როგორ გადავიტანო(თ) დაშორება ?

 

ამაზე ბევრს წერენ ჟურნალებში, ინტერნეტში, ბლოგებზე… საუბრობენ კაფე-ბარებში, სადაქალო წრეში, სილამაზის სალონებში… ფიქრობენ დილით, საღამოს და, განსაკუთრებით, ღამით.

და მაინც, საუკეთესო მრჩეველი საკუთარი გამოცდილებაა.

თავიდან ძალიან, ძალიან ცუდად ხარ. რაღაც სიცარიელეს გრძნობ.  იცინი? – ძალით! ტირი? – თვალების დასიებამდე.

ყველაზე მეტად ღამის გეშინია – საწოლში წვები და მარტო ხარ შენს თავთან. ბალიშის ქვეშ აუცილებლად გიდევს ერთჯერადი ცხვირსახოცების მთელი შეკვრა. გახსენდება ყველაფერი, გაცნობის პირველი წუთებიდან მოყოლებული… ნელი და მტანჯველი პროცესი იწყება – ჯერ 1-2 ცრემლი, მერე მთელი ნიაღვარი. საბოლოოდ, ჩაწითლებული თვალის გუგები და გაჭედილი ცხვირი…

ძალიან ცუდია, მოკლედ.

მაგრამ, მოდი, გავიხსენოთ – 15 წლის იყავი, პირველად და ყურებამდე შეყვარებული. მერე რაღაც მოხდა, ჯერ ერთხელ არ დაგირეკა, მერე – მეორეჯერაც. რომ ეკითხებოდი, რა ხდებაო, ხან რას იმიზეზებდა, ხან რას… ბოლოს შენც მოგბეზრდა რეკვა და დაქალებს გამოუცხადე, რომ დაშორდით.

ახლა ძალიან, ძალიან ბუნდოვნად გახსოვს რას გრძნობდი… რამდენ ხანს გტკიოდა გული… როდემდე ტიროდი და დაძვრებოდი მის ფოტოებში (ჯერ რომ შენ ჩამოგჭრა და რამდენიმე თვეში ახალ შეყვარებულთან ჩახუტებული გამოიჭიმა)…

გავიდა დრო და ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ახლა მის მიმართ აღარაფერს გრძნობ, სადღაც გაქრა ის არსაიდან მოვარდნილი ცახცახები შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე რომ გეუფლებოდა.

თქვენი გაცნობა-შეყვარება-დაშორება-დავიწყებიდან სულ რაღაც ერთი წლის თავზე შენ მას პირველად შეხვდი – ორივენი შეყვარებულებთან ერთად იყავით.

და აქ იწყება მეორე ისტორია. კიდევ ერთი შეუმდგარი სიყვარული, რომელმაც ასევე ბევრი ტკივილი და ცრემლი მოგიტანა (თანაც, წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, ჯერ კიდევ დაშორებამდე).

რას გრძნობ დღეს მის მიმართ? – სრულებით არაფერს. მადლობელიც კი ხარ შენი თავის, რომ ძალა მოიკრიბე და ის ურთიერთობაც დაამთავრე.

ახლა ?

ფიქრობ, რომ ეს სიყვარული ყველაზე ნამდვილი და ძლიერია, არა?

გგონია, აქამდე ასე არასოდეს გყვარებია?

გახსოვდეს, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა!!!

ასე რომ,

ესეც გაივლის!!!



Advertisements

10 thoughts on “როგორ გადავიტანო(თ) დაშორება ?

