Good Things

 

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ არასასიამოვნო რამეები კი არ ხდება.

მაგალითად, დღეს ბოლო გამოცდა ვწერე და ძალიან მიხარია. თითქოს, დიდი ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან (იმედია, მართლა ასეა და განმეორებითზე გასვლა არ დამჭირდება ^_^). როგორც ყოველთვის, გამიმართლა – 20 ქულიან საკითხად ზუსტად ის შემხვდა, რაც ყველაზე კარგად ვიცოდი. მაგ მხრივ, ნამდვილად იღბლიანი ვარ <3

კიდევ ერთი ამბავი მაქვს: რამდენიმე დღის წინ ”ალდაგიდან” დამირეკეს. არც მახსოვდა, CV თუ მქონდა გაგზავნილი. გასაუბრებაც წარმატებით გავიარე და დავიწყე 2 კვირიან ტრენინგებზე სიარული. ტრენინგები მომწონს, კარგი გარემოა და თან ახალ, საინტერესო ინფორმაციას ვიღებ. თუ რამე კითხვა გექნებათ სადაზღვეო სფეროში, შეგიძლიათ მე მომმართოთ :D

პოზიციას რაც შეეხება, ეს არის სადაზღვეო აგენტი. ცოტა მძიმე სამუშაოა,  მით უმეტეს ზაფხულში – გარეთ უნდა იარო და ხალხი ”შეაბა”, რომ დაეზღვიონ. თანაც, ფიქსირებული ხელფასი არ გაქვს, გამომუშავებაზეა ანაზღაურება. არა მგონია, დავრჩე, მაგრამ ტრენინგებს მაინც გავივლი. რას ვკარგავ? პირიქით, ცოდნს ვიღებ :P

ჩემი ძმაც წარმატებით აბარებს გამოცდებს და ძალიან მიხარია. მთელი გულით ვგულშემატკივრობ მას და მის მეგობრებს. ჩემი თავი მახსენდება, აბიტურიენტობის დროს. მართლა კარგი წელი იყო ჩემთვის – დიდად არც მინერვიულია, არც სწავლით მომიკლავს თავი, კარგადაც ვერთობოდი და ახალი მეგობრების შევიძინე (თეკლა, ნათია, ლაშა :*:*:* )

საზაფხულო ფასდაკლებებიც ძალიან მახარებს. ჩემი გარდერობი ლამაზ-ლუმაზი ტანსაცმლით შეივსო. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ვერ ვძღები და ერთი 1 000 ლარი მაკლდება :D

მოკლედ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა… რაც მთავარი იყო, ისიც კი ჩემს სასიკეთოდ დასრულდა. ხანდახან ”ცუდსა” და ”უარესს” შორის ”ცუდიც” უნდა გაგვიხარდეს.

 

ცხოვრება გრძელდება…

Advertisements

2 thoughts on “Good Things

  1. სულ მინდა რამე ტრენინგები გავიარო, მაგრამ არ მიცდია არასდროს.
    ჰოდა, ახალი გარდერობის შესახებ კი რარაც მოვიფიქრე.. ნუ, დიდად განხორციელებად იდეად არ მეჩვენება, მაგრამ დავიწყე სასურველი სამოსის დიზაინების ხატვა და ეგებ ოდესმე შემიკეროს ვინმემ :)) აბა ნაყიდი ტანსაცმელი მაინც არასოდეს მერგება ზომაში :))

    • აუ, ზუსტად იმ დღეს ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობარი მაგაზე. ოღონდ უფრო შორს წავედით და შეკერვაც საკუთარ თავზე ავიღეთ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s