გაუგებრობები

 

როდესაც ხარ თინეიჯერი, იწყებ საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ ვერავინ გიგებს, ყველასგან განსხვავებული ხარ, მათ არ ჰგავხარ…

ვითომ ეს არ მოგწონს და თავს მარტოსულად გრძნობ, სინამდვილეში კი გიჟდები, ისე გინდა, ყველა ფიქრობდეს, რომ შენ ”ცოტათი ვერ ხარ”…

არ მახსოვს, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო თუ არა, მაგრამ ბევრ თანატოლს ვიცნობდი მსგავსი ”პრობლემით”. მერე გავიზარდეთ, ზოგი გაიხსნა, ზოგიც ვერა.

მე სადღაც გარდამავალ ეტაპზე გავიჭედე.

რამდენიმე თვის წინ ერთ ადამიანს ველაპარაკებოდი. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებულია, მაგრამ იმ საღამოს რაღაცაზე ვერ შევთანხმდით. უფრო სწორად, მე დავაბნიე და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.

მე: თუ არ გინდა, აღარ ვილაპარაკოთ…

ის: ეგრე აჯობებს, რადგან ვერ ვიტან გაუგებრობებს

მე:  და რა ვერ გაიგე ???

ის: თამთა ჯაფარიძე ვერ გავიგე საერთოდ!

ეს სიტყვები დღემდე თავში მიტრიალებს. რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ, პოსტის დასაწყისში აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, ალბათ, მესიამოვნებოდა კიდეც, მაგრამ ეხლა ცოტა მაშინებს.

მით უმეტეს, რომ ასეთი რამ კიდევ მითხრეს, ოღონდ სხვა ადამიანმა, რომელსაც, ვთვლი, რომ საერთოდ არ ესმის ჩემი (და არც მე მისი) და ამ დროს მეუბნება ”ჩემდენს ვერცერთი ბიჭი ვერ გაგიგებს და მოგითმენსო”…

omg! ანუ, რა გამოდის???

თუმცა, მგონია, რომ ისინი ცდებიან. თითქმის ყოველთვის პირდაპირ ვამბობ იმას, რაც მინდა. როცა არ ვამბობ, არც არავის ვავალდებულებ, რომ ჩემთან ტელეპატიური კონტაქტი დაამყაროს.

ამ პოსტს ახლა იმიტომ ვწერ, რომ ზუსტად ვიცი წაიკითხავს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც, მგონი, დღეს, როგორც მინიმუმ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე, მაგრამ მინდა იცოდეს, რომ ჩემს სიტყვებში და სურვილში განსაკუთრებული და, მით უმეტეს, საშიში არაფერია.

გამიხარდება, თუ რამეს გაიგებთ :D

Good Things

 

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ არასასიამოვნო რამეები კი არ ხდება.

მაგალითად, დღეს ბოლო გამოცდა ვწერე და ძალიან მიხარია. თითქოს, დიდი ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან (იმედია, მართლა ასეა და განმეორებითზე გასვლა არ დამჭირდება ^_^). როგორც ყოველთვის, გამიმართლა – 20 ქულიან საკითხად ზუსტად ის შემხვდა, რაც ყველაზე კარგად ვიცოდი. მაგ მხრივ, ნამდვილად იღბლიანი ვარ <3

კიდევ ერთი ამბავი მაქვს: რამდენიმე დღის წინ ”ალდაგიდან” დამირეკეს. არც მახსოვდა, CV თუ მქონდა გაგზავნილი. გასაუბრებაც წარმატებით გავიარე და დავიწყე 2 კვირიან ტრენინგებზე სიარული. ტრენინგები მომწონს, კარგი გარემოა და თან ახალ, საინტერესო ინფორმაციას ვიღებ. თუ რამე კითხვა გექნებათ სადაზღვეო სფეროში, შეგიძლიათ მე მომმართოთ :D

პოზიციას რაც შეეხება, ეს არის სადაზღვეო აგენტი. ცოტა მძიმე სამუშაოა,  მით უმეტეს ზაფხულში – გარეთ უნდა იარო და ხალხი ”შეაბა”, რომ დაეზღვიონ. თანაც, ფიქსირებული ხელფასი არ გაქვს, გამომუშავებაზეა ანაზღაურება. არა მგონია, დავრჩე, მაგრამ ტრენინგებს მაინც გავივლი. რას ვკარგავ? პირიქით, ცოდნს ვიღებ :P

