No surprises, please…

 

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ცხოვრება მართლაც სიურპრიზებითაა სავსე. თუმცა ეს სურპრიზები ყოველთვის სასიამოვნო როდია?!

ხშირად მიფიქრია, თუნდაც, სიკვდილზე – უფრო მეტად, მოულოდნელს ვგულისხმობ. როდესაც ხარ ჯანმრთელი, გაქვს გეგმები. არა აუცილებლად გრძელვადიანი – თუნდაც ის, რომ ხვალ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მაღაზიაში შეიარო და ახალი ბლოკნოტი იყიდო.

შემდეგ კი, ზუსტად იმ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება ავარია მოხდეს და ის ბლოკნოტი, რომელიც შენ უნდა გეყიდა, კიდევ რამდენიმე დღე დარჩეს საკანცელარიოს დახლზე, სანამ სხვა პატრონი არ გამოუჩნდება.

რაც არ გკლავს, გაძლიერებსო…

მაგრამ ცოტათი რთულია ამით დაიმშვიდო თავი, მაშინ როდესაც ცოცხალი ხარ, მაგრამ თავს ცუდად გრძნობ. საშინლადაც კი… მე თვითონ ვერ ვიტან ასეთ ზოგად და მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს, თქვენ რატომ გაწვალოთ?

ცხოვრებისეული სიურპრიზია სწორედ, რაც ახლა ხდება. გადახედეთ წინა პოსტს – რამდენჯერ მყავს ნახსენები ნოდო. ბოლოს ვის ელაპარაკე – ნოდოს, ვინ გიყვარს – ნოდო, ვინ გაგაბრაზა – ნოდომ …

ჰო, პოსტს მართლა გაბრაზებული ვწერდი და ვფიქრობდი, მალე გათენებულიყო მეორე დღე, რომ ქუჩაში გაბუსხული დავხვედროდი, მესაყვედურა, გადამეწყვიტა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მას კი ხელი მოეხვია და ჩამხუტებოდა. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.

უფრო სწორად, ხდებოდა… ახლა უკვე მან გადაწყვიტა, რომ ”დაიღალა ჩემთან ჭიდაობით”. ამით კი იმის თქმა მინდოდა, რომ გუშინ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რას მიმზადებდა ბედი : )

ვიცი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხომ არის რაღაც იმედები, რომლებიც გიცრუვდება. იმ საწყალი ბლოკნოტისა არ იყოს, მეც ხომ მქონდა რაღაც გეგმები?

რაღა შორს წავიდე. თურქეთში ძალიან ლამაზი, ტყავისყდიანი და ყვითელფურცლებიანი დღიური ვიყიდე. დღემდე ხელი არ მიხლია. მინდოდა, ფილმი რომაა, “The notebook” ისე შემევსო და ჩვენი სიყვარულის ისტორია ჩამეწერა. არ დავიწყე – გული მიგრძნობდა, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანდი.

კიდევ, smart photo-ს გადაღება, რაც ოცნებად მექცა ლამის.

ახლა კი, სხვა წყვილი შევა კაბინაში, ჩხაკ-ჩხუკ და იქიდან ბედნიერები გამოვლენ.

აღარ მინდა სიურპრიზები,

საკმარისია!!!

radiohead

Advertisements

18 thoughts on “No surprises, please…

  1. და ამ შემთხვევაში რა უნდა დავაბრალო ჩემს თავს, ეგეც მითხარი აბა :)

  2. არ ვიცი ვინ ხარ და რა იცი ჩემს ქცევებზე ასე ხმამაღლა რომ ლაპარაკობ : ))) დასაბრალებელი არის თუ არა რამე, მაგაშიც ეჭვი მეპარება. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ გაფასებენ

    • ჰოდა, მაგას გეკითხები, რა იყო ისეთი ქცევა, რაც ეგეთ დასასრულს მოიტანდა? მართლა მაინტერესებს

  3. :X რავი რა უნდა ვთქვა.. ცუდია.. მოულოდნელობებიც. ასეთი მოულოდნელობებიც.
    მაგრამ გამოცდილებიდან ვიცი, რომ როცა ასეთი რაღაც უნდა მხოდეს, წინასწარ მაინც გრძნობ რაღაცას, მაგრამ არ აქცევ ყურადღებას, არ გინდა დაჯერება…
    ნუ მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს…
    მთავარია რომ ეგეც გაივლის!!!! :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s