BFF

 

წიგნის ფესტივალზე ენ ბრაშერესის რომანი ”ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” შევიძინე. ვიცოდი, რომ ამავე დასახელების ფილმიც არსებობდა, თანაც თურმე ის მოზარდებზე დაწერილ ბესტსელერთა ხუთეულშია.

რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა ჯერ სხვა წიგნს ვკითხულობდი, მერე ”ვისვენებდი”… გუშინ კი გადავწყვიტე, დამეწყო. დილის 5 საათზე მოვრჩი კითხვას. არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებულია. უფრო სწორად, განსაკუთრებული ნამდვილად არის, ოღონდ არა მხატვრულ-ლიტერატურული კუთხით.

Sisterhood1Book

(წიგნის ქართული გამოცემის ყდა გაცილებით უკეთ გამოიყურება ^_^ )

”მოგზაური შარვლის დობილები” 4 მეგობარი გოგონაა: კარმენი, ტიბი, ლინა და ბრიჯიტი. ისინი სამშობიაროდან მოყოლებული ერთად იზრდებიან და ნამდვილი BFF არიან თავისი ”დაქალოჩკური” ტრადიციებით, თანადგომებით, საიდუმლოებით, საერთო გეგმებით და ა.შ.

sisterhood

ამ წიგნს (და მერე უკვე ფილმსაც) პირველად არ დავუფიქრებივარ ამ საკითხზე. ხან ”sex and the city”, ხან ბრიტნი სპირსის რომელიღაც ფილმი (აი, დღიური რომ აქვთ და მიწაში მარხავენ), ხან უბრალოდ რეალობაში არსებული 3 და მეტი გოგონასაგან შემდგარი ”სადაქალოები” მახსენებდნენ, რომ მე მხოლოდ სკოლაში, 1-2 წლით მქონდა ამის ”ბედნიერება”. მერე დავიშალეთ და მათგან მხოლოდ ნუცა შემომრჩა. ის, რა თქმა უნდა, ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ რაღაც მაინც ვერ არის ისე, როგორც მე მინდა…

მე და მას არაერთხელ გვინატრია, ნეტავ კიდევ გვყავდეს ისეთივე ახლო მეგობარი, როგორებიც ჩვენ ვართო…

მინდა, ყოველი კვირის ან თვის ბოლოს მაინც ვიცოდე, რომ სადღაც ჩემი გოგონები მელოდებიან – ერთმანეთისგან და ჩემგან სრულიად განსხვავებულები, მაგრამ მაინც ჩემები

არადა, ვბერდები უკვე, რაღა დროს ჩემი BFF-ია :(


Advertisements

ძველი და ახალი გეგმები

 

ბლოგზე დროდადრო ვწერდი ხოლმე ე.წ. to do list-ებს. ახლა ვაპირებ თვალი გადავავლო მათ და ვნახო – რა შევასრულე, რა არა…

მაისიდან ვაპირებდი :

  • აერობიკაზე და ავტოსკოლაში სიარულსაერობიკაზე ვიარე კიდეც, მაგრამ 5-6 გაკვეთილი გამოვიდა და მერე დაიხურა, ხალხი არ ყავდათ.
  • თმის წაბლისფრად შეღებვას – Done : )
  • სამსახურის ძებნას – რამდენიმე ადგილას გავაგზავნე CV, თუმცა არავინ გამომხმაურებია და მერე შევწყვიტე, რადგან ზაფხულში დასვენებას ვერ შეველევი.

ასევე მქონდა ერთი პოსტი, სადაც ვწერდი საზაფხულო გარდერობის განახლებაზე. სამწუხაროდ, სურათები არ მაქვს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი შევიძინე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვარდისფერი კორსეტი, რომელიც ძალიან მომწონს და ერთი სული მაქვს ჩავიცვა <3

საზაფხულო გეგმებს რაც შეეხება. ტრადიციულად, ივლისის შუა რიცხვებისთვის კოჯორში ავდივარ. მერე უკვე არვიცი, ალბათ, ზღვაზე და სოფელშიც წავალ, ოღონდ აგვისტოს ბოლოსკენ.

