სულ სხვა sex and the city

 

რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე ქენდის ბუშნელის წიგნი ”sex and the city” ჩემს wish list-ში ჩამეწერა. ცოტა ხანში კი გავიგე, რომ ქართული ჟურნალი ” და ქალი” მის ქართულ ენაზე გამოცემას აპირებდა. მაისის ნომერი გამოვიდა თუ არა სულ რაღაც 3 ლარად შევიძინე წიგნი და მაშინვე შევუდექი კითხვას…

სექსი დიდ ქალაქში წიგნი

ზოგადად, ვეთანხმები წარმოდგენას იმის შესახებ, რომ წიგნი ყოველთვის ჯობს ეკრანიზაციას. ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც მე აბსოლიტურად იმედგაცრუებული დავრჩი.

ჯერ ერთი, ჩემი საყვარელი გმირები, რომლებიც სერიალში ჩანან წიგნში სულაც არ არიან მთავარი პერსონაჟები (თუ არ ჩავთვლით ქერის და მისტერ ბიგს). შედარებით ხშირადაა ნახსენები სამანტა ჯონსი, უფრო ნაკლებად მირანდა ჰობსი და სულ რაღაც ერთხელ შარლოტა იორკი, რომელსაც სერიალის შარლოტასთან საერთო მხოლოდ სახელი და გვარი აქვს.

ქერის და ბიგის ხაზსაც რომ გავყვეთ, საინტერესო არაფერია. ბიგი ერთი საზიზღარი ვინმეა – ბევრად უფრო საზიზღარი, ვიდრე კრის ნოტის პერსონაჟი, რომელიც ბევრჯერ გაამწარებს ქერის, მაგრამ ბოლოს მაინც მიხვდება, რომ უსამართლოდ ექცეოდა და ვერ აფასებდა…

Carrie-and-Big-paris

კარგი, დავივიწყოთ ამ გმირების არსებობა და წიგნს ისე შევხედოთ, როგორც სერიალისაგან სრულიად დამოუკიდებელ ნაწარმოებს. მან ვერანაირად ვერ შეძლო ჩემი ჩათრევა. დაახლოებით თვე-ნახევარი მოვუნდი 320 პატარა გვერდის წაკითხვას. კი, არის რაღაც სიტუაციები აღწერილი, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაკლებად საინტერესო და აქტუალური.

პრინციპში, სათაურს მართლაც ამართლებს, რადგან მხოლოდ ნიუიორკულ სექსზეა საუბარი – არსადაა მეგობრობა, სიყვარული, ადამიანური ურთიერთობები, ანუ ისევ და ისევ ის, რაც ასე ძალიან მომწონს სერიალში.

ბოლოს კი ყველაფერი მთავრდება ასე:

”მისტერ დიდი (Big) ბედნიერად არის დაქორწინებული.

ქერი ბედნიერად არის კენტად.”

:|

არა, ეს სულ სხვა ”სექსი დიდ ქალაქშია”, სულ სხვა ქერი და სულ სხვა ბიგი.

აღარასოდეს მივუბრუნდები ამ წიგნს!!!

აუცილებლად ვუყურებ სერიალს და ფილმებს კიდევ არაერთხელ <3

Advertisements

5 thoughts on “სულ სხვა sex and the city

  1. თარგმანი კიდევ ცალკე საკიტხია, თუმცა არვიცი ბიგის მისტერ დიდობა რამდენად უნდა გავაკრიტიკო. რუსებმა საერთოდ ”ჩემი ოცნების მამაკაცად” თარგმნეს.

  2. დოდა says:

    ჩემი სათქმელი ზუსტათ თქვი, რამდენი ხანი ვუნდებოდი მეც კითხვას, იცით? ბოლომდე ვერც წავიკითხე, დავიტანჯე, ნუ… დროის კარგვა იყო და მეტი არაფერი. მსგავსი სისულელე არსად მინახავს. სერიალი ათასჯერ მაინც ჯობს.. უსიუჟეტო ნაწარმოები, სადაც არ იცი, ვინ ვინ არის და ვის რა უნდა :)))))))))))))

    • მომავალში ბრიჯიტ ჯონსის დღიურების გამოშვებას აპირებენ. იმედია, ეგ მაინც არ გამიცრუებს იმედებს. მიყვარს ფილმი ძალიან <3

  3. Pingback: BFF - LiLaC.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s