  1. ასე მგონია ახლა მართლა ვიღაცას დავშორდი და გადატანას ვაპირებ :)))
    ჰო რა.. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ესეც გაივლის :)

  2. viki says:

    კარგია ნეტა მეც ეგრე მარტივად ვეგუებოდე ხოლმე მაგ ამბავს:დ

  3. თოლია says:

    ეჰ… ღმერთმა იცის რა არის წინ!!
    ამიტომ დღეს ვიცი რომ ჭირდება !!
    რაც არ უნდა მცდარი გზით წავიდე, მაინც წავალ, რადგან ეხლა ვფიქრობ რომ მიყვარს!
    (((((((((((((((((((((((((((((((((

  4. დაშორებას ისე აღვიქვამ, როგორც კატასტროფას. ხშირად მქონია კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან და გვითქვამს, რომ მორჩა, ვშორდებით, მაგრამ მერე შევრიგებულვართ და დღეს ისევ ერთად ვართ. მის გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ. ვერ წარმომიდგენია, დილით გავიღვიძო და არ დაველაპარაკო. შეიძლება, მანიაკურად და გიჟურად გამომდის, მაგრამ იმდენად მიყვარს, რომ ვერ ვთმობ. საშინლად არ მინდა იმ დღის გათენება, როცა მეცოდინება, რომ ჩვენს შორის ყველაფერს წერტილი დაესვა…

  5. cruella says:

    ისიც ცუდია რო მიხვდები გადასატანიც კი აღარაფერი დაგიტოვა ურთიერთობამ :|

  6. ნათ, იქნებ ეგრე ჯობდეს. ნაკლები ტკივილია : )))
    ანი, მესმის შენი და ჩემს ირგვლივაც არიან გოგონები, რომლებიც ზუსტად ასე ფიქრობენ და იქცევიან. მე ცოტა სხვანაირად ვუდგები საკითხს. როგორც სამანტა ამბობს sex and the city-დან “I love you, but I love me more” :)
    თეკლა, შენი ვარიანტი ასეთია: “If loving you is wrong, I don’t wanna be right” : )))
    ვიკი, შეიძლება მარტივად ვწერ, თორემ რამდენად მარტივად ვეგუები ძნელი სათქმელია (ან საერთოდე, ვეგუები თუ არა : )))
    მარი, მეც მაგის იმედი მაქვს <3

    P.S: აუ, ბლოგს reply-ს ფუნქცია უნდა დავამატო, თორემ ესე პასუხის გაცემა რა უაზრობაა : ))))

  7. : | რა ნაცნობია ყველაფერი.. და მიხარია რომ ეს ყველაფერი ჩემს შემთხვევაში წარსულში დარჩა : ) და მაშინ ზუსტად ამ სიტყვებით ვმხნევდებოდი მეც: “ესეც გაივლის!”

    შენიც გაწარსულდება… : ))

  8. აი ზუსტად ახლა დავშორდი შეყვარებულს.ვერ გეტყვი,ვერ ავღწერ რას ვგრძნობ ან განვიცდი იმ სიმწარეს?ისე მარტო ვარ,არაფერი არ მინდა,ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი,ვერ ვეგუები,არ მჯერა რომ ჩემს გვერდით არ არის.ჩემთვის საყვარელი ადამიანი დავკარგე და მაინც რატო უშვებს ამას უფალი?არ შემწევს ძალა ამ ტკივილს გავუმკლავდე…უკვე არაფერს არაა აქვს ჩემთვის აზრი და არც არაფრის იმედი შემრჩა.

    • დამშვიდდი-მეთქი, როგორ გითხრა, მაგრამ უნდა გითხრა. ნუ აჯერებ შენს თავს, რომ რაიმეს ძალა არ შეგწევს. რატომ დაშორდით? იქნებ უბრალოდ ჩხუბია და მალე შერიგდეთ… თუ არადა, იცოდე რომ მაგით არაფერი მთავრდება. გავა დრო და ეგ ტკივილი თავისით გაივლის, დამიჯერე :) თუ თავს მარტოდ გრძნობ და ვინმესთან გასაუბრება გინდა, შეგიძლია მეილზე მომწერო: lilacge@gmail.com. შეიძლება სულაც ვერ დაგეხმარო, მაგრამ ილაპარაკებ და დაიცლები. გულახდილობა კი უცნობ ადამიანთან უფრო ადვილია. მოკლედ, თუ გაგიჩნდება სურვილი, გელი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s