წიგნის ფესტივალი 2011

 

წიგნების ფესტივალზე პირველად შარშან, ფილარმონიის ივენთ ჰოლში ვიყავი და 3 წიგნი შევიძინე:

  • ერიკ-ემანუელ შმიტის ”ნოეს შვილი”, რომელიც ძალიან მომეწონა.
  • 2006-2007 წლის 15 საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგანაც 1 თუ 2 წავიკითხე და დიდად არ ავღფრთოვანდი.
  • ელფრიდე იელინეკის ”პიანისტი ქალი”, რომელიც ძალიან ძნელად იკითხებოდა და რამდენიმედღიანი ტანჯვის შემდეგ შევეშვი. ჩემს ცხოვრებაში არსებობენ წიგნები, რომელთაც მოგვიანებით ვუბრუნდები ხოლმე. ასე რომ, დროებით გვერდზე გადავდე.

ასევე, ვიყავი კარცერი-ლუქსის ერთერთი ”პატიმარი” და საჩუქრად მივიღე გურამ გეგეშიძის რომანი ”სტუმარი” – ჯერ არ წამიკითხავს :)

წიგნის ფესტივალი

ამ ყოველივეზე ძველ ბლოგში უფრო ვრცლად მეწერა, თუმცა რადგან მას პაროლი ადევს, აქაც გადმოვიტანე.

რაც შეეხება წლევანდელ შენაძენებს.

  • პირველ რიგში ვიზრუნე ბებოზე და ვუყიდე ბავშვობის მეგობრის, ნოდარ წულეისკირის წიგნი.
  • ჩემთვის შევიძინე დიბისი პიერის ”ვერნონ გენიოს ლითლი”,
  •  იუსტაინ გორდერის ”სოფის სამყარო”
  • ენ ბრაშერესის ”ოთხი გოგო და ერთი ჯინსი”, რომელზეცამ ვიცი, რომ ფილმია გადაღებული, თუმცა არ მინახავს. ამიტომ, გადავწყვიტე ჯერ წიგნი წავიკითხო და შემდეგ ვუყურო. შთაბეჭდილებებზე მოგვიანებით დავწერ.
  • ჰო, კიდევ, დედამ იყიდა 6 წიგნი მსოფლიოს მხატვართა სერიიდან, კიდევ წიგნი ტერენტი გრანელზე და ფსალმუნთა განმარტებები.

მახსოვს, წინა წელს ბლოგზე დავწერე, რომ, იმედია, მომავალ წელს უფრო მეტი წიგნის ყიდვას შევძლებ-მეთქი და ამიხდა.

ასე რომ, ახლა, ისღა დამრჩენია დავჯდე და ვიკითხო : ))

Advertisements

3 thoughts on “წიგნის ფესტივალი 2011

  1. ანა says:

    “ვერნონ გენიოს ლითლით” დაიწყე, მეც ეხლა ვიყიდე ფესტივალზე და ძალიან მომეწონა :)

  2. კარგი, გავითვალისწინებ შენს რჩევას ^_^

    ”სოფის სამყარო” ზაფხულისთვის გადავდე. საკმაოდ სქელტანიანი წიგნია და თანაც ფილოსოფიური, არამგონია ეხლა მაგას ჩავუღრმავდე.
    ზაფხულში, იმედია, მოვიცლი : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s