facebook, კბილები, გამოცდები და სხვა

უკვე ზუსტად 1 კვირაა, რაც facebook გავაუქმე. მომენტებში მაგრად მინდება აღდგენა, განწყობის შესაბამისი სტატუსების და mood-ების დაყენება, მეგობრების სიახლეების გაცნობა, გამარტივბული კონტაქტი ყველასთან…

მაგრამ, როგორც კი email-ის გრაფაში ჩემს username-ს ჩავწერ და Tab-ით პაროლისაკენ გადავრთავ, მაშინვე ვჩერდები და საკუთარ ნებისყოფას ვუხმობ.

სასიამოვნო აღმოჩენაა, რომ თურმე მეც მქონია ეს უკანასკნელი :)

ასე რომ, ჩემს დაბრუნებამდე კიდევ 1 კვირა რჩება…

ზოგი ვერ ხვდება, რა აზრი აქვს fb-ს გაუქმებას, როდესაც მისი აღდგენა ზუსტად იმავე ოპერაციითა შესაძლებელი, როგორიცაა ყოველდღიური login. აი, განსხვავება – გაუქმებულ facebook-ში არავინ გიტოვებს კომენტარებს, გილაიქებს ფოტოებს, გიგზავნის მეგობრობის თხოვნას… და შენც არ გკლავს ინტერესი, ვინმემ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხომ არ გააკეთა.

აბა, გაუქმებული რომ არ მქონოდა და ისე დამეთქვა ეს 2 კვირა, გული როგორ გამიძლებდა ხანდახან მაინც არ შემეჭყიტა ?! (სავარაუდოდ, chat-ში offline-ზე მყოფს -სხვებს რომ გონებოდათ, გმირულად ასრულებს დანაპირებსო : )))))

მოკლედ, ასე გაცილებით მარტივია…

ეს პოსტი ანონიმ facebook-ომანის აღიარებას რომ არ დაემსგავსოს

(-გამარჯობა, მე თამთა მქვია და facebook-ით დაავადებული ვარ!

– გაამარჯობა, თამთა!) ჩემს სხვა ამბებსაც მოგიყვებით – უფრო წვრილ-წვრილებს… რადგან ის, მთავარი ამბავი, რომლის გარშემოც რეალურად ვბრუნავ ძალიან, ძალიან პირადი და ინტიმურია…პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. ამ თემას ჩემი ძმის გამო ვეხები. წელს ის აბიტურიენტია და დღეს ერთი საგანი (ქართული ენა და ლიტერატურა) წარმატებით ”გადააგორა”. ძალიან მინდა, რომ დანარჩენი შვიდიც და ეროვნულებიც ასევე ჩააბაროს :)

კიდევ, თუ გახსოვთ ვწერდი, რომ მაისში ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას ვიწყებდი – პირველი პუნქტი კბილები იყო. სწორედ დღეს ვიყავი სტომატოლოგთან, ამიღეს ყალიბი და ერთ კვირაში ახალ, უცხო სხეულთან ერთად დავიწყებ ცხოვრებას.

მართალია, სურათზე გამოსახულ ბრეკეტებს მხოლოდ შემოდგომიდან ვიდგამ და მანამდე რკინის ფირფიტის ტარება მომიწევს, მაგრამ არაუშავს:

მორჩა, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი…

ვისთვისაც მქონდა – ვუთხარი და ყველაზე მთავარს რამდენიმე დღეში ვეტყვი :)

Advertisements

10 thoughts on “facebook, კბილები, გამოცდები და სხვა

  1. თვითონ ბრეკეტები ორივე ყბაზე ჯდება 900 ლარი.
    რკინის ფირფიტა ჯდება 100 ლარი.
    ასევე, თავიდან დამჭირდა ე.წ. პანორამულის გადაღება, რაც ვაკის ლეჩკომბინატში ღირდა 30 ლარი.
    იმ სტომატოლოგირ კლინიკაში, სადაც მე მივედი (და ტერიტორიულად შენც გაწყობს, ვაკეშია, თიბისი ბანკთან) კონსულტაცია იყო უფასო.
    თუმცა, უკვე ფირფიტის ჩასმის შემდეგ ყოველი ვიზიტი ეღირება 10 ლარი – დაახლოებით თვეში ან 3 კვირაში ერთხელ, უნდა მოუჭირონ ხოლმე და უკვე ბრეკეტებზე ეგ ვიზიტი ღირს 40 ლარი.
    ანუ, საკაიფოდ ვიწეწები, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს კიდევ იაფი გამოდის : )))

  2. ჰო, პარასკევს ვარ ელექტრო ეპილაციაზე ჩაწერილი
    და აფხრეწვას ალბათ სადღაც 10 ივნისისთვის გავიკეთებ :)

  3. იაფი გამოდის შენი ბრეკეტები აშკარად. 1500 ლარზე ნაკლებად არსაც გამიგია მე

    • ჰო, არც მე გამიგია და გამიკვირდა. ვნახოთ, აბა… იმედია, არ მაბოლებენ : )))))))))

  4. ჰეჰე. რა მაგრად წერ. მომეწონა შენი სტილი. ადრეც ვიყავი ამ ბლოგზე, მაგრამ დიდი ხნით არ გავჩერებულვარ. ეს პოსტი კი ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე.

    გმარჯობა, მეც ფეისბუქით ვარ დაავადებული. ჩამწერეთ კლუბში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s