ადრე ყოველთვის ვამბობდი, რომ ”ამ ზაფხულს მაგრად უნდა გავერთო”, მაგრამ წელს მხოლოდ დასვენება მინდა და ასევე ზაფხულის ნაყოფიერად გამოყენება სამომავლო, გრანდიოზული გეგმებისათვის.

რას გულისხმობს ეს გეგმები?

აი, ამის დაწერას ბლოგზე აღარ ვაპირებ. რაც აქამდე ვწერე და ოდნავ მაინც სერიოზული იყო, ყველაფერი წყალში ჩამეყარა და ცარიელ მატრაკვეცობად დარჩა. ასე რომ, დავწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც შედეგები სახეზე იქნება.

ისინი კი აუცილებლად იქნება…

სულ სხვა sex and the city

 

რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე ქენდის ბუშნელის წიგნი ”sex and the city” ჩემს wish list-ში ჩამეწერა. ცოტა ხანში კი გავიგე, რომ ქართული ჟურნალი ” და ქალი” მის ქართულ ენაზე გამოცემას აპირებდა. მაისის ნომერი გამოვიდა თუ არა სულ რაღაც 3 ლარად შევიძინე წიგნი და მაშინვე შევუდექი კითხვას…

სექსი დიდ ქალაქში წიგნი

ზოგადად, ვეთანხმები წარმოდგენას იმის შესახებ, რომ წიგნი ყოველთვის ჯობს ეკრანიზაციას. ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც მე აბსოლიტურად იმედგაცრუებული დავრჩი.

ჯერ ერთი, ჩემი საყვარელი გმირები, რომლებიც სერიალში ჩანან წიგნში სულაც არ არიან მთავარი პერსონაჟები (თუ არ ჩავთვლით ქერის და მისტერ ბიგს). შედარებით ხშირადაა ნახსენები სამანტა ჯონსი, უფრო ნაკლებად მირანდა ჰობსი და სულ რაღაც ერთხელ შარლოტა იორკი, რომელსაც სერიალის შარლოტასთან საერთო მხოლოდ სახელი და გვარი აქვს.

ქერის და ბიგის ხაზსაც რომ გავყვეთ, საინტერესო არაფერია. ბიგი ერთი საზიზღარი ვინმეა – ბევრად უფრო საზიზღარი, ვიდრე კრის ნოტის პერსონაჟი, რომელიც ბევრჯერ გაამწარებს ქერის, მაგრამ ბოლოს მაინც მიხვდება, რომ უსამართლოდ ექცეოდა და ვერ აფასებდა…

Carrie-and-Big-paris

კარგი, დავივიწყოთ ამ გმირების არსებობა და წიგნს ისე შევხედოთ, როგორც სერიალისაგან სრულიად დამოუკიდებელ ნაწარმოებს. მან ვერანაირად ვერ შეძლო ჩემი ჩათრევა. დაახლოებით თვე-ნახევარი მოვუნდი 320 პატარა გვერდის წაკითხვას. კი, არის რაღაც სიტუაციები აღწერილი, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაკლებად საინტერესო და აქტუალური.

პრინციპში, სათაურს მართლაც ამართლებს, რადგან მხოლოდ ნიუიორკულ სექსზეა საუბარი – არსადაა მეგობრობა, სიყვარული, ადამიანური ურთიერთობები, ანუ ისევ და ისევ ის, რაც ასე ძალიან მომწონს სერიალში.

ბოლოს კი ყველაფერი მთავრდება ასე:

”მისტერ დიდი (Big) ბედნიერად არის დაქორწინებული.

ქერი ბედნიერად არის კენტად.”

:|

არა, ეს სულ სხვა ”სექსი დიდ ქალაქშია”, სულ სხვა ქერი და სულ სხვა ბიგი.

აღარასოდეს მივუბრუნდები ამ წიგნს!!!

აუცილებლად ვუყურებ სერიალს და ფილმებს კიდევ არაერთხელ <3

დავიღალე და მჭირდება…

ბლოგზე აღარ ვწერ, იმიტომ რომ აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს. ეს პოსტიც გულის მოსაოხებლად იქმნება. ვიცი, არ უშველის საქმეს, მაგრამ მაინც…

ყველა იმ პრობლემას რომ თავი დავანებოთ, რაზეც აქ არ დავწერ, ძალიან დამღალა თბილისმა და მისმა ხმაურმა. უკვე ისე მაღიზიანებს, რომ ნერვები აღარ მაქვს წესრიგში. ან შეიძლება ჯერ ნერვები გამიფუჭდა და მერე შემაწუხა ქალაქურმა რიარიამ.

