ძველი და ახალი გეგმები

 

ბლოგზე დროდადრო ვწერდი ხოლმე ე.წ. to do list-ებს. ახლა ვაპირებ თვალი გადავავლო მათ და ვნახო – რა შევასრულე, რა არა…

მაისიდან ვაპირებდი :

  • აერობიკაზე და ავტოსკოლაში სიარულსაერობიკაზე ვიარე კიდეც, მაგრამ 5-6 გაკვეთილი გამოვიდა და მერე დაიხურა, ხალხი არ ყავდათ.
  • თმის წაბლისფრად შეღებვას – Done : )
  • სამსახურის ძებნას – რამდენიმე ადგილას გავაგზავნე CV, თუმცა არავინ გამომხმაურებია და მერე შევწყვიტე, რადგან ზაფხულში დასვენებას ვერ შეველევი.

ასევე მქონდა ერთი პოსტი, სადაც ვწერდი საზაფხულო გარდერობის განახლებაზე. სამწუხაროდ, სურათები არ მაქვს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი შევიძინე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვარდისფერი კორსეტი, რომელიც ძალიან მომწონს და ერთი სული მაქვს ჩავიცვა <3

საზაფხულო გეგმებს რაც შეეხება. ტრადიციულად, ივლისის შუა რიცხვებისთვის კოჯორში ავდივარ. მერე უკვე არვიცი, ალბათ, ზღვაზე და სოფელშიც წავალ, ოღონდ აგვისტოს ბოლოსკენ.

ადრე ყოველთვის ვამბობდი, რომ ”ამ ზაფხულს მაგრად უნდა გავერთო”, მაგრამ წელს მხოლოდ დასვენება მინდა და ასევე ზაფხულის ნაყოფიერად გამოყენება სამომავლო, გრანდიოზული გეგმებისათვის.

რას გულისხმობს ეს გეგმები?

აი, ამის დაწერას ბლოგზე აღარ ვაპირებ. რაც აქამდე ვწერე და ოდნავ მაინც სერიოზული იყო, ყველაფერი წყალში ჩამეყარა და ცარიელ მატრაკვეცობად დარჩა. ასე რომ, დავწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც შედეგები სახეზე იქნება.

ისინი კი აუცილებლად იქნება…

Advertisements

2 thoughts on “ძველი და ახალი გეგმები

  1. liiiac says:

    ტიპური ქართველი ხარ!
    “ზაფხულში დასვენებას ვერ შეველევი” – სიმართლეს გეტყვი, წარმატებას ასე ვერ მიაღწევ! :(((

    • რა საოცარია, ვიღაც მომავალს მიწინასწარმეტყველებს და არც მეტი, არც ნაკლები ჩემი მეილით და სახელით ^_^
      შენ, ეი, ჩემი მეორე მე ხარ ? : )))
      მადლობა პირდაპირობისათვის, მაგრამ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, წარმატებას რომ (ვერ) მივაღწევ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s