❤ something very Bumbastic ❤

ღამით, როდესაც არ გეძინება და ცოტათი სევდიანიც ხარ, სასიამოვნო ამბების გახსენება ყველაზე კარგი რამეა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი ლამაზი, იასამნისფერი ბლოგი გაქვს და შეგიძლია სასურველი ისტორიები მკითხველს გაუზიარო.

უცნაურია, იმის სურვილი, რომ ყველამ იცოდეს შენი გრძნობების შესახებ. ბევრჯერ მომისმენია რჩევა, სიყვარული დამალე და უფრო დიდხანს შეინარჩუნებო.

შეიძლება ოდესმე მეც მივიდე ამ დასკვნამდე, მაგალითად, ცხენი თუ მოვიპარე მაშინ (ყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა-ს მოტივებზე), მაგრამ ახლა მინდა, რომ ჩაგაჭყიტოთ ჩემს გულში და მხოლოდ ბედნიერი წუთების გახსენებით გავბედნიერდე : )

ეს პოსტი შენზეა… შენზე და ჩემზე, ჩვენზე : )

მინდა ყოველთვის ყველაფერი გახსოვდეს…

2010 წლის 26 ივლისს ავედი კოჯორში. ამ დღეს დიდხანს ველოდი, რადგან იქაურობა ძალიან მენატრებოდა. საღამოს, ტრადიციულად, ცაცხვის ქვეშ შევიკრიბეთ. ორი უცნობი ბიჭი იყო. უფრო სწორად, ერთს შორიდან ვიცნობდი, მეორე კი პირველად ვნახე.

როგორც მახსოვს, სკამზე ადგილი აღარ იყო და გვერდით იყვნენ ჩაცუცქულები. უჯმამ (აი, შორიდან რომ ვიცნობდი მანამდე) მითხრა, ესეც შენი უნივერსტეტელიაო. დავუწყე გამოკითხვა, რა ერქვა, რომელ ფაკულტეტზე სწავლობდა. მოკლედ, ძალიან ბანალურად. მერე ყველამ მაფიოზობანა ვითამაშეთ, სადაც ნოდომ (ჩემმა ახალმა ნაცნობმა) გიორგი ამოიჩემა და ყოველ რიგებაზე მას ადებდა ხელს.

მომდევნო დღეებში ხან ვის იჩემებდა, ხან – ვის. (თურმე თამაშის სტილი ჰქონია ასეთი : ))) ერთხელ მეც გავხდი მისი მსხვერპლი : )

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მთელ ”პალიანკაზე” მარტო მე და გიორგი დავრჩით, გადავწყვიტეთ, ”მენეჯერი” გვეთამაშა. მაშინ პირველად მივწერე ნოდოს, რომ ამოსულიყო (ის ქვედა უბანში ქირაობდა სახლს). თამაშში ბიჭებმა დამჩაგრეს, ბოლოს მომბეზრდა მესამე ადგილზე ჩანჩალი და ჩემი სათამაშო ავლა-დიდება მას გადავულოცე.

იმ დღის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ მივწერეთ ერთმანეთს ტიპიური მოკლე ტექსტური შეტყობინებები, როგორებიცაა: ”სად ხართ?”, ”პალიანკაზე ამოდი”, ”გრძელი სახლის უკან ვართ”, ”ცენტრში გავდივართ” და ა.შ… მერე მისი ძმაკაცები ბაზალეთზე წავიდნენ, მაგრამ ის მაინც ამოდიოდა ხოლმე.

დაიწყო ”ჩაი პიწიეების” ეპოქა – ღამის 2-3 საათზე შემორჩენილი 4-5 ბავშვი (ძირითადად, მე, ნოდო, თაზო, ანუკი და ნინო) ჩემს კოტეჯში შევდიოდით, ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. ახლა რომ ვითვლი, ნოდო სულ სამჯერ იყო, რადგან დღემდე 21 კოვზი შაქარი აქვს ჩემი ვალი. თითო შემოსვლაზე კი 7-7 კოვზს იყრიდა : ))))

ჩვენი პირველი სურათი, გადაღებულია პიკნიკზე.