მოკლედ, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჯერ კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი. სასწრაფოდ მინდა აქედან წასვლა სადმე, სადაც არ იქნება: მანქანები, ტელევიზორები, სვარკები… სადაც ადამიანები არ იყვირებენ და ხმადაბლა ისაუბრებენ. საერთოდ, ისინიც თუ არ იქნებიან და ცოტა ხნით სულ მარტო ვიქნები, მაგას არაფერი ჯობს.

იდილია წარმომიდგენია ერთი ძალიან მიყრუებული და, რომ იტყვიან, ღვთისგანაც მივიწყებული სოფლის სახლში, ტყესთან ახლოს… ტყეში წყარო უნდა იყოს, საიდანაც დღეში რამდენჯერმე მოვიტან ხოლმე დოქით წყალს… ამ ჩიტებსაც, ახლა რომ ჟღურტულებენ და ნერვებს მიშლიან, რადგან მათი ხმა სხვა ხმეში ირევა და მაგიჟებს, იქ უფლება ექნებათ ყურის წაღებამდე იხმაურონ. ჭრიჭინას და ხის ჭიასაც კი ვრთავ ღამღამობით ჩემი ძილის დაფრთხობის ნებას. თუ გინდათ, თაგვებმაც ირბინონ სხვენში და აქეთ-იქით აგორაონ თხილი ან ნიგოზი (ოღონდ ქვედა სართულზე არ ჩამოვიდნენ)…

დილით შევჭამ ხოლმე ცივ მჭადს, ყველს და კიტრი-პამიდვრის სალათას. მერე გავისეირნებ ტყეში, ძირს დავაფენ პლედს და მასზე წამოვგორდები. ჯერ წიგნს წავიკითხავ მუსიკის თანხლებით, მერე თვალებს დავხუჭავ და ფიქრებში გავერთობი. ცოტა ხანში გამომეღვიძება, ტყეში გავივლ-გამოვივლი, გირჩებს შევაგროვებ და მინდვრის ყვავილებს ჩავაწნი. მერე წიწვებისგან მძივებს ავაწყობ. მოკლედ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბავშვობაში იყო…

მზე ცოტათი რომ გადავა სოფლისგან 3-4 კილომეტრით დაშორებულ ცენტრში წავალ რამის საყიდლად – აუცილებლად, ველოსიპედით, რომელსაც წინ კალათა ექნებოდა და სწორედ იქ ჩავალაგებ პროდუქტებს. უკანა გზას კიდევ უფრო გავიგრძელებ და უცნობ არე-მარეებს ავითვისებ.

შებინდებულზე სახლში დავბრუნდები. იქ რას გავაკეთებ, არ ვიცი. ქსოვა მაინც მეხერხებოდეს… არც ის ვიცი, რამდენ ხანში მომბეზრდება ასე ცხოვრება, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ამ წამს ყველაზე მეტად სწორედ ეს მჭირდება.

მაგრამ სადაა :(

Lilac – my obsession

 

რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში რემონტის კეთება დავიწყეთ. დაახლოებით ვიცოდი, რა ფერის კედლები მინდოდა ჩემს ოთახში, თუმცა შპალიერის მაღაზიაში მისულს ბევრი აღარ მიყოყმანია და ხელი პირდაპირ იასამნისფერს დავადე. იმ დღიდან იასამნისფერ ოთახში ვბინადრობ…

მე თუ მკითხავენ, რა მომწონს ამ ფერში, ვუპასუხებ, რომ ის ჩემს თავს მაგონებს: ნაზია, ქალური, დახვეწილი… თითქოს თბილიც, მაგრამ მაინც დისტანციური. თვითონ ყვავილი, იასამანიც ასეთად წარმომიდგენია.

სურნელზე ჰომ აღარაფერს ვამბობ – შეუდარებელია <3

დედას ცოტა ”აშინებდა” ჩემი გატაცება ამ ფერით. თანამშრომელს უთქვამს, იასამნისფერი ემოციურად და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანების ფერიაო.

