Lilac – my obsession

 

რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში რემონტის კეთება დავიწყეთ. დაახლოებით ვიცოდი, რა ფერის კედლები მინდოდა ჩემს ოთახში, თუმცა შპალიერის მაღაზიაში მისულს ბევრი აღარ მიყოყმანია და ხელი პირდაპირ იასამნისფერს დავადე. იმ დღიდან იასამნისფერ ოთახში ვბინადრობ…

მე თუ მკითხავენ, რა მომწონს ამ ფერში, ვუპასუხებ, რომ ის ჩემს თავს მაგონებს: ნაზია, ქალური, დახვეწილი… თითქოს თბილიც, მაგრამ მაინც დისტანციური. თვითონ ყვავილი, იასამანიც ასეთად წარმომიდგენია.

სურნელზე ჰომ აღარაფერს ვამბობ – შეუდარებელია <3

დედას ცოტა ”აშინებდა” ჩემი გატაცება ამ ფერით. თანამშრომელს უთქვამს, იასამნისფერი ემოციურად და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანების ფერიაო.

არ ვიცი, ვითომ ასეა? : ))

სხვათა შორის, ჩემთვის არასოდეს უჩუქნიათ იასამნები.

დღეს ერთერთ ჟურნალში წავიკითხე ქალბატონების დახასიათება მათი საყვარელი ყვავილების მიხედვით. ასეთი რამეები ნაკლებად მჯერა, თუმცა ფაქტია, რომ ჩემს შემთხვევაში დაემთხვა:

მას უპირატესობას მკაცრი, არაეგზალტირებული პიროვნება ანიჭებს. შესაძლოა, ეს ვიზუალური სიმკაცრე მას მომეტებული თავმოყვარეობის შესანიღბავადაც სჭირდება. არახელსაყრელ პირობებში ის საკუთარ თავში იკეტება, უცხოვდება და სიმშვდეს ბუნების წიაღში ეძებს. იასამნის მოყვარული დახვეწილი, ნატიფი ადამიანია, რომელსაც მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. ხშირად განიცდის ენერგიის უკმარისობას და მიზნის მისაღწევად მთელი ძალით არასოდეს იბრძვის, თუმცა სხვების დახმარება ძალიან უყვარს.

საუკეთესო და საამაყო დახასიათება ნამდვილად არაა, თუმცა ზუსტად ასეთი ვარ. არც ერთს ჰოროსკოპს და მსგავს ”მაიმუნობას” არ გამოუხატავს ჩემი ხასიათი ასე ზუსტად და ერთი ერთში :)

დილით სასიამოვნო მესიჯი დამხვდა ვეკოსგანაც – თურმე Lilac-ის საიდუმლო მნიშვნელობა “first signs of love” ყოფილა. ძალიან მომეწონა ეს ფრაზა და გადავწყვიტე ბლოგის tagline-ად გამოვიყენო.

ამ უკანასკნელს დიდი ხანია ვეძებდი და აი, ის თავისი ფეხით (უფრო სწორად, ვეკოს კლავიატურით) მომადგა კარს : )

Advertisements

6 thoughts on “Lilac – my obsession

  1. ნათი, ნათი, ნაათ <3 მეგონა კომენტარი შენი ბლოგიდან დატოვე და გამიხარდა… გააკეთე, რა :*

  2. აუ,ე ს პოსტი უნიში წავიკითხე და არ მინდოდა იქიდან ჩემი სახელით დაკომენტარება და მერე დამვიწყებია :ს

    იასამნისფერი მეც ძალიან რომ მიყვარს ჩემ ბლოგსაც ეტყობა ^_^ თუმცა, შენი ბლოგი რაღაც უფრო ვარდისფერივითაა :პ

  3. არაა ეს ვარდისფერი. ჰედერი არის მუქ იასამნისფერზე და ქვედა ფონია დაახლოებით რა სურათიც დავდე ფავორიტ ფერად, იმაზე…

  4. ვგიჟდები იასამნისფერზე, ჩემი უსაყვარლესი ფერია, თმებიც კი იასამნისფრად მქონდა შეღებილი (რაღაც ნაწილი), ჰოდა იასამნებიც უზომოდ მიყვარს.

    • ჰო, რაღაცნაირად გეტყობა რომ გიყვარს… ანუ შენს ბლოგს ეტყობა თითქოს. ვიზუალურად არა, პოსტებში : ))) და შენს სურათებში ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s