ჩემი ძმაც წარმატებით აბარებს გამოცდებს და ძალიან მიხარია. მთელი გულით ვგულშემატკივრობ მას და მის მეგობრებს. ჩემი თავი მახსენდება, აბიტურიენტობის დროს. მართლა კარგი წელი იყო ჩემთვის – დიდად არც მინერვიულია, არც სწავლით მომიკლავს თავი, კარგადაც ვერთობოდი და ახალი მეგობრების შევიძინე (თეკლა, ნათია, ლაშა :*:*:* )

საზაფხულო ფასდაკლებებიც ძალიან მახარებს. ჩემი გარდერობი ლამაზ-ლუმაზი ტანსაცმლით შეივსო. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ვერ ვძღები და ერთი 1 000 ლარი მაკლდება :D

მოკლედ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა… რაც მთავარი იყო, ისიც კი ჩემს სასიკეთოდ დასრულდა. ხანდახან ”ცუდსა” და ”უარესს” შორის ”ცუდიც” უნდა გაგვიხარდეს.

 

ცხოვრება გრძელდება…

No surprises, please…

 

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ცხოვრება მართლაც სიურპრიზებითაა სავსე. თუმცა ეს სურპრიზები ყოველთვის სასიამოვნო როდია?!

ხშირად მიფიქრია, თუნდაც, სიკვდილზე – უფრო მეტად, მოულოდნელს ვგულისხმობ. როდესაც ხარ ჯანმრთელი, გაქვს გეგმები. არა აუცილებლად გრძელვადიანი – თუნდაც ის, რომ ხვალ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მაღაზიაში შეიარო და ახალი ბლოკნოტი იყიდო.

შემდეგ კი, ზუსტად იმ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება ავარია მოხდეს და ის ბლოკნოტი, რომელიც შენ უნდა გეყიდა, კიდევ რამდენიმე დღე დარჩეს საკანცელარიოს დახლზე, სანამ სხვა პატრონი არ გამოუჩნდება.

რაც არ გკლავს, გაძლიერებსო…

მაგრამ ცოტათი რთულია ამით დაიმშვიდო თავი, მაშინ როდესაც ცოცხალი ხარ, მაგრამ თავს ცუდად გრძნობ. საშინლადაც კი… მე თვითონ ვერ ვიტან ასეთ ზოგად და მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს, თქვენ რატომ გაწვალოთ?

ცხოვრებისეული სიურპრიზია სწორედ, რაც ახლა ხდება. გადახედეთ წინა პოსტს – რამდენჯერ მყავს ნახსენები ნოდო. ბოლოს ვის ელაპარაკე – ნოდოს, ვინ გიყვარს – ნოდო, ვინ გაგაბრაზა – ნოდომ …

ჰო, პოსტს მართლა გაბრაზებული ვწერდი და ვფიქრობდი, მალე გათენებულიყო მეორე დღე, რომ ქუჩაში გაბუსხული დავხვედროდი, მესაყვედურა, გადამეწყვიტა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მას კი ხელი მოეხვია და ჩამხუტებოდა. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.

უფრო სწორად, ხდებოდა… ახლა უკვე მან გადაწყვიტა, რომ ”დაიღალა ჩემთან ჭიდაობით”. ამით კი იმის თქმა მინდოდა, რომ გუშინ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რას მიმზადებდა ბედი : )

ვიცი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხომ არის რაღაც იმედები, რომლებიც გიცრუვდება. იმ საწყალი ბლოკნოტისა არ იყოს, მეც ხომ მქონდა რაღაც გეგმები?

რაღა შორს წავიდე. თურქეთში ძალიან ლამაზი, ტყავისყდიანი და ყვითელფურცლებიანი დღიური ვიყიდე. დღემდე ხელი არ მიხლია. მინდოდა, ფილმი რომაა, “The notebook” ისე შემევსო და ჩვენი სიყვარულის ისტორია ჩამეწერა. არ დავიწყე – გული მიგრძნობდა, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანდი.