არ ვიცი, ვითომ ასეა? : ))

სხვათა შორის, ჩემთვის არასოდეს უჩუქნიათ იასამნები.

დღეს ერთერთ ჟურნალში წავიკითხე ქალბატონების დახასიათება მათი საყვარელი ყვავილების მიხედვით. ასეთი რამეები ნაკლებად მჯერა, თუმცა ფაქტია, რომ ჩემს შემთხვევაში დაემთხვა:

მას უპირატესობას მკაცრი, არაეგზალტირებული პიროვნება ანიჭებს. შესაძლოა, ეს ვიზუალური სიმკაცრე მას მომეტებული თავმოყვარეობის შესანიღბავადაც სჭირდება. არახელსაყრელ პირობებში ის საკუთარ თავში იკეტება, უცხოვდება და სიმშვდეს ბუნების წიაღში ეძებს. იასამნის მოყვარული დახვეწილი, ნატიფი ადამიანია, რომელსაც მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. ხშირად განიცდის ენერგიის უკმარისობას და მიზნის მისაღწევად მთელი ძალით არასოდეს იბრძვის, თუმცა სხვების დახმარება ძალიან უყვარს.

საუკეთესო და საამაყო დახასიათება ნამდვილად არაა, თუმცა ზუსტად ასეთი ვარ. არც ერთს ჰოროსკოპს და მსგავს ”მაიმუნობას” არ გამოუხატავს ჩემი ხასიათი ასე ზუსტად და ერთი ერთში :)

დილით სასიამოვნო მესიჯი დამხვდა ვეკოსგანაც – თურმე Lilac-ის საიდუმლო მნიშვნელობა “first signs of love” ყოფილა. ძალიან მომეწონა ეს ფრაზა და გადავწყვიტე ბლოგის tagline-ად გამოვიყენო.

ამ უკანასკნელს დიდი ხანია ვეძებდი და აი, ის თავისი ფეხით (უფრო სწორად, ვეკოს კლავიატურით) მომადგა კარს : )

არაფერი

ბოლო პოსტი გოგოშკობებზე წავშალე

2 მიზეზის გამო:

1) angel.ge-დან მომწერეს, რომ ის არ ჯდებოდა კონკურსის ფორმატში

2) სინამდვილეში ეგრე არ ვფიქრობდი, რეებიც მეწერა და თუ კონკურსზეც არ გამომადგებოდა, რათ მინდოდა.

და, საერთოდ, ბლოგის წაშლაც მინდა, მაგრამ ვიცი, რომ დამენანება და ჯერჯერობით თავს ვიკავებ

დადებითი აბდაუბდა

 

წინა პოსტის კომენტარებშიც აღვნიშნე და აქაც გავიმეორებ, რომ ის გაბრაზებულ გულზე შეიქმნა. ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე ამ დონის ანუ მართლა გრძნობებამდე დასული რამეები ბლოგზე არ ვწერო.

ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ

მიყვარს…

და

ვუყვარვარ…

ბოლო დროს ჩემს ძმასაც ხშირად ვახსენებ, არა? : ))

დღეს ოფიციალურად გავიგეთ, რომ სკოლა წარმატებით და ატესტატით დაამთავრა. ხვალ ბანკეტი აქვს. ვიყავით ”ქარვასლაში”, სადაც მისი არჩევანით და ჩემი დადასტურებით შარვალი და პერანგი შევიძინეთ.

მომესწრო ბიჭი : )))

თაზოს სურათი ბანკეტიდან

კიდევ მაქვს სიახლეები, მაგრამ ცოტა მოგვიანებით დავწერ – ბარემ ბოლომდე მივიყვანო.

პოსტის ბოლოს კი ჩემს ერთერთ საყვარელ ბლოგერს, ვეკოს და მის შეყვარებულს, რომელიც უკვ მისი საქმროა მივულოცავ დანიშვნას ^_^

ასეთ ისტორიებს გულგრილად ვერ ვუყურებ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვეკოს პოსტებისა და facebook-ზე დადებული ფოტოების დამსახურებით, თავი მათი ამბის თანამონაწილეც კი მგონია.

Be Happy 4ever & 2gether <3