BFF

 

წიგნის ფესტივალზე ენ ბრაშერესის რომანი ”ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” შევიძინე. ვიცოდი, რომ ამავე დასახელების ფილმიც არსებობდა, თანაც თურმე ის მოზარდებზე დაწერილ ბესტსელერთა ხუთეულშია.

რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა ჯერ სხვა წიგნს ვკითხულობდი, მერე ”ვისვენებდი”… გუშინ კი გადავწყვიტე, დამეწყო. დილის 5 საათზე მოვრჩი კითხვას. არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებულია. უფრო სწორად, განსაკუთრებული ნამდვილად არის, ოღონდ არა მხატვრულ-ლიტერატურული კუთხით.

Sisterhood1Book

(წიგნის ქართული გამოცემის ყდა გაცილებით უკეთ გამოიყურება ^_^ )

”მოგზაური შარვლის დობილები” 4 მეგობარი გოგონაა: კარმენი, ტიბი, ლინა და ბრიჯიტი. ისინი სამშობიაროდან მოყოლებული ერთად იზრდებიან და ნამდვილი BFF არიან თავისი ”დაქალოჩკური” ტრადიციებით, თანადგომებით, საიდუმლოებით, საერთო გეგმებით და ა.შ.

sisterhood

ამ წიგნს (და მერე უკვე ფილმსაც) პირველად არ დავუფიქრებივარ ამ საკითხზე. ხან ”sex and the city”, ხან ბრიტნი სპირსის რომელიღაც ფილმი (აი, დღიური რომ აქვთ და მიწაში მარხავენ), ხან უბრალოდ რეალობაში არსებული 3 და მეტი გოგონასაგან შემდგარი ”სადაქალოები” მახსენებდნენ, რომ მე მხოლოდ სკოლაში, 1-2 წლით მქონდა ამის ”ბედნიერება”. მერე დავიშალეთ და მათგან მხოლოდ ნუცა შემომრჩა. ის, რა თქმა უნდა, ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ რაღაც მაინც ვერ არის ისე, როგორც მე მინდა…

მე და მას არაერთხელ გვინატრია, ნეტავ კიდევ გვყავდეს ისეთივე ახლო მეგობარი, როგორებიც ჩვენ ვართო…

მინდა, ყოველი კვირის ან თვის ბოლოს მაინც ვიცოდე, რომ სადღაც ჩემი გოგონები მელოდებიან – ერთმანეთისგან და ჩემგან სრულიად განსხვავებულები, მაგრამ მაინც ჩემები

არადა, ვბერდები უკვე, რაღა დროს ჩემი BFF-ია :(


Advertisements

6 thoughts on “BFF

  1. Barbie says:

    არ ბერდები, გაიხსენე ქერი და გოგოები ერთმანეთს უკვე “დიდობაში” შეხვდნენ :პ

  2. ანა says:

    აუ მეც მაგრად მიყვარს ეს წიგნი .გაგრძელებაც აქვს .სულ მგონი 4 თუ 5ია და ყველა მაქვს წაკითხული <3 ფილმიც მაქვს ნანახი მაგრამ წიგნი მაინც სულ სხვაა .:)

    • მართლა? მეორე ნაწილი რომ აქვს ვიცოდი, დანარჩენები აღარ : ))) ფილმი მხოლოდ ორია, ჰო?

  3. ანა says:

    ჰო ,ფილმი მგონი 2 ია სულ :) ყოველშემთხვევაში მე პირველი და მე2 მაქვს მარტო ნანახი
    და თუ წიგნის პირველმა თავმა დაგაინტერესა ,დანარჩენებიც მოგეწონება ალბათ .. მთელი ეშხით ვკითხულობდი მახსოვს :)

    • ჰო, ფილმს მეც ვუყურე ორივე ნაწილს. წიგნს რაც შეეხება, პირველის ბოლოში არის მეორე წიგნის პროლოგი დაბეჭდილი. ალბათ, ვიყიდი. ვნახოთ :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s