დავიღალე და მჭირდება…

ბლოგზე აღარ ვწერ, იმიტომ რომ აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს. ეს პოსტიც გულის მოსაოხებლად იქმნება. ვიცი, არ უშველის საქმეს, მაგრამ მაინც…

ყველა იმ პრობლემას რომ თავი დავანებოთ, რაზეც აქ არ დავწერ, ძალიან დამღალა თბილისმა და მისმა ხმაურმა. უკვე ისე მაღიზიანებს, რომ ნერვები აღარ მაქვს წესრიგში. ან შეიძლება ჯერ ნერვები გამიფუჭდა და მერე შემაწუხა ქალაქურმა რიარიამ.

მოკლედ, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჯერ კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი. სასწრაფოდ მინდა აქედან წასვლა სადმე, სადაც არ იქნება: მანქანები, ტელევიზორები, სვარკები… სადაც ადამიანები არ იყვირებენ და ხმადაბლა ისაუბრებენ. საერთოდ, ისინიც თუ არ იქნებიან და ცოტა ხნით სულ მარტო ვიქნები, მაგას არაფერი ჯობს.

იდილია წარმომიდგენია ერთი ძალიან მიყრუებული და, რომ იტყვიან, ღვთისგანაც მივიწყებული სოფლის სახლში, ტყესთან ახლოს… ტყეში წყარო უნდა იყოს, საიდანაც დღეში რამდენჯერმე მოვიტან ხოლმე დოქით წყალს… ამ ჩიტებსაც, ახლა რომ ჟღურტულებენ და ნერვებს მიშლიან, რადგან მათი ხმა სხვა ხმეში ირევა და მაგიჟებს, იქ უფლება ექნებათ ყურის წაღებამდე იხმაურონ. ჭრიჭინას და ხის ჭიასაც კი ვრთავ ღამღამობით ჩემი ძილის დაფრთხობის ნებას. თუ გინდათ, თაგვებმაც ირბინონ სხვენში და აქეთ-იქით აგორაონ თხილი ან ნიგოზი (ოღონდ ქვედა სართულზე არ ჩამოვიდნენ)…

დილით შევჭამ ხოლმე ცივ მჭადს, ყველს და კიტრი-პამიდვრის სალათას. მერე გავისეირნებ ტყეში, ძირს დავაფენ პლედს და მასზე წამოვგორდები. ჯერ წიგნს წავიკითხავ მუსიკის თანხლებით, მერე თვალებს დავხუჭავ და ფიქრებში გავერთობი. ცოტა ხანში გამომეღვიძება, ტყეში გავივლ-გამოვივლი, გირჩებს შევაგროვებ და მინდვრის ყვავილებს ჩავაწნი. მერე წიწვებისგან მძივებს ავაწყობ. მოკლედ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბავშვობაში იყო…

მზე ცოტათი რომ გადავა სოფლისგან 3-4 კილომეტრით დაშორებულ ცენტრში წავალ რამის საყიდლად – აუცილებლად, ველოსიპედით, რომელსაც წინ კალათა ექნებოდა და სწორედ იქ ჩავალაგებ პროდუქტებს. უკანა გზას კიდევ უფრო გავიგრძელებ და უცნობ არე-მარეებს ავითვისებ.

შებინდებულზე სახლში დავბრუნდები. იქ რას გავაკეთებ, არ ვიცი. ქსოვა მაინც მეხერხებოდეს… არც ის ვიცი, რამდენ ხანში მომბეზრდება ასე ცხოვრება, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ამ წამს ყველაზე მეტად სწორედ ეს მჭირდება.

მაგრამ სადაა :(

Advertisements

10 thoughts on “დავიღალე და მჭირდება…

  1. ზუსტად ვიცი მე ეს ყველაფერი ძალიან მალე მომბეზრდებოდა :დ მაქსიმუმ 1 კვირა, ესეც ძალიან მაქსიმუმ :დ
    ჩვენ ყველანი “ასფალტის” შვილები ვართ და მას ვერსად გავექცევით :დ

  2. მეც ეგრე, შეილება 1 კვირაც ვერ გავქაჩო და მხოლოდ 2 დღე, შაბათ-კვირაც მეყოს, მაგრამ იმდენად მეყოფა, რომ მერე ნახევარი წელიწადი მაინც ისევ ”ასფალტი” ვტკეპნო :))

  3. nuca says:

    au mec mchirdeba exla egeti adgili tan saswrapod male morches es ivnisi da mere mec da shenc gvegirseba am aspaltiani tbilisidan casvla da mcvaneshi kopna :))))) ise me dzirs pledis gashlas hamaks vamjobinebdi :))) mainc mcerebi naklebad shemacuxebdnen :)))

    • მე მართლა ვაპირებ, გამოცდების მერე სადმე წასვლას. თუ მთლად ასეთ სიტუაციაში არა, დაახლოებით მსგავსში მაინც. მარტო გამოვა თუ არა, ეგეც არვიცი, მაგრამ ისეთ ადამაინებთან ერთად, რომლებიც სიმყუდროვის განცდას აღმიძრავენ :)

  4. არ მინდა პოსტი ჩაგიშხამო მაგრამ მარტო რომ წახვიდე ეგეთ მიყრუებულ სახლში, მეორე დილით შეშინებული ჩამოხვალ.

    es chemi varaudi aris.

    p.s
    ukacravad aseTi Tavxeduri komentaristvis :d

    • მთავარია, ღამურები არ შემომიფრინდნენ, თორემ მე რა შემაშინებს ^_^_^
      ისე, რაიმე მისტიკურ თავგადასავალზეც არ ვიტყოდი უარს, ოღონდ მსუბუქზე და მე რომ არაფერი დამემართოს : )))
      თავხედური კომენტარი სულაც არაა, კეთილი იყოს შენი ”ფეხი” ჩემს ბლოგზე :)

  5. ხო მეგობრებთან ერთად სხვა ამბავია =]] წარმატებები გამოცდებშიც და დასვენების პონტშიც :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s