ის, რაც მაწუხებს…

 

ბოლო დროს ჩემს თავს ვეკითხები – რად მინდა ბლოგი? თანაც ასეთი, ყველამ რომ იცის, ვისია… უკვე დედაჩემიც კი მკითხულობს და, ალბათ, ამიტომაა, ნატალი პორტმანზე რომ დავიწყე წერა.

რა ჯობდა ჩემს ძველ, ნახევრად ანონიმურ ბლოგს, სადაც არც ერთ სიტყვას არ ვზომავდი ?!

ბევრი რამის მოყოლა მინდა. ჩვეულებრივი, ყოველდღიური ისტორიებია ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ რაღაც მაყოვნებს. ალბათ, სითამამე და გამბედაობა მაკლია.

დედამ და თაზომ მსუბუქად ”გამლანძღეს” – შენს პირადს საქვეყნოდ რატომ ფენო?

იმიტომ, რომ ამაზე ვერავის ველაპარაკები, ვერავის ვუზიარებ. მეგობრებიო, მეტყვით, მაგრამ ამ მეგობრებსაც საკუთარი პრობლემები აქვთ. მარტო ეგეც არაა, უბრალოდ, უფრო და უფრო ნაკლებად მიჩნდება მათთვის რაიმეს მოყოლის სურვილი.

დღიური… დღიურიც როდემდე ვწერო? ის მხოლოდ მოგონებების უკეთ შენახვის საშუალებაა. სინამდვილეში, ისტორიები არც არსად მიდიან. უბრალოდ, ფურცელზე ვაფიქსირებთ და წლების შემდეგ თუ წავიკითხავთ, გონების ზედაპირზე ამოტივტივდებიან ხოლმე.

ეს ფურცლები მე სხვას არაფერს მაძლევენ – არც რჩევებს, არც შენიშვნებს, არც თანადგომას…

მჭირდება თუ არა? – არც ვიცი…

მხოლოდ ის მინდა, ახლა ჩემი ამბავი მოგიყვეთ და თქვენ მითხრათ – სულელო, ასე რატომ მოიქეცი ?

ან პირიქით,

-მართალი ხარ, ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა! : )

Advertisements

4 thoughts on “ის, რაც მაწუხებს…

  1. nuca says:

    ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა! : )

    ha shen :*

  2. მგონი ერთადერთი მიზეზი, რის გამოც .გე–ს აღება არ მინდა, ისაა, რომ როცა დამჭირდება, შეცვლა დამენანება…
    მიხვდი ალბათ რატომაც გეუბნები …

  3. აი, ამიტომ ვეღარ მწერ მე. ვისაც შეეძლო, ყველამ მომაგნო უკვე და მეც არ მინდა ნატალი პორტმანზე დავიწყო წერა. ჰოდა ვარ ჩუმად :(

  4. აი, ძალა მოვიკრიბე და გამოვაცხვე ერთი ჩემებური პოსტი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s