ბოლო ”ჩაი პიწიე” სწორედ ამ დღეს გვქონდა . უცნაური დღე იყო. მაშინ პირველად ვიგრძენი რაღაც, ძალიან უჩვეულო… ტყეში, პლედზე ვისხედით. მე მასზე ვიყავი მიყრდნობილი. ერთ მომენტში რაღაცნაირად შეიშმუშნა. ვიფიქრე, ვაწუხებ-მეთქი და გამოვიწიე. უცბად ზურგიდან მუცელზე ხელი მომხვია და მიმიკრა, იყავიო. ეს სხვას არავის დაუნახავს ან შეუმჩნევია. მხოლოდ მე დამიარა ტანში ჟრუანტელმა და ახლაც რომ მახსენდება, იმავეს ვგრძნობ…

მეორე დღეს ტაბახმელაში ჩავედი, კურსელებთან. რომ დაღამდა გადავწყვიტე კოჯორში დარჩენილი ბავშვები მომეკითხა და ნოდოს მივწერე, ერთობით უჩემოდ-მეთქი? მიპასუხა, რომ თვითონაც თბილისში წამოსულიყო. მერე დილამდე გავაგრძელეთ მესიჯობა – გუშინ ღამითაც მინდოდა მოწერა, მაგრამ, ალბათ, გეძინებოდა და აღარ გაგაღვიძეო.

გამთენიისას თვითონ ჩაეძინა : )

მესამე დღეს კოჯორში ასულს ანუკი და ნუციკო გაცისკროვნებულები დამხვდნენ და ექსპერტთა დასკვნაც დაიდო:

”ნოდოს მოწონხარ!”

არგუმენტი: ”სანამ მე ტაბახმელაში ვიყავი, ”პალიანკაზე” ერთხელაც არ გამოჩენილა.” გოგონები ყოფილან ქვედა უბანში ჩასულები და მხოლოდ შორიდან მისალმებია, მერე თბილისშიც წავიდა…

მოგვიანებით გამომიტყდა, რაღაც პერიოდის მერე უკვე მართლა შენ გამო ამოვდიოდი ხოლმეო <3

მანამდე კიდევ ერთი დღე იყო, 10 აგვისტო. მეორე დილას ქობულეთში მიდიოდა და საღამოს თბილისიდან ამოგვისეირნა, ოღონდ მარტომ არა… ერთი ბიჭი ახლდა, რომელიც ადრე მომწონდა და … რაღაცნაირად დავიძაბე. ვფიქრობდი, რომ იმ დღეს ნოდო ყველაფერს გაიგებდა ჩვენ შესახებ და ჩემ მიმართ შეიცვლებოდა :S:S

რომ წავიდნენ, გზიდანვე დამიმესიჯა… ამოვისუნთქე!!!

ეხლა თქვენც ამოგასუნთქებთ, თორემ ძალიან დიდი პოსტი გამოვიდა, არადა წინ კიდევ იმდენი ისტორიაა : ))

დროებით :* რაღაც ამაღლებულ განწყობაზე ვიძინებ <3

რა თქმა უნდა,

To Be Continued… ❤❤❤

Advertisements

13 thoughts on “❤ something very Bumbastic ❤

  1. რა გემრიელად წასაკითხი პოსტიააა : ))) სურათების გარეშეც კი.. აი მეც ზუსტაად ასე ვარ ხოლმე. ყველაფერი წვრილმანებში მახსოვს, როდის სად წავედი, როდის მოვიდა, სად დავინახე, როგორ იჯდა და ა.შ. :)
    ველი გაგრძელებას მე : )))

  2. cruella says:

    ის გამოგრჩა ქობულეთში, 1 კვირაში 87687678628678686 მესიჯი რომ მიწერეთ ერთმანეთს და ყველგან ვირტუალური ნოდოს აჩრდილი დაგვყვებოდა :))))

  3. მაადლობა, გოგოები… გაგრძელება იქნება :>:>
    და ნათ, ეგ ისტორიაც შემდეგ მოდის, ჯერ კოჯორში ვართ : )) :*

    • ამ წუთას საერთოდ არ მაქვს ამ პოსტის გაგრძელების სურვილი :|

  4. აუჰ თამთ, რატომღაც პირველად ვნახე ეს პოსტი, გაგეცინება და გუგლში კოჯრის ფოტოებს ვეძებდი და იმიტომ :)))))) რა სასიამოვნო იყო რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ და როგორ მენატრებით ყველა, მათ შორის ,,ჩაი პიწიეც” :)) და კიდევ, მე და ნუციკო არც ისე ცუდი ექსპერტები ვიყავით :)) ძაან მიყვარხარ <3

    • ჰაჰაჰა, ანუკი, რა პოსტი ამოგიგექავს <3 ძალიან მიყვარხარ და მენატრები მეც… ჩვენი კოჯრული თავგადასავლებიც მენატრება და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს ყველაფერი.. ნუ, რა თქმა უნდა, ცოტა სხვა კუთხით, მაგრამ მაინც.. :D :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s