მაჩუქეთ : ))))

 

ამ პოსტის იდეა ცოტა მზაკვრულია, მაგრამ რადგან ჩემს დაბადების დღემდე ჯერ კიდევ ნახევარი წელიწადია, არა მგონია უნამუსობაში ჩამეთვალოს : ))

არც ის მგონია, ვინმე ახლა აპირებდეს რამის ჩუქებას. ამიტომ, მოდი, ეს პოსტი პატარა wish list-ად ჩავთვალოთ (პატარად იმიტომ, რომ გაცილებით ძვირადღირებული სურვილებიც მაქვს : )))

presents

მიყვარს საჩუქრები… ან ვის არ უყვარს?!

ისიც მართალია, რომ ამბობენ, თუ გულითაა ნაჩუქარი, ყველაფერი გაგიხარდებაო, თუმცა არსებობს ისეთი რამეები, რაც უფრო გაგიხარდება : )

როდესაც დაბადების დღეზე მივდივარ, იუბილარს აუცილებლად ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა ან ჭირდება. მერე მისი პასუხის მიხედვით ვარჩევ საჩუქარს. მოკლედ, ამ საქმეში პრაქტიკულობა მიყვარს!

არ მაჩუქოთ საყურეები, მძივები, ბეჭდები… მოკლედ, სამკაული!

ბოლო ერთი წელია, მივხვდი, რომ ისედაც საკმარისად დამიგროვდა. თანაც, თითქმის არასდროს ვიყენებ. სხვებზე ძალიანაც მომწონს, მაგრამ მე მეზედმეტება.

ისე… ერთმა ბიჭმა ამასთან დაკავშირებით კარგი გამოსავალი იპოვა. პოეტური ორდენის ”სამკაულის” ლექსების კრებული მაჩუქა შემდეგი წარწერით: ”ბეჭედი თუუ… მაინც გოგოა და, სამკაული… ჰოდა, ”სამკაული” : ))

მაჩუქეთ თავის მოვლისა და სილამაზის საშუალებები:

  • ტანის ლოსიონები
  • დუშგელები
  • პომადები
  • ტუშები
  • სუნამოები (ყვავილების გრილი სურნელით)
  • თვალის ფანქრები
  • ტონალური კრემები
  • რუმიანები
  • თმის ნიღბები
  • სილამაზის სალონის აბონიმენტი
  • სასაჩუქრე ვაუჩერი

და, მოკლედ, რაც გაგიხარდებათ ამ კატეგორიიდან : )))

ასევე აქსესუარები, როგორიცაა – ჩანთა, საათი, ქამარი, საფულე, მზის სათვალე, კოსმეტიჩკა, შარფი…

წიგნი !!!

კარგი წიგნი, სამახსოვრო წარწერით <3

(მაგალითად, ჯეინ ოსტინის წაკითხვა მინდა : )

თუ ნივთებიდან სულიერ არსებებზე გადაინაცვლებთ, ლეკვი მაჩუქეთ <3

Bolognese (dog)

ისე კი, რა მატრაკვეცული პოსტი გამომივიდა…

რაც გინდათ, ის მაჩუქეთ. მართლა ყველაფერი გამიხარდება

: )))


Advertisements

3 thoughts on “მაჩუქეთ : ))))

  1. ვაიმე, მეც სიამოვნებით ვიჩუქებდი თავის მოვლის საშუალებები რაც გიწერია ყველაფერს :დ

  2. მე არ მიყვარს როცა მეკიტხებიან რა გაჩუქოო, იმიტომ რომ არასდროს ვიცი რა მინდა :დ ყოველთვის ყველა საჩუქარი ძალიან ძალიან მიხარია

  3. სიყვარულოვნა, შენ ჩემს ბლოგს მეხუთასე, საიუბილეო კომენტარი აჩუქე <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s