my drug

ვამბობ, რომ ადამიანები და მათთან ურთიერთობა მიყვარს, მაგრამ ბოლო ხანებში ყველაფერს ვაკეთებ ამის თავიდან ასარიდებლად. დროის უმეტეს ნაწილს ჩემს პატარა ოთახში გამოკეტილი ვატარებ… კომპიუტერთან მოჯაჭვული. ის კი უკვე გულის რევის შეგრძნებას მიტოვებს. მინდა გამოვრთო, ავდგე, მოვშორდე – მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებ.

ფანჯრიდან ვხედავ ცის პატარა ნაგლეჯს, რომელიც ძალიან ცისფერია და ყვითლად შეღებილ სახლს, რომელსაც მზე კიდევ უფრო ანათებს. ძალიან, ძალიან მინდა გარეთ გასვლა, მაგრამ სკამიდან ვერ ვდგები. თითქოს აქ ”დამასვარკეს”.

დედაჩემი მეუბნება, ნარკომანი გახდიო. მართლა ასეა. თითქოს ყველა და ყველაფერი ჩამინაცვლა ამ ნაცრისფერმა ყუთმა.

ჰოდა, ამ წამიდან, მე, მსოფლიოში ყველაზე უნებისყოფო ადამიანი ჩემს თავს ლიმიტებს ვუწესებ – დღეში მხოლოდ 4 საათი!!!!!!!

როგორც გინდა გადაანაწილე, 1 დღისით და 3 ღამით. ან 50/50-ზე.

მოკლედ, როგორც გინდა, მაგრამ არაუმეტეს! (ძალიან გამონაკლისი შემთხვევების გარდა).

ასევე, 1 კვირით ვაუქმებ facebook-ს. უფრო სწორად მაისის ბოლომდე.

კიდევ რა გავაკეთო? –  ა, ჰო, ახლავე ავდგები!

Advertisements

4 thoughts on “my drug

    • ჰო ^_^ მგონი ვერც მე, იმიტომ რომ ჩემი ფბ გავაუქმე და მამიდაშვილისათი ”ვმოძრაობ” : ))) მაგრამ, ხვალიდან 4 საათის პოლიტიკა ამოქმდდება ;)))

  1. აბა, დღეს ეს პოსტი რომ დავწერე, უკვე 4 საათზე მეტი იყო გასული და… : ))) თან, ”ხვალიდან” რომ ვთქვი და არა ”ორშაბათიდან” ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია : )))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s