წინასაზაფხულო პოსტი

 

კარგი ამინდები გამოდის. დროა, ყველანი ფორმაში ჩავდგეთ. რა თქმა უნდა, ქალი (და კაციც!) თავს ყოველთვის უნდა უვლიდეს, მაგრამ ზაფხულში – განსაკუთრებით. ის, რაც გვეპატიება ზამთარსა და ცივ ამინდებში, რასაც გრძელმკლავიანი მაისურებითა და სქელი ტანსაცმლით ვფარავთ, ახლა სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაისის დარჩენილ კვირებს ჯანმრთელობისა და სილამაზის დღეებად ვაცხადებ.

პირველ რიგში, რასაც უნდა მივხედო ეს არის კბილები!!!

მართალია, მათ ყოველთვის ვუვლიდი და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ მაინც გამიჩნდა პრობლემები.

რამდენიმე დღეა, შევამჩნიე, რომ წინა კბილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიპლომბე, ამექერცლასავით და ფერიც შეიცვალა. ასევე, სიბრძნის კბილებიც გამიფუჭდა – მირჩიეს, რომ საერთოდ ამოვიღო ისინი. თურმე, არასწორი თანკბილვა მაქვს და ამის გამოსასწორებლად ზაფხულში მომიწევს რკინის ფირფიტის ტარება, ხოლო მომავალი წლიდან კი – ბრეკეტების.

ეპილაცია – ოჰ, რა სატანჯველია ეს ზედმეტი ბუსუსები. მაგრამ რა ჯობია გაკრიალებულ სხეულს?! <3 მე უპირატესობას ელექტროეპილაციას ვანიჭებ. მართალია, ცოტათი მტკივნეულია, თუმცა  – ეფექტური :)

ასევე, ბიოეპილაცია, რომელიც თმებს სამუდამოდ არ აქრობს, თუმცა პარსვას ნამდვილად ჯობს. განსაკუთრებით, ბიკინის არეში.

შემდეგი ეტაპია – მანიკური და პედიკური.

ეს უკანასკნელი ჩემი საყვარელი პროცედურაა. კეტებსა და ჩექმებში ჩახუთულ ფეხებს დასვენება ჭირდება. თანაც, ღია ფეხსაცმლის სეზონი მოდის. მოუვლელი ფრჩხილები აღარ გვეპატიება : )

ასევე, ცხოვრებაში პირველად ვაპირებ სახის გაწმენდას. ამაზე ბევრი არაფერი ვიცი, ამიტომ მოგვიანებით დავწერ.

თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთ და გამიზიარეთ, თქვენ როგორ ემზადებით ზაფხულისათვის?

Advertisements

15 thoughts on “წინასაზაფხულო პოსტი

  1. მეც მიკეთია რკინის ფირფიტა. ბრეკეტებს არ ვეკარები, რადგან ცემს ნებაზე ვერ მოვიხსნი და მაგისი თავი არ მაქვს :D
    სახე ახლა არ გაიწმინდო. ახალგაწმენდილ კანს მზე ცუდად აჩნდება და ლაქებად დაგრჩება. ნოემბრისკენ უნდა ქნა ეგ.

  2. ბიო ეპილაცია არის იგივე აფხრეწვა : ))))

    აუ, არადა ძაან მინდა ამ შავი წერტილებისგან გათავისუფლება : (((

  3. ბიკინის ზოლში აფხრეწა გირჩევნია :ო ხო არ გაგიჟდი :დ
    მე საერთოდ, ეს ტერმინი “ბიკინის ზოლი” არ მომწონს და მთლიანად ბიკინი მირჩევნია სულ, მაგრამ აფხრეწა? :( ცოდო ხარ

  4. ბიკინის ზოლი კი არა, არე – რაც გულისხობს მთლიანად მთელ არემარეს : )))))))))
    კი, ძააან მტკივნეულია, მაგრამ დაისვენებ. აბა, პარსვა?
    საშინელებაა!

  5. ინ აფხრეწა აი თრასთ :))) ბრეკეტბი მეც მჭირდება, მაგრამ მანამდე დასაპლობ-გასაკეთებელი მაქვს, რისიც სასტიკად მეშინია :(

  6. ჰო, მეც დასაპლომბი მაქვს ორი სიბრძნის კბილი. პრინციპში, არ მეშინია, მაგრამ მეზარება. ჰოოდა, ამოიღე ვაბშე, არაფერში გჭირდებაო მითხრს და ვნახოთ, აბა : ))

  7. ნინ says:

    გამარჯობა გოგოებო. შავი წერტილების მოსაცილებლად და სახის გასაწმენდად, კოსმეტოლოგმა მასწავლა ერთი ხერხი: შეიძინეთ აფთიაქში დაჩხვლეტილი კოსმეტოლოგიური კოვზი, გაათბეთ, ისე რომ ასატანი იყოს და არ გწვავდეთ სახეს და ტენიან კანზე, წრიული მოძრაობით ისვით 5 წუთი მაქსიმუმ.. მერე ჩამოიბანეთ. რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ. მართლა შველის ;)
    სიბრძნის კიბილებს კი რაც დროზე მოიშორებთ, მით უკეთესი მართლა :დ

  8. მადლობა, საინტერესოა, ვცდი ამასაც :)) ტენიან კანში რა იგულისხმება ოღონდ: სველი უნდა გქონდეს თუ უბრალოდ დამატენიანებელი კრემი გესვას?
    სიბრძნის კბილებს რაც შეეხება, თუ ამოღებული გაქვს, მითხარი მტკივნეულია? შემაშინეს, ბევრი ფესვები და ნერვებია მანდო და დავპანიკდი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s