამ კატეგორიიდან : )))

ასევე აქსესუარები, როგორიცაა – ჩანთა, საათი, ქამარი, საფულე, მზის სათვალე, კოსმეტიჩკა, შარფი…

წიგნი !!!

კარგი წიგნი, სამახსოვრო წარწერით <3

(მაგალითად, ჯეინ ოსტინის წაკითხვა მინდა : )

თუ ნივთებიდან სულიერ არსებებზე გადაინაცვლებთ, ლეკვი მაჩუქეთ <3

Bolognese (dog)

ისე კი, რა მატრაკვეცული პოსტი გამომივიდა…

რაც გინდათ, ის მაჩუქეთ. მართლა ყველაფერი გამიხარდება

: )))


მიყვარს, არ ვუყვარვარ…

 

უხეშად და პირდაპირ რომ ვთქვათ, ცალმხრივი სიყვარული ადამიანს სახეს ახევს.

ამაში დავრწმუნდი ჩემი დაქალის მაგალითზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდად არ ესიამოვნება ეს პოსტი, მაგრამ მე მაინც დავწერ და ასე “შემოვულაწუნებ”.

არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ფიქრობს, რომ გოგოს მხრიდან პირველი ნაბიჯი ტრაგედია და თავის დამცირებაა. პირიქით, ყოველთვის, როდესაც ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით რჩევას მთხოვს, მოვუწოდებ სასწრაფოდ გაუშვას მომხიბლავი იმპულსები.

მაგრამ, ჩემთვის დგება ეტაპი, როცა საქმეში თავმოყვარეობა ერთვება. თუ ვგრძნობ, რომ ვინმეს არ ვუნდივარ, იქ მე არაფერი მესაქმება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც იმ ადამიანის მიმართ თბილი გრძნობები მაქვს.

სწორედ ამიტომ, ხშირად ვამბობ, რომ ცალმხრივი სიყვარულისთვის არ ვარ განწირული (სამჯერ დავაკაკუნებ, თვალი არ მეცეს). ხანდახან მიფიქრია, იქნებ ჯობდეს კიდეც ეს ძაღლური ერთგულება – როცა ის გამცირებს, გაიგნორებს, ყურადღებას არ გაქცევს, შენ კი მაინც მისით და მისთვის ცოცხლობ? იქნებ ესაა ნამდვილი სიყვარული და არა ის, რასაც მე ვეძებ – იდეალურთან მიახლოებული ?!

ძალიან ზოგადი და მიკიბულ-მოკიბული საუბარი გამომდის, მაგრამ ადრესატი მიმიხვდება სათქმელს (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არაფერს შეცვლის). დანარჩენებს კი აუცილებლად მოგიყვებოდით ამ ისტორიას, მე ან რომელიმე ისეთ პირს რომ ეხებოდეს, ვინც მას არ წაიკითხავდა. შემდეგ კი ერთად განვიხილავდით და გავარჩევდით.

შეიძლება თქვათ, რა საჭიროა სხვისი ცხოვრების და გრძნობების ასე საჯარო ქექვაო, მაგრამ რეალურად ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ.

მოკლედ, ჩემო მეგობარო, თუ შენი სურვილი იქნება მოვყვები ჩემი თვალით დანახულ შენს ისტორიას. მერე შენც შეგეძლება მას სხვა კუთხიდან შეხედო და ახალი აღმოჩენები გააკეთო.

თუ არადა, იყოს ეს პოსტი, ასე, თავისთვის… იქნებ კიდევ ვინმეს ეცნოს და ”სწორ გზაზე დააყენოს” : )))))

my drug

ვამბობ, რომ ადამიანები და მათთან ურთიერთობა მიყვარს, მაგრამ ბოლო ხანებში ყველაფერს ვაკეთებ ამის თავიდან ასარიდებლად. დროის უმეტეს ნაწილს ჩემს პატარა ოთახში გამოკეტილი ვატარებ… კომპიუტერთან მოჯაჭვული. ის კი უკვე გულის რევის შეგრძნებას მიტოვებს. მინდა გამოვრთო, ავდგე, მოვშორდე – მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებ.

ფანჯრიდან ვხედავ ცის პატარა ნაგლეჯს, რომელიც ძალიან ცისფერია და ყვითლად შეღებილ სახლს, რომელსაც მზე კიდევ უფრო ანათებს. ძალიან, ძალიან მინდა გარეთ გასვლა, მაგრამ სკამიდან ვერ ვდგები. თითქოს აქ ”დამასვარკეს”.

დედაჩემი მეუბნება, ნარკომანი გახდიო. მართლა ასეა. თითქოს ყველა და ყველაფერი ჩამინაცვლა ამ ნაცრისფერმა ყუთმა.

ჰოდა, ამ წამიდან, მე, მსოფლიოში ყველაზე უნებისყოფო ადამიანი ჩემს თავს ლიმიტებს ვუწესებ – დღეში მხოლოდ 4 საათი!!!!!!!

როგორც გინდა გადაანაწილე, 1 დღისით და 3 ღამით. ან 50/50-ზე.

მოკლედ, როგორც გინდა, მაგრამ არაუმეტეს! (ძალიან გამონაკლისი შემთხვევების გარდა).

ასევე, 1 კვირით ვაუქმებ facebook-ს. უფრო სწორად მაისის ბოლომდე.

კიდევ რა გავაკეთო? –  ა, ჰო, ახლავე ავდგები!