მიყვარს, არ ვუყვარვარ…

 

უხეშად და პირდაპირ რომ ვთქვათ, ცალმხრივი სიყვარული ადამიანს სახეს ახევს.

ამაში დავრწმუნდი ჩემი დაქალის მაგალითზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდად არ ესიამოვნება ეს პოსტი, მაგრამ მე მაინც დავწერ და ასე “შემოვულაწუნებ”.

არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ფიქრობს, რომ გოგოს მხრიდან პირველი ნაბიჯი ტრაგედია და თავის დამცირებაა. პირიქით, ყოველთვის, როდესაც ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით რჩევას მთხოვს, მოვუწოდებ სასწრაფოდ გაუშვას მომხიბლავი იმპულსები.

მაგრამ, ჩემთვის დგება ეტაპი, როცა საქმეში თავმოყვარეობა ერთვება. თუ ვგრძნობ, რომ ვინმეს არ ვუნდივარ, იქ მე არაფერი მესაქმება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც იმ ადამიანის მიმართ თბილი გრძნობები მაქვს.

სწორედ ამიტომ, ხშირად ვამბობ, რომ ცალმხრივი სიყვარულისთვის არ ვარ განწირული (სამჯერ დავაკაკუნებ, თვალი არ მეცეს). ხანდახან მიფიქრია, იქნებ ჯობდეს კიდეც ეს ძაღლური ერთგულება – როცა ის გამცირებს, გაიგნორებს, ყურადღებას არ გაქცევს, შენ კი მაინც მისით და მისთვის ცოცხლობ? იქნებ ესაა ნამდვილი სიყვარული და არა ის, რასაც მე ვეძებ – იდეალურთან მიახლოებული ?!

ძალიან ზოგადი და მიკიბულ-მოკიბული საუბარი გამომდის, მაგრამ ადრესატი მიმიხვდება სათქმელს (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არაფერს შეცვლის). დანარჩენებს კი აუცილებლად მოგიყვებოდით ამ ისტორიას, მე ან რომელიმე ისეთ პირს რომ ეხებოდეს, ვინც მას არ წაიკითხავდა. შემდეგ კი ერთად განვიხილავდით და გავარჩევდით.

შეიძლება თქვათ, რა საჭიროა სხვისი ცხოვრების და გრძნობების ასე საჯარო ქექვაო, მაგრამ რეალურად ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ.

მოკლედ, ჩემო მეგობარო, თუ შენი სურვილი იქნება მოვყვები ჩემი თვალით დანახულ შენს ისტორიას. მერე შენც შეგეძლება მას სხვა კუთხიდან შეხედო და ახალი აღმოჩენები გააკეთო.

თუ არადა, იყოს ეს პოსტი, ასე, თავისთვის… იქნებ კიდევ ვინმეს ეცნოს და ”სწორ გზაზე დააყენოს” : )))))

Advertisements

4 thoughts on “მიყვარს, არ ვუყვარვარ…

  1. იმედია ამის გამო მეგობარი არ გაგიბრაზდება, თორე მე ერთხელ ვერ გამიგეს და დღემდე არ ვართ ძველებურად… და ვერც ვეღარასდროს ვიქნებით …

  2. რავიცი, ეხლა გვერდზე მიზის და მაგრად კიდია. ისევ თავისას უბერავს : ))))))))))

  3. nona ubilava says:

    me mitxarii dzalian maiteresebs sheni azrebi calmxrivi siyvarulis mimart dzalian gtxovvv :((( me mindaaaa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s