კიდევ, smart photo-ს გადაღება, რაც ოცნებად მექცა ლამის.

ახლა კი, სხვა წყვილი შევა კაბინაში, ჩხაკ-ჩხუკ და იქიდან ბედნიერები გამოვლენ.

აღარ მინდა სიურპრიზები,

საკმარისია!!!

radiohead

თამაშ-თუმაში

ყოველთვის მიყვარდა დღიურების შევსება და მსგავსი რაღაცეები.

ასე რომ, სიამოვნებით ვერთვები მაცო-ს წამოწყებულ თეგ თამაშში

: )

ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?– პიჟამოთი :D

შავი თუ ლურჯი კალამი?–ლურჯი

მოგწონს მოგზაურობა?–რა თქმა უნდა

მოგწონს ვინმე?– კი, ბევრი ადამიანი ^^

იცის?– რომელმა ? ;; )

ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ?– ფაქტია ^_^

გინდა დაქორწინდე?– someday ^_^

ვისზე?–ვინც მეყვარება, იმაზე.

კარგი სტუდენტი ხარ?– არა

ახლა ბედნიერი ხარ?– არც ბედნიერი, არც უბედური.

მოგიტყუებია როდესმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს?– კი, ორივე

დაბადების ადგილი–თბილისი

შობა თუ ჰელოვინი?–შობა, ახალი წელი, ჩემი დაბადების დღე : )) ახლოსაა ერთმანეთთან სამივე <3 ისე, ჰელოუინის წინააღმდეგიც არ ვარ

ფერადი თუ შავ–თეთრი ფოტო?–ორივე მომწონს, გააჩნია ფოტოზე რა ხდება

შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს?– არ ვიცი, ალბათ, ადამაინებზე და ურთიერთობებზეა დამოკიდებული

ასტროლოგიის გჯერა?–იისე რა :))

გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის?–არა, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამომიცდია

სვამ?–წყალს ^_^

ხალხს ამხიარულებ?– ხანდახან გამომდის

ფიქრობ რომ ოცნებები ხდება?– კი, უმეტესწილად :)

საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი–პეპი გრძელიწინდა <3

მოგიპარავს ოდესმე რამე?–კი, მომიპარავს :(

როგორი ამინდია ახლა?–ცხაააამს :დ:დ

ბოლოს როდის შეიჭერი თმები?–იანვრის ბოლოს :(

ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე?–ნოდოს <3

როდის იბანავე ბოლოს?–ნახევარი საათის წინ ^_^

წყნარი თუ მშვიდი მუსიკა?– coldplay :)

Mcdonalds თუ Burger King?–MC

ღამე თუ დღე?–ზაფხულში, ღამე ^_^ ნუ, საღამო : ))

ბალიშების რაოდენობა?–ჩემს საწოლში ერთი. ისე, ღამით სულ ვამბობ, ხვალ დილით ამ ბალიშს გამოვცვლი, კისერს მტკენს-მეთქი და დილით მავიწყდებს :))

პიანინო თუ გიტარა?–ორივე, ოღონდ ვინც კარგად უკრავს, იმათ ხელთ :)

მომავალი სამსახური–2 კვირაში მეცოდინება ზუსტად ^_^

ახლანდელი სამსახური–მმ :P

ახლანდელი სიყვარული–ნოდო :)

ახლანდელი იმედგაცრუება– :(

ახლანდელი გაბრაზება– ნოდო :D

ბოლო რაღაც რაც ჭამე–ნაყინი

ბოლო რაღაც რაც შეიძინე–შარვალი, მაისური, ქამარი

რა გესმის ახლა?–ტვ-დან ბიძაჩემის ხმა, რომელიც ჩოგბურთს კომენტატორობს

გაქვს გეგმები weekend–ისთვის?– ჯერ არ დამიგეგმავს, სადმე გრილ ადგილას წავიდოდი <3

რა ქენი დღეს?–გავიღვიძე, ვჭამე, წავედი გასვენებაში, მერე ”ქარვასლაში” :)), ვიშოპინგე, მოვედი, ვჭამე ისევ, ვიბანავე და დავჯექი კომპიუტერთან :)

გაიხედე უკან, რა არის?–ჩემი საწოლია, გახედვის გარეშეც ვიცი :D

მინდა?–ამ წამს მინდა მთიან სოფელში, ხეების ჩრდილში, ჰამაკში ვიწვე

ვისურვებდი–ხომ ვისურვე :D

მაინტერესებს–როგორ ჩაივლის ხვალინდელი დღე ;; )

ახლა მაცვია–ლურჯი ხალათი

smd და კუკუ ბლოგერი, ანუ – მე ! : ))

 

შარშან, 30 ივნისს საქართველოში პირველად აღინიშნა სოციალური მედიის დღე. მეგობრებთან ერთად მივაშურე მთაწმინდის პარკის ამფითეატრს, სადაც რამდენიმე პრეზენტაცია მოვისმინეთ და შემდეგ პიცაც მივირთვით. მაშინ ბევრ ბლოგერს არ ვიცნობდი, ვისაც ვიცნობდი იმათთან მხოლოდ გამარჯობის თქმით შემოვიფარგლე და ჩემს ბავშვებთან ერთად ”ვმოძრაობდი”.

სახლში მოსულმა ჩემს ძველ ბლოგზე პოსტიც დავწერე და თავს ”კუკუ ბლოგერი” ვუწოდე, იმიტომ რომ იქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, ეკონტაქტებოდა, ეხუმრებოდა, მე კიდევ სხვაგან მოხვედრილივით ვიყავი…

გამოხდა ხანი :D

უფრო სწორად 1 წელი გავიდა და ქართველმა ბლოგერებმა კვლავ დაიწყეს მზადება social media day-ს აღსანიშნავად. ამჯერად, ”საქართველოს ბანკის” ორგანიზებული წვეულება დახურული იყო და მასზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლებოდა – მე მიმიწვიეს :ამაყი:

გამიხარდა, თუმცა ბოლო წუთამდე არ ვიყავი დარწმუნებული, მინდოდა თუ არა წასვლა. შეკრების ადგილი ვარდების მოედანი იყო, დრო – 6 საათი.

იქ მისულს რამდენიმე ნაცნობი დამხვდა. ისინი ამ ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დამეგობრდნენ და დაახლოვდნენ. მე ისევ ”კუკუ” ვიყავი ^_^

ავტობუსში ასვლამდეც ვიფიქრე, სახლში ხომ არ დავბრუნდე-მეთქი, მაგრამ მაინც ავედი…

7 საათზე უკვე ლისზე ვიყავით. საღამოს ორგანიზატორმა, სვითიმ, საქართველოს ბანკით დაბრენდილი მაისურები დაგვირიგა. მერე სუფრაზე დავსხედით. ნელნელა გავიხსენი ჩემს მაგიდასთან მსხდომებთან. მივხვდი, რომ ძალიან ცუდი არც იყო იქ ყოფნა :)

არა, ცუდი ნამდვილად არ იყო, განსაკუთრებით ”ჯეირანის” ჩემპიონატი : )) სადაც, სამწუხაროდ, წავაგე. არადა ძალიან მინდოდა აიპოდი ^_^

ნუ, მოკლედ, ასე ჩაიარა სოციალური მედიის დღემ. მე მეტნაკლებად სოციალური ვიყავი. პოსტი როგორ დავასრულო არ ვიცი.

მმ,

უბრალოდ გილოცავთ რამდენიმე საათის დაგვიანებით ^_^

მე მართლა მიყვარს ეს დღე, იმიტომ რომ სოცმედია მიყვარს, ჩემი ბლოგი მიყვარს, ზოგიერთი თქვენგანისაც : ))  კიდევ facebook, რომელიც დროებით გავაუქმე… ტვიტერი არ მიყვარს, მაგრამ იქნებ ოდესმე ავუწყო კიდეც ფეხი.

მე ხომ ნელნელა, მაგრამ მაინც გამოვდივარ ”კუკუ” ბლოგერის სტადიიდან ^_^

P.S: თუ რომელიმე თქვენგანი იყო იქ და გადაიღო სურათები, სადაც მეც მოვხვდი, მომწერეთ კომენტარებში